ხვიჩა კვარაცხელია "იუვენტუსთან" მატჩს გამოეხმაურა

AutoSharing Option
სერია A-ს მე-18 ტურში "ნაპოლიმ" "იუვენტუსი" 5:1 გაანადგურა.

ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნულ შეხვედრაში გოლი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთა.

მატჩს ქართველი ფეხბურთელი საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე გამოეხმაურა:

"რა ჯადოსნური ღამეა! Forza Napoli Sempre!".

შეგახსენებთ, ხვიჩამ "ნაპოლის" შემადგენლობაში 20 შეხვედრაში 9 გოლი და 13 ასისტი მიითვალა, "პარტენოპეი" სერია A-ს 47 ქულით ლიდერობს, უახლოესი მდევანი "მილანი" 37 ქულით მე-2 ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული).

რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, ლუჩანო სპალეტის შეგირდები შემდეგ მატჩს 21 იანვარს, "სალერნიტანასთან" გამართავენ, მანამდე კი 18 იანვარს კოპა იტალიას
1/16 ფინალში "კრემონენზეს" დაუპირისპირდებიან.

alt"ვისთან ერთად აღვნიშნავ ამ გამარჯვებას?" - სპალეტი კარგ ხასიათზეა

altფანტასტიკური ხვიჩას გოლი და ორი საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა [VIDEO]

alt"მათი დუეტი მარადონას და კარეკას მსგავსია" - ცნობილი იტალიური გამოცემა "კვარასა" და ოსიმენზე წერს

alt"მის წინააღმდეგ ვერაფერი გავაწყვეთ" - ალეგრი "ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ

altსპალეტი: კვარაცხელიას მსოფლიოს კლასის ტექნიკა აქვს - ოსიმენი ყველაზე ძლიერია

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს რა ახალი წელი მოგვილოცა და გაგვახარა, კვარამ! გუშინდელი დღე ისტორიულ მოვლენად აქცია! შენ გაიხარე! უფალი გფარავდეს! მადლობა ამ ბედნიერი საღამოსთვის რომელიც შევიდა მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში
ნაპილი 5-1 იუვენტურსი. გილოცავთ ყველას ვინც გაიხარეთ!
ირაკლი
13:24 14-01-2023
3
იმიტომ რომ შენ ხარ ფეხბურთის ჯადოქარი!!!:)))
შენ გაგიმარჯოს ღმერთმა ხვიჩა კვარაცხელია!!!
გულშემატკივარი
13:01 14-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული