ორლოვის თქმით, ხვიჩა კვარაცხელია ლუჩანო სპალეტისთან მუშაობის პერიოდში უფრო მეტს სწავლობს, ვიდრე ეს "რუბინში" ლეონიდ სლუცკისთან მოახერხა.
"ხვიჩა ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ მისი ანდრეი შევჩენკოსთან შედარება ნაადრევია. მას გაუმართლა, რომ იტალიაში საქართველოს გავლით ჩავიდა. "კვარას" სანაცვლოდ ფული ქართულმა მხარემ მიიღო და არა ჩვენმა აგენტებმა.
კვარაცხელია სიმაღლეში 5-7 სანტიმეტრით გაიზარდა, ბევრს დარბის, ძალიან სწრაფია და რაც მთავარია - მეტოქის მოტყუების არ ეშინია. ეს ქართველებმა კარგად იციან. შეგიძლიათ მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი გაიხსენოთ.
წავიკითხე, რომ "სიტი" მზადაა ქართველის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადოს. ეს ყველაფერი ცოტა სასაცილოა, "კვარამ" "ნაპოლი" არ უნდა დატოვოს, ის ნეაპოლში გმირია.
კვარაცხელია და ოსიმენი მოედანზე ერთმანეთს ძალიან კარგად უგებენ. ეს "იუვენტუსთანაც" გამოჩნდა, როდესაც ქართველმა ნიგერიელს ბრწყინვალე საგოლე პასი გაუკეთა. სლუცკიმ "რუბინში" ხვიჩას ვერ მისცა ის, რაც მას სჭირდებოდა, მაგრამ, როდესაც ახალგაზრდა შემტევი სპალეტის ხელში აღმოჩნდა, მაშინვე გაუმჯობესება დაიწყო. ხვიჩამ თავისი ნიჭისთვის შესაფერისი მწვრთნელი იპოვა" - განაცხადა ორლოვმა.
შეგახსენებთ, კვარაცხელია "რუბინის" ღირსებას 2019/22 წლებში იცავდა.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით
კვარაცხელიას "სალერნიტანასთან" თამაში საეჭვოა - იტალიური მედიის ინფორმაცია
ნორვეგიელები კვარაცხელიას უფრთხიან, ჩვენ - ჰოლანს - თემა, რომელიც მუდამ აქტუალურია
პ.ს ამას სჭირდება იმ დონის ჟურნალისტი რა დონის ფეხბურთელიც ხ.კვარაცხელიაა, რომელიც გაივლის კონსულტაციას ფეხბურთის მცოდნეებთან და მწვრთნელებთან,მოამზადებს ინტერვიუს, განიხილავს, შედეგ მიიწვევს ხ.კვარაცხელიას და ამ ინტერვიუთი აიმაღლეს თავის რეიტინგს და დააკმაყოფილებს კვარას გულშემატკივარ საქართველოს.
რუსი კომენტატორების გამარდჟობა გენაცვალე ზე როდემდე უნდა დნებოდეთ :)
ხვიჩამ გადაუხადა ამაგი უკვე მაგ ადამიანებს თავისი კოსმოსური თამაშით. ევროპული პრესა რომ ყურადრებას აქცევს და ხვიჩას გამო ინტერვიუებზე ეძახიან მაგაზეც მადლობელი იყვნენ ეგ მწვრთნელები. აქამდე ვინმემ იცოდა მაგათი სახელები ასე ფართო მასშტაბით? ხვიჩას მსგავსი მათ არავინ ჰყოლიათ და არც ეყოლებათ მომავალში.
ასე რომ ამაგიც გადახდილია და სამადლობელი და კუდის საქიცინოც არაფერი გვაქვს მათთან.
და მაინც რუსის ნათქვამი გამარდჟობა გენაცვალე ასე რატომ აფორიაქებს ერს :)