"ნაპოლიმ" დღეს დილით კლუბის ბაზაზე ივარჯიშა და ფრანკფურტში გაემგზავრა, სადაც 22 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში, "აინტრახტს" დაუპირისპირდება. ნეაპოლური გუნდის ყველა ფეხბურთელი, გარდა ტრავმირებული ჯაკომო რასპადორისა, მწყობრშია, რომელიც თერაპიის კურსს გადის.
მომავალი შეხვედრის წინ კომენტარი "აინტრახტის" მწვრთნელმა ოლივერ გლასნერმა გააკეთა: "შესანიშნავი მატჩი გველის. ვიცით, "ნაპოლი" ძალიან ძლიერია, მაგრამ ჩვენც კარგ ფორმაში ვართ. სტადიონზე განსაკუთრებული ატმოსფერო იქნება. მიზანი, რა თქმა უნდა, გამარჯვებაა.
მეტოქის თამაშის გაანალიზებას რამდენიმე საათი დავუთმე. ისინი ყოველთვის ერთი და იგივე შემადგენლობით თამაშობენ, როტაცია შესაძლოა, მხოლოდ 2-3 ფეხბურთელს
შეეხოს. კვარაცხელია და ოსიმენი ძლიერები არიან, თუმცა მხოლოდ მათი კი არა, სხვების შეჩერებაც მოგვიწევს".
გლასნერმა განაცხადა, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდს სუსტი წერტილები აქვს და მათ გამოყენებას შეეცდება.
"ისინი ჩემპიონები არ არიან, ამ ტერმინს არასწორად იყენებთ" - ფედელემ "კვარასა" და ოსიმენზე ისაუბრა
"სპალეტის ამის გაგონებაც კი არ სურდა" - რას იხსენებს რაფა ბენიტესი ლუჩანოს შესახებ
ახალი კონტრაქტი გამოსასყიდის გარეშე - ხვიჩას შესახებ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ისაუბრა
"კვარა" და "ოსი" ამ ქალაქს "გააგიჟებენ" - ბავშვების მთავარი კუმირები [PHOTO]