"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა

AutoSharing Option
რუსულმა "სპორტ-ექსპრესმა" ჯანო ანანიძესთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

როგორც გუშინ ვწერდით, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დუბაიში იმყოფებოდა, სადაც შეკრებაზე მყოფ თავის ყოფილ გუნდ მოსკოვის "სპარტაკს" ეწვია. 

- ხვიჩა სერია A-ს არღვევს... ელოდით, რომ იტალიაში ასე გაიხსნებოდა?

- ბათუმის "დინამოში" მასთან ერთად ვიყავი და მივხვდი, რომ ხვიჩა სულ სხვა დონეა. მისი მიზანია - უბრალოდ, სულ ზევით და ზევით, ტოპ-დონისკენ!

კვარაცხელია ფეხბურთით ცხოვრობს და საათნახევრიანი ვარჯიშითაც კი არ შემოიფარგლება. მთელ თავისუფალ დროს ხვიჩა ფიქრობს, როგორ გააუმჯობ
ესოს თავისი თამაში, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.

ის უკვე ძალიან ძლიერ კლუბშია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე მსოფლიო გრანდში ვიხილავთ!

- ინგლისის პრემიერლიგაზე ჭორები დადის... რას იტყოდით ამ ამბავზე?

- ვიცი, რა ვარიანტები აქვს მას. დიახ, ეს ინგლისური ტოპ-კლუბებია! მაგრამ ვფიქრობ, რომ "კვარას" კიდევ ერთი წელი მაინც სჭირდება "ნაპოლიში" დარჩენა.

მან უნდა მოიგოს იტალიის ჩემპიონატი, დაუმტკიცოს ყველას თავისი შესაძლებლობები და შემდეგ წავიდეს მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში.

- შეიძლება ხვიჩა ისტორიაში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გახდეს?

- ვფიქრობ, კი. მას ამისთვის ყველაფერი აქვს. ამ ტიტულს ჯერჯერობით კახა კალაძე ატარებს, მაგრამ ხვიჩას შეუძლია მას გადაასწროს.

altჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 39 /
ომი გინდათ? აცალეთ ჯანოს მშვიდობის მტრედობა. ჩანგრეული ხიდების აღდგენითაა დაკავებული.))))))))))) აბაშიძე-კარასინის ფორმატს აგრძელებს)))))))))
ომი
24 იანვარი 2023 13:34
23
ესენი ასი წელი არ შეეშვებიან ჯიქიებს და ძიუბებს, 10 ანწუხელიძეც რომ ყავდეთ მაგალითად. მე სულაც არ მიკვირს ამდენი რუსის შემოსვლა. საქართველო მაინც გაიმარჯვებს, ამათ რა ეშველებათ.......
საუკეთესი იყო იური გაგარინი, იმის მოსვლამდე(მოფრენამდე) იხაროს საქართველომ ))))))
24 იანვარი 2023 13:15
11
საიტი შეგეშალა, გადადი რა ამბები ჯიზე, ან რა თქვა ასეთი ამ ბიჭმა რო გაიგიჟეთ თავი, კალაძეზე მეტი ტიტული აქვს მოგებული ქართველებიდან ვინმეს? ტიტულოვანზე თქვა და არა საუკეთესოზე, ან ერთ ქალაქში თუ იყვნენ და ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა მოღალატეა?
Zola72
24 იანვარი 2023 16:01
8
აქ კალაძე და იქ კიდევ კავაზაშილი, ხო ჯანო?))))
ეგრევე დავიჯერეთ
24 იანვარი 2023 14:38
19
კალაძის საფეხბურთო სტილი შეიძლება ბევრისთვის რ იყო მოსაწონი მაგრამ უდიდესი ფეხბურთელი რომ იყო რად უნდა ლაპარაკი, ვისაც ეჭვი გეპარებათ ალბათ არ გახსოვთ მისი თამაში, პირველად რომ ლიგა მოიგო მილანში ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს რეალი და მანჩესტერ იუნაიტედი, მის ფრთაზე ფიგუს და ბექჰემს ფეხი არ გაანძრევინა, მაშინ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ეგენი იყვნენ, კიდევ უამრავი რამის გახსენება შეიძლება, რაც შეეხება იმ ორ გოლს, რამდენი არ გაატანინა მეტოქეს ისიც გავიხსენოთ.
გიო
24 იანვარი 2023 13:08
19
რა სასიამოვნოდ ჟღერს, მოსკოვის სპარტაკს ეწვია, სპორტ-ესპრესს მისცა ინტერვიუ, კრემლშიც რო დაეპატიჟათ ალბათ იქაც მივიდოდა. კარგი რა ჯანო, დაარქვი მტერს მტერი და მოეშვი ორმაგ თამაშს. საუკეთესო ფეხბურთელი ბევრი გვყავდა, შენ რომ გინდა კალაძე იყოს, ეგრე არაა. გუცაევის თამაშებზე როგორც ზეიმზე ისე დადიოდა ხალხი, შოთას გოლები აიაქსში და რეინჯერსში, მესხზე, მაჩაიძეზე და მეტრეველზე აღარაფერს ვამბობ.
კარგით რა
24 იანვარი 2023 13:00
6
შენც გეპატიჯებოდა რომა და ბავარია, მარა სპარტაკის და როსტოვის ერთგული იყავი..
ოცნების ქალაქიდან
24 იანვარი 2023 12:01
2
ბატონო ალექსანდრე, გარწმუნებთ, ქალაქის მერი ჩივაძე რომ იყოს, აუცილებლად დაასახელებდა საუკეთესო ფეხბურთელად))))
რუსეთს რაააა?
24 იანვარი 2023 13:19
20
მოკლედ, ერთი სიტყვის ჩაგდება გყოფნით და დაჭამეთ ერთმანეთი, ამდენი შეურაცყოფა, რა მგარი სირცხვილია, დაფიქრებულხართ? ვკითხულობ კომენტარებს და ვფიქრობ, რა უფრო უხარია ამ ხალხს, ქართველი კაცის წარმატება, თუ პირიქით? დიახ ბატონებო კალაძე იყო, ერთ-ერთი უძლიერესი მცველი, მსოფლიოში, და არა მარტო საქართველოში. მე ნანახი მაქვს, როგორ არ გაანძრევინა ფეხი: ზეედორფს(17 წლის ასაკში), ზიდანს, ფიგუს ...
თუმცა ქართველებს სხვა ბევრი მაგარი მცველები გვყვავდნენ:ხურცილავა, ძოძუაშვილი, ჩივაძე, კეტაშვილი, ცხადაძე, შელია...
მოკლედ საუკეთესო მათგან რომელი იყო, არ ვიცი. არც აქვს მნიშვნელობა, ყველა ჩემები არიან და იმიტომ.
დიდება საქართველოს!!!
ლევანი
24 იანვარი 2023 21:28
7
რა ქნას? ეტყობა ჯანო სამშენებლო ბიზნესში გადაეშვა და თქვენ ხო არ მოაგებინებთ ტენდერს?))))
ბონდო
24 იანვარი 2023 13:04
11
ჯიგარი ხარ გრიშა პაპა. ))))
პაპა ირაკლა
24 იანვარი 2023 13:02
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული