"რა ღირს კვარაცხელია?" - "ნაპოლის" სპორტული დირექტორის კომენტარი

AutoSharing Option

"ნაპოლისა" და "აინტრახტის" დაპირისპირების წინ "პარტენოპეის" სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ Infinity-სთან სხვადასხვა თემის, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

51 წლის საფეხბურთო სელექციონერმა ჟურნალისტებთან ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი არ დაასახელა და განაცხადა, რომ 22 წლის გარემარბი უახლოეს მომავალში არ გაიყიდება.

"აინტრახტის" წინააღმდეგ რთული მატჩი გველოდება. ყველა ფეხბურთელი ვარჯიშზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. რაც შეეხება ოსიმენს, ნიგერიელი ყოველთვის კარგად გამოიყურებოდა, თუმცა ტრავმების გამო პოტენციალის სრულად გამოვლენას ვერ ახერხებდა. საბედნიეროდ, ამ სეზონში ყველას აჩვენა, თუ რა შეუძლია.

რა ღირს კვარაცხელია? ციფრებს არ დავასახელებ,

რადგან ქართველი ფეხბურთელის უახლოეს მომავალში გაყიდვას არ განვიხილავთ", - განაცხადა ჯუნტოლიმ.

altსპალეტიმ "აინტრახტთან" სასტარტო შემადგენლობა დაასახელა

altუნდა თუ არა ხვიჩას "ნაპოლიდან" წასვლა - კვარაცხელიამ სურვილი დააფიქსირა... Rai ამბის დეტალებზე წერს

მკითხველის კომენტარები / 3 /
საღოლ კაი იყო
დინამოს გაუმარჯოს
14:29 22-02-2023
0
ოსიმენს უეჭველი გაჰყიდიან, მოთხოვნა დიდია და სერიოზულ კუშს მოარტყავს ნაპოლი, კვარას რაც შეეხება ეხლა კი იძახიან არ გავყიდითო მაგრამ 100 მილიონი თუ მართლაც ვინმემ გადაიხადა, რაც ძალიან საეჭვოა,გამომდინარე იქიდან რომ ჯერ მხოლოდ პირველ სეზონს ატარებს ევროპაში, დაუფიქრებლად გაჰყიდიან, თუ არა და ერთი სეზონი კიდევ დარჩება ნაპოლიში, უფრო მეტად დაიხვეწება და ფასიც მოემატება,
მამუკა
13:13 22-02-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული