ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა კლუბმა "რუბინმა" "იუვენტუსს" "TikTok"-ზე გამოქვეყნებული ვიდეოთი დასცინა, რომელშიც ქართველი ტურინული გუნდის ფორმაშია.
ვიდეოზე კვარაცხელიას "იუვენტუსთან" გატანილი გოლია ასახული და წარწერაც აქვს დართული: "იუვენტუსმა" 2021 წელს ჩათვალა, რომ 20 მილიონი ევრო კვარაცხელიაში - ეს მეტისმეტია".
გასულ წელს "იუვეში" ხვიჩას გადასვლა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ კლუბი სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩმა დატოვა და ტრანსფერი ჩაიშალა. ამის შემდეგ ის "ნაპოლიმ" შეიძინა.
ხვიჩამ 13 იანვარს "იუვენტუსთან" მოგებულ მატჩში (5:1) გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ვისაც არ გჯერათ, გაიხსენეთ რუბინის ხელმძღვანელობის სიტყვები, ერთი დოლარის დაინტერესებაც არ ყოფილა ხვიჩაზეო, აგერ მაკაროვით დაინტერესდნენ და კი წაიყვანეს მოსკოვის დინამოშიო, ხვიჩას რაც შეეხება, არავის მოუმართავსო ინტერესი არ არსებობსო. ქართველებმა და მისმა გარემოცვამ თავბრუ დაახვია, ვითომ უკვე მსოფლიო დონისაა და ტოტენჰემს და ეგეთ გუნდებს უნდათო, რეალობა კი სულ სხვააო, ხვიჩა უნდა დაეშვას ღრუბლებიდან თორე ტოტენჰემი კი არა , ასე რუბინის ძირითადშიც ვერ მოხვდებაო...( თავად ბატონი სლუცკის სიტყვებია).
ვისაც არ გჯერათ ჩემი სიტყვების, შემიძლია ვიდეო მტკიცებულებაც მოვაყოლო.
დღეს კი რუბინი დებს ვიდეოს, რომ თურმე 20 მილიონს აფასებდნენ როცა იუვემ მიმართათ, მაგრამ არ გარისკეს 20 მილიონად მისი ყიდვა.
ესე იგი იყო ინტერესები, შეთავაზებებიც მაგრამ არ გაყიდა რუბინმა.
რატომ იტყუებოდნენ მანამდე უსინდისოდ?
ომის დაწყების მერეც ნამუსზე შეაგდეს ხვიჩა და მან არ მიატოვა გუნდი ეგრევე, აიტანა ამდენი ლანძღვა-გინება და გუნდს სანაკრებო პაუზამდე დაუდგა გვერდით. ამას ბევრი არ გააკეთებდა.
როგორც საუკეთესო ადამიანი და საუკეთესო ფეხბურთელი,მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს ამის გამო.
რუსებს კი სხვა რა დარჩენიათ, შეუძლიათ მხოლოდ იმით იამაყონ, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავს მაგათ მინდვრებზე აქვს ნარბენი.
:)