8 დღეში 3 მატჩის ჩატარება მარტივი არაა, თუმცა ნეაპოლელებს ახლა ყველაფერი გამოსდით და მოდუნების უფლება არ აქვთ. შემადგენლობაზე საუბარი ყოველთვის საინტერესოა. მოსალოდნელია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე სასტარტო თერთმეტეულში ის ცვლილებები გაკეთდება, რა როტაციასაც სპალეტი ხშირად მიმართავს. შესაბამისად, ოლივერას რუი
ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე პასით ხასიათი კი გამოიკეთა, თუმცა გამოუყენებელი პენალტის გამო ის მაინც გულდაწყვეტილი იყო და უახლოეს მატჩშიც ეცდება, ლაღი და შედეგიანი თამაში კვლავ განაგრძოს, რასაც შეგვაჩვია. 12 გოლი, 13 საგოლე პასი, 3 მოპოვებული პენალტი და მისი დრიბლინგებითა და შემოქმედებითობით აღფრთოვანებული საფეხბურთო ევროპა - ასეთია "კვარადონას" მონაგარი.
დი ლორენცო "ემპოლის" მაისურით
ამ გუნდების პირველ დაპირისპირების შემდეგ, რომელშიც ნეაპოლელებმა (2:0) მოიგეს, ასეთი სათაური შემოგთავაზეთ (იხ. ქვემოთ) - "ნაპოლი" ხვიჩასა და ფანტაზიის გარეშე - გამარჯვება "საჩემპიონო" სტილში". მხოლოდ ამით რომ ვიმსჯელოთ, იოლად გავიხსენებთ, თუ რა ტიპის მატჩი იყო. მოგეხსენებათ, "ლივერპულთან" მიღებული ტრავმის გამო, ჩვენებური იმ დაპირისპირებას ტოვებდა. გასულ სეზონში "კარლო კასტელანიზე" დრამა გათამაშდა. მერტენსისა და ინსინიეს გოლებით სტუმრები სოლიდურად დაწინაურდნენ, თუმცა 80-დან 88-ე წუთამდე "ემპოლიმ" ნამდვილი სასწაული მოახდინა და (3:2) გაიმარჯვა. ნეაპოლელებმა 2019 წელსაც (1:2) წააგეს. იცით, ვინ გაიტანა გამარჯვების გოლი? - "ნაპოლის" დღევანდელმა კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ. მარჯვენაფლანგელს იმ სეზონში 5 გოლი და 3 "ასისტი" ჰქონდა და ტრანსფერიც მალევე განხორციელდა.
"ემპოლი" საინტერესო გუნდია. 40 წლის პაოლო ძანეტის ბიჭებს მიმდინარე სეზონში 10 ფრე (23 ტურში) აქვთ, რაც მართლაც უნიკალური შედეგია. საინტერესოა, რომ მათ საკუთარ კარში სულ 29 გოლი მიიღეს. ეს უფრო ცოტაა, ვიდრე "მილანის" მაჩვენებელი (30) და ახლოსაა "ინტერთან"(27). აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ გუნდს დაცვაში ნაკლები პრობლემები აქვს, შეტევაში კი უჭირს. იმასაც შეგახსენებთ, რომ მათ რიგებში ერთ დროს ლევან მჭედლიძეც გამოდიოდა.
"ინტერთან" მარცხის (0:1) შემდეგ "ნაპოლის" ჩემპიონატში ზედიზედ 7 გამარჯვება აქვს. საინტერესოა, რომ "ემპოლიმ" 2023 წელს მილანელთა სტუმრად დამარცხება (1:0) შეძლო და სიმონე ინძაგის გუნდს ნეაპოლელბთან უფრო მიახლოების საშუალება არ მისცა. შეგახსენებთ, ამჟამად სხვაობა 15 ქულაა.
ვიქტორ ოსიმენი სერია "ა"-ს მიმდინარე გათამაშებაში მე-19 გოლის გატანას ეცდება, რაც ბრწყინვალე მაჩვენებელია. ნიგერიელი გაჩერებას არ აპირებს და კონკურენტები საკმაოდ ჩამორჩება. ლაუტარო მარტინესის ანგარიშზე 13 გოლია.
მატჩს 31 წლის ჯოვანი აიროლდი განსჯის. ის 12 ნოემბერს "ნაპოლი" - "უდინეზეს" (3:2) მთავარი არბიტრი იყო, "კვარას" კი არც იმ შეხვედრაში უასპარეზია.
"ნაპოლი" ხვიჩასა და ფანტაზიის გარეშე - გამარჯვება "საჩემპიონო" სტილში
სენია- ვიგულისხმე რომ ავად ვართ(დაავადებული) მისით(ყველაზე კარგი გაგებით:))))
ნუ გავრითმე ვითომ:)))
კვარა-ერთია
კვარა-ჩვენია
კვარა-ბრძენია
კვარა-მგელია
კვარა-სენია
კვარა-მეტია
კვარა-ცხელია
წინ და წინ გამარჯვებებისკენ!!!