"მათი დუეტი მარადონას და კარეკას მსგავსია" - ცნობილი იტალიური გამოცემა "კვარასა" და ოსიმენზე წერს

AutoSharing Option
გუშინ, 13 იანვარს სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალურ მატჩში "ნაპოლიმ" იუვენტუსს" უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა.

"პარტენოპეის" შემტევი დუეტი ალეგრის გუნდის წინააღმდეგ მრისხანედ გამოიყურებოდა, ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა, ვიქტორ ოსიმენმა კი შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი სწორედ ქართველისა და ნიგერიელის შესახებ წერს და მათი დუეტი ლეგენდარულ დიეგო მარადონასა და კარეკას შეადარეს. 

"ნაპოლიში" 80-იან წლებში დიეგო მარადონა, ბრაზილიელი კარეკა და იტალიელი ბრუნო ჯორდანო ლეგენდარულ ტრიოს ქმნიდნენ. თითოეული მათგანის პირველი ორი ასოდან კი ზედმეტსახელი
MA-GI-CA (მაგიური) შეიქმნა.

"კვარაცხელიას შესანიშნავი მატჩი ჰქონდა, ქართველმა რამდენიმე ბრწყინვალე დრიბლინგი განახორციელა, მან გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა ოსიმენმა კი დუბლი შეასრულა და "კვარას" გაატანინა. მათი დუეტი მარადონასა და კარეკას წყვილს წააგავს. "ნაპოლი" ოცნების ასრულებასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა, არამხოლოდ 10 ქულიანი უპირატესობის გამო, სპალეტის უძლიერესი გუნდი ჰყავს" - წერს გამოცემა.

"ნაპოლი“ 47 ქულით ლიდერია და "იუვე" 10 ქულით ჩამოიტოვა. ნეაპოლური გუნდი შემდეგ მატჩს სახლში თასზე 18 იანვარს "კრემონეზესთან" ჩაატარებს, ხოლო 21 იანვარს ჩემპიონატზე გასვლაზე "სალერნიტანას“ დაუპირისპირდება.

alt"მის წინააღმდეგ ვერაფერი გავაწყვეთ" - ალეგრი "ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ

altსპალეტი: კვარაცხელიას მსოფლიოს კლასის ტექნიკა აქვს - ოსიმენი ყველაზე ძლიერია

altკვარაცხელია საოცარი შეფასებებით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

altფანტასტიკური ხვიჩას გოლი და ორი საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა [VIDEO]





მკითხველის კომენტარები / 13 /
იაფფასიანი კახპები ხართ,
გაუმარჯოს კვარას!
pirlo-ს და დფგ-ს
16:43 14-01-2023
2
ამ დუეტს ლიგის მოგებაც შეუძლია წელსვე სკუდეტოსთან ერთად თუ ასე გააგრძელებენ!!!
ზაზა
15:00 14-01-2023
0

სიახლეები პოპულარული