"მეფე დაბრუნდა" - იტალიელი ქომაგები "კვარას" თამაშს ეხმაურებიან

AutoSharing Option
13 იანვარს "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა, Sofascore-ის მიხედვით, "კვარა" 9.0 შეფასებით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

სოციალურ ქსელში ქართველის შესახებ, იტალიელი გულშემატკივრები კვლავ ბევრს წერენ, გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

"მეფე დაბრუნდა, ჩვენი პატარა "კვარავაჯო", მადლობა დაუვიწყარი საღამოსთვის".

"ამ ბიჭის გამო ეს გამარჯვება ორმაგად მიხარია, ჩემი საყვარელი ფეხბურთელი დაბრუნდა! დრიბლინგით, ჯადოსნური პასებითა და გოლით".

"კვარაცხელიამ "იუვესთან" საოცარი მატჩი ჩაატარა, მისი მეორე საგოლე პასი ოსიმენის გოლზე პოეზიას ჰგავდა"

"რა ფეხბურთელია!"

"გასულ
საღამოს ჩვეული კვარაცხელია ვიხილე, "იუვენტუსის" მცველები ძალიან ეცადნენ, თუმცა მის წინააღმდეგ ვერაფერი შეძლეს".

"მან და ოსიმენმა მეტოქე გაანადგურეს, ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი ამ მრისხანე დუეტს მიუძღვის".

"კვარაშოუ" დაბრუნდა, სად გაქრნენ კრიტიკოსები?".

"მეორე საგოლე პასის მომენტში იოჰან კრუიფი გამახსენდა, ხვიჩას მისი მსგავსი ელეგანტურობა და კლასი აქვს".

"კვარაცხელიას უდიდესი სიყვარული და პატივისცემა, შენ ნეაპოლელი ქომაგების გულში განსაკუთრებული ადგილი გიკავია".

შეგახსენებთ, ხვიჩამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ჯამში 20 მატჩი გამართა თავი კი 9 გატანილი გოლითა და 13 შედეგიანი პასით გამოიჩინა, "ნაპოლი" სერია A-ს მომდევნო ტურის მატჩს 21 იანვარს "სალერნიტანას" წინააღმდეგ გამართავს.

alt"ნაპოლის" პრეზიდენტმა "იუვენტუსთან" მატჩი შეაფასა

alt"ყველა კრიტიკოსი სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდო" - რას წერენ იტალიურ მედიაში "კვარას" თამაშზე

alt"მის წინააღმდეგ ვერაფერი გავაწყვეთ" - ალეგრი "ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ

altსპალეტი: კვარაცხელიას მსოფლიოს კლასის ტექნიკა აქვს - ოსიმენი ყველაზე ძლიერია

მკითხველის კომენტარები / 20 /
მეგობრებო ნეაპოლელებო მეფე გამოჯანმრთელდა აწი მეტად გაუფრთხილდით !!
ზაზა
13:27 15-01-2023
0
ჩვენ ვუყურებთ ეპოქალური მაშტაბის ფეხბურთელს, და რაოდენ განუზომლად დიდია ქართველი ადამიანის სიამაყე როცა ხვიჩა საფეხბურთო სპექტაკლებს დგამს იტალიის მწვანე მინდვრებზე. კვარამ მიაღწია იმას რასაც საქართველოს ვერცერთმა ხელისუფალმა მწერალმა თუ ზოგადმა ქართულმა კულტურამ ვერ შესძლო, მან მთელ თანამედროვე სამყაროს გააცნო და არა მხოლოდ იტალიას ქვეყანა სახელად საქართველო. ეს არის ბიჭი რომელიც ყოველ კვირაში 2 საათით ავიწყებს ქართველ ხალხს სიდუხჭირეს და ცხოვრებისეულ სევდა/მელანქოლიას. როცა ნაპოლის მატჩები იწყება საქართველოს მოსახლეობის ნახევრის გულის ცემაც იზრდება კვარამ შეაღწია ყველა ქართულ ოჯახში და მათ დღის წესრიგი შეუცვალა. ხვიჩა დაე ყოველთვის გახსოვდეს შენი წარმატებული დრიბლინგით საგოლე პასით თუ გოლით მინიჭებული სიხარულით შენი ქვეყნის დაბაში სოფელში თუ ქალაქში ვიღაცას სიცოცხლის წლები გაუხანგრძლივე.
Charley
00:11 15-01-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული