ოსიმენი: კვარაცხელია ფუნდამენტურია, სპალეტი - შთაგონების წყარო, მიზანი კი მხოლოდ სკუდეტო არაა

AutoSharing Option
"ნაპოლის" თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა Radio Kiss Kiss-თან განაცხადა, რომ "იუვენტუსთან" მოგებული მატჩის შემდეგ გულშემატკივართა სიხარულის გამო ბედნიერი იყო, "კრემონეზესთან" წაგება მტკივნეული გახლდათ, შეცდომების გამოსწორებაა საჭირო, "სალერნიტანასთან" დაპირისპირებისთვის სერიოზულად ემზადებიან, სერია A-ში სიურპრიზები მოსალოდნელია, მეტოქეს პატივს სცემენ, მაგრამ სამი ქულა სჭირდებათ.

ოსიმენის თქმით, მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი მისთვის შთაგონების წყაროა, ვარჯიშის დასრულების შემდეგ ტაქტიკაზე ხშირად მუშაობენ; მიზანი მხოლოდ სკუდეტო როდია, რამეთუ "ნაპოლი" ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, სეზონის ბოლოს გამარჯვება ფანებთან ერთად უნდა იზეიმონ და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა კომენტარი:

"ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი
ფეხბურთელია, რომელთან ერთადაც მითამაშია. წარმოუდგენელი ტექნიკა აქვს. თუმცა ვერ დავივიწყებ სხვა ძლიერ პარტნიორებსაც - ლორენცო ინსინიესა და დრის მერტენსს, მაგრამ "კვარა" ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მიუხედავად ამისა, დაამტკიცა, რომ გუნდისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა.

ეს მისთვის მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით, ბევრ გადაცემას მიკეთებს და მიხარია, რომ "ნაპოლიში" იზრდება და დიდი ფეხბურთელი ხდება. არ ვფიქრობ, რომ მისგან მეტის მოთხოვნა შეგვიძლია, თუმცა, იმედია, მომავალში უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს".

მკითხველის კომენტარები / 21 /
რუბინში კვარას უფრო აქებდნენ და უფრო ბრწინავდაო, ვიღაც წერს. სხვები ამბობენ, ნაპოლი სოფლის გუნდიაო. ე.ი. რა გამოდის, ნაპოლი სოფლის გუნდია, სადაც მარადონა თამაშობდა და რუბინი მსოფლიო ფეხბურთის გრანდი? ოსიმენმა კარგი სიტყვები არ დაიშურა კვარასთვის, აქო და ადიდა და მეტი რა ქნას კაცმა? მართლაც რომ ერთერთი ძლიერი ტანდემის მსოფლიოში. სტატიას მარტო კითხვა არ შველის, აზრის გამოტანაა საჭირო.
ქართველი
20 იანვარი 2023 01:59
0
3-4 კომენტარიდანაც ჩანს რომ ჩვენი საშველი არაა... წაკითხულის გააზრება გვიჭირს, უკიდეგანო რასიზმში ვიხრჩობდით და თავი მაინც კიტრები გვგონია... რა ევროკავშირი, რა შინ ევროპისკენ, რა დამოუკიდებლობა და თავისუფლებაზეა ლაპარაკი, 20 წელიწადში პროპაგანდით და იდეური ზომბირებით, თავისუფლებისთვის მებრძოლი ქვეყანა გადაიქცა საბჭოეთისთვის თავდადებულ კომუნისურ ხალხის მასად... განათლება და სკოლებში ეროვნული სულისკვეთების გამტარებელი იდეური მუშაობის გარეშე ცოტა ხანში რუსეთი მიაღწევს საწადელს, "საქართველო ქართველების გარეშეს", იმედია უკრაინაში ამოიძირკვება ეს ბოროტების მაშხალა და ასე მაინც იქნებ გადავრჩეთ
რა მაფიაა?
20 იანვარი 2023 01:35
6
შეიძლება რაღაცეებში გეთანებოდე რაღაცაში არა!! მაგრამ ესე რატო უყურებ მასას? რით ხარ ვინმეზე უკეთესი? ესე ხალხის სახელით საიბარი რა უბედურებაა? სუ 20 კომენტარი იყო და შენ ესეიგი დასკვნას აკეთებ ერის სახელით! ქართველ ერს 3000 წლოვამი სახელმწიფოებრივი ისტორია აქვს თუ მანამდელს არ ჩავვთვლით! ჩვენ შევინარჩუნეთ ენა , ტრადიცია , რელიგია და ბევრი რამ! ღრუსი თუ რუსი რო ვიცოდით მტერი იყო ,ვერ წაგვართვა ვერც ენა ,ვერც ტრადიცია და ვერც რწმენა!! ახლა ერთმანეთს ვჭამთ რუსეთუმეო ,ევროპელიო ,ლიბერალიო და ასე შემდეგ. უბრალოდ შევიყვაროთ ერთმანეთი .რუსეთისაც და ევროპისაც . . .ვიქნებით ქრთველნი ნამდვილი და მსოფლიოს შვილები! ღვთის შვილები და არა რომელიმე კავშირის!!!
ბოკინიო
20 იანვარი 2023 02:00
4
ამას ეხლა მიხვდი მეგობარო?
მეგრელი
20 იანვარი 2023 03:04
2
ყველა გამოხმაურება
მაგარი, უმაგრესი, ჯიგარი კაცი, ყოველგვარი ყალბი და ფლიდი და შემეტენე სიტუაციებისგან თავისუფალი, მეგობრული და პირდაპირი, და თან მაგარი როჟა. ყოჩაღ
კაპიტან გარდენბურგი
20 იანვარი 2023 01:10
0
და თვითონ რამდენი წლისაა რო ამდენს ბლატაობს?:) მხოლოდ 24. ტოჟე მნე დელ პიერო რა. კვარა მაგაზეც მაგარია და მაგაზე ცხრჯერ ძლიერზეც
ddd
19 იანვარი 2023 21:40
63
მერედა სადმე ამბობს, რომ მე კვარაზე მაგარი ვარო?
რრრ
19 იანვარი 2023 23:50
0
ნიგერიელია 24 უწერია ისე 27-28ის იქნება. ვინ თამაშობს ნიგერიაში ნამდვილი საბუთებით
Gia
20 იანვარი 2023 00:00
14
ხვიჩას,გუნდში ყველაზე მაგრად უდგას გვერდში უფროსი ძმასავითაა მარტო ის რად ღირდა პენალტის დასარტმელად ბურთი თვითონ რომ მიუტანა.სპალეტის დამსახურება ისაა რომ გუნდი შეკრულია და კომბინაციურ ფეხბურთს ათამაშებს.ხოლო ზედმეტი ქებადიდება რომ ახალგაზრდებზე ცუდად მოქმედებს ამის მაგალითები ბევრი გვაქვს.
ამაშია საქმე
20 იანვარი 2023 12:29
0
წარმატებები ხვიჩას... და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
20 იანვარი 2023 13:09
0
წარმოდგენა მაქ ამ სოფლის გუნდს რას უზამდნენ რომ კვარაცხელია სხვაგან გადასულიყო ზაფხულში და არა მანდ.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
20 იანვარი 2023 00:02
35
უმადური ტიპია ოსიმენი, რუბინში კვარას რუსი ბიჭები ბევრად მაგრად მოიხსენიებენ, სწორად გამიგეთ ზოგ-ზოგირეთებმა, მაგრამ ჩვენი როგორც საფეხბურთო ქვეყნის და ისედაც, როგორც ქვეყნის მომავალი რუსებთანაა, რუბინში კვარა ბევრად ბრწყინავდა, ევროპა კვარას დაღუპავს, საბედნიეროდ დღეს საქართველომ უკვე სწორი გზა აირჩია, გამგები გაიგებს!
kaxa
20 იანვარი 2023 01:22
80
ვინც შენ გაგიგებს, ყველას თავზე გავიარე სათითაოდ
Domenti
20 იანვარი 2023 03:42
0
რო დაგიკომენტარო რასაც ვფიქრობ,დამბლოკავენ. ალბათ მიხვდი რისი თქმას მინდა.
მეგრელი
20 იანვარი 2023 03:05
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული