Ballon d'Or 2023 Power Rankings. სულ მაღლა, მაღლა, ზევით და ზევით - ხვიჩა რეიტინგში დაწინაურდა

AutoSharing Option
goal.com-მა "ოქროს ბურთი 2023"-ის საკუთარი რეიტინგული ვერსია განაახლა, რომელშიც "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ორი პოზიციით წაიწია წინ და მერვე ადგილზეა, რაც მისი საუკეთესო მაჩვენებელია. საუკეთესო ათეულში პირველად მოხვდა კვარაცხელიას თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი.

ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
ბოლოს მეათე პოზიციაზე იყო
13 გოლი და 15 საგოლე გადაცემა 2022/23 წლების სეზონში

"ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავის ტემპის დაგდების ნიშნები არ შეინიშნება, ხოლო "ნაპოლი" სერია A-ს საჩემპიონო რბოლაში გაქცევას აგრძელებს.

ნეაპოლში "კვარადონას" უწოდებენ. ალბათ, ჯერ არგენტინელის დონეს ვერ მიაღწია, მაგრამ ამ სეზონში მისი გმირობა იმას ნიშნავს, რომ მარადონასთან
ერთად მოიხსენიონ, ყოველ შემთხვევაში, სამხრეთ იტალიაში", - წერს გამოცემა.

"ოქროს ბურთი 2023"-ის განახლებული ტოპ-ათეული:

1. ლიონელ მესი (პსჟ)
2. კილიან მბაპე (პსჟ)
3. ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი)
4. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
5. ნეიმარი (პსჟ)
6. მარკუს რეშფორდი (მანჩესტერი)
7. ვინისიუსი (რეალი)
8. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
9. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)
10. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი)

მკითხველის კომენტარები / 11 /
ინტერმა ვერ მოიგო და სხვაობა 15 ქულამდე გაიზარდა. იტალიაში ყველაფერი გადაწყვეტილია. მგონია პარისერჟერმენი ბაიერნს ვერ გაცდება. არც საფრანგეთში აქვთ გარანტირებული ჩემპიონობა. ნაპოლი თუ ლიგის ფინალში გავა ხვიჩა სამეულში უნდა მოხვდეს რაც პირველი წლისთვის უდიდესი მიღწევა იქნება. თან დარწმუნებული ვარ ნაკრებშიც გამოიჩენს თავს.
დათო
02:05 14-02-2023
0
დიდი დრო არ გავა როცა ამ ჩამონათვალში ჩვენი ბიჭის სახელი ყველაზე ზევით მოექცევა და ამ სამყაროში ქვეყანა სახელად საქართველო უფრო გაფერადდება.
Charley
01:01 14-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული