Geo Team-ი ავრცელებს ფოტოს, საიდანაც ირკვევა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ესტუმრნენ.
მოგეხსენებათ, გუშინ, სერია A-ს 22-ე ტურში, ქართველმა თავის დაბადების დღეზე "კრემონეზეს" გოლი გაუტანა, "პარტენოპეიმ" კი 3:0 იმარჯვა.