22 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, "ნაპოლი" "აინტრახტს" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე პასი შეასრულა და გუნდის კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს გაატანინა. "კვარას" შესახებ ცნობილმა ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა და ამჟამად Sky Sports-ის საფეხბურთო ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა ისაუბრა და 22 წლის მოთამაშის მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა.
"ვფიქრობ, რომ ევროპაში ყველაზე შთამბეჭდავი მოთამაშეა. მისი მსგავსი ფეხბურთელი იშვიათია. რაც მთავარია, განვითარებისთვის დრო კიდევ აქვს და ეს შეუძლია. ჩემი აზრით, მადრიდის "რეალში" თამაში შეუძლია და შესაძლებელია ეს მომავალ
სეზონშიც მოხდეს. განსაკუთრებული ბიჭია", - განაცხადა კარაგერმა.
შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "აინტრახტის" განმეორებითი შეხვედრა 16 მარტს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.
"ერთი გოლის გატანის შანსი კიდევ გვქონდა" - რა თქვა სპალეტიმ "აინტრახტთან" მატჩის შემდეგ
"მათ "სიქსტეს კაპელას" ვუწოდებ - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი "ნაპოლის" თამაშით აღფრთოვანებულია
რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "აინტრახტთან" მატჩში
კვარაცხელიას გამოუყენებელი პენალტი და დიდებული საგოლე გადაცემა - "ნაპოლიმ" მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]