La Gazzetta dello Sport: ხვიჩა მონმარტრის იმპრესიონისტ მხატვარს მოგაგონებთ და ნეაპოლში ესმით, რომ 1.2-მილიონიანი ხელფასით ვერ დააკავებენ

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტი" ირწმუნება, რომ სეზონის ბოლოს "ნაპოლი" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას წლიურ 1.2-მილიონევროიან ანაზღაურებას 2.5 მილიონამდე გაუზრდის და ხელშეკრულებას 2028 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივებს.

დიდი ევროპული კლუბები შტურმისთვის მზად არიან: "ნაპოლი" თავის მარგალიტს არ დათმობს
კონტრაქტი კორექტირებული და 2028 წლამდე იქნება გაგრძელებული

"იმ კომპლიმენტების კითხვისას, რომლებიც მთელი მსოფლიოს მედიასაშუალებებიდან გადმოიფრქვევა, 22 წლის ხვიჩა კვარაცხელიას შეიძლება თავბრუ დაეხვეს, რადგან მის ასაკში საერთაშორისო არენაზე არც ისე ბევრი ფეხბურთელია, რომლებიც მთავარ მოქმედ გმირებს წარმოადგენენ და რომელთაც თვით ჩემპიონთა ლიგაზე ბალანსის შეცვლა ძალუძთ. ამის ნაცვლად ჩვენ
თითქოს წარსული დროების რეალობის წინაშე ვდგებით. "კვარას" თამაში თავისი სიმარტივითა და სირთულით, შექმნილი ვირტუოზულობით, რაღაცით ქუჩის ან პლაჟის ფეხბურთს ჰგავს.

ბიჭს სოლიდური და ყურადღებიანი ოჯახი ჰყავს. მისი მამა ბადრი ფეხბურთელი იყო და შვილს სპორტისა და მეტოქეებისადმი უმაღლეს დონეზე პატივისცემა ასწავლა. ამიტომ, ამ სიტყვის კარგი გაგებით, ხვიჩა ვეტერანივით გამოიყურება - გრძელი წვერით მონმარტრის იმპრესიონისტ მხატვარს მოგაგონებთ.

თვით აგენტის შერჩევისას ოჯახი ფრთხილი იყო და მამუკა ჯუღელმა "კვარას" არჩევანი იტალიის სასარგებლოდ გააკეთებინა. "ნაპოლის" სპორტულ დირექტორ კრისტიან ჯუნტოლისთან პროფესიული და ღრმა ადამიანური ურთიერთობები ჩამოუყალიბდათ, რომელიც სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდა ქართველის პროგრესს.

ხვიჩას კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული და ნეაპოლში ყველას ესმის, რომ ადგილზე 1.2-მილიონიანი ხელფასით ვერ დააკავებენ, მით უმეტეს, პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი და თვით "რეალი" მზად არიან თავბრუდამხვევი წინადადებით მიმართონ. კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი თანახმაა ანაზღაურება გაუორმაგოს და ბონუსებიც დაუმატოს, რათა სხვა აზრი არ დაებადოს. დე ლაურენტისმა გუნდის კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს პირით ფეხბურთელებს შეუთვალა, რომ სკუდეტოს მოგების, ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალში გასვლის და ევროასპარეზზე ფანტასტიკურად ასპარეზობის გაგრძელების შემთხვევაში, პრემიალურებს გადაუხდის. ერთი სიტყვით, ხვიჩა ამ სეზონში საერთო ჯამში 1.5 მილიონს მიიღებს.

მხარეები სეზონის ბოლოს თანამშრომლობის გაგრძელებაზე მშვიდად შეთანხმდნენ. იმ დროისთვის ხელფასს სავარაუდოდ 2.5 მილიონამდე გაუზრდიან. ტექნიკურად ამის გაკეთება 1-ელი ივლისიდან იქნება შესაძლებელი".

alt"რეალი" მზადაა ხვიჩას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს - იტალიური გამოცემა

altნეაპოლში დიდი საჩემპიონო ზეიმისთვის მზადება დაიწყო - უკვე დაჯავშნილია სასტუმროები, ქალაქის ქუჩებში კი აი, ეს ხდება [VIDEO]

alt"ხვიჩამ და მისმა ოჯახმა "ნაპოლიზე" არჩევანი ამ ორი მიზეზის გამო გააკეთეს" - ძაკარდო კვარაცხელიას "პარტენოპეიში" ტრანსფერზე

მკითხველის კომენტარები / 13 /
საერთოდ, სხვის ჯიბეში ყურება, დიდ უზრდელობად მიმაჩნია. ხვიჩას ჰყავს პატრონი და მიხედავენ ამ საკითხსაც. თუმცა, ჩემი აზრით, ამ სეზონი შემდეგ, თუნდაც გაორმაგებული ხელფასი არის, უბრალოდ დაცინვა. რა 2.4, აი ეს რომ გააორმაგო, კიდევ ჰოო...
ლევანი
17:00 01-03-2023
0
ხვიჩა ვამპირად იქცა, თუ რა სურათებია?
ლადო
14:39 01-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული