სლუცკი: ხვიჩა მილიონთა კერპია - "ნაპოლიში" "რუბინიდან" წავიდა და არა ბათუმის "დინამოდან"

AutoSharing Option
"რუბინის" ყოფილ მწვრთნელს, ლეონიდ სლუცკის, "იუთუბის" არხ Tennesi-ზე ჟურნალისტმა დმიტრი შნიაკინმა კითხვა დაუსვა - ხვიჩა იმიტომ ათამაშდა, რომ სლუცკისთან მუშაობდა თუ იმიტომ, რომ სლუცკისგან წავიდა?

"პროვოკაციული კითხვაა. როდესაც ჩვენ ამა თუ იმ ფეხბურთელის განვითარებაში საკუთარ წვლილზე ვლაპარაკობთ, ამის შესახებ ყოველთვის თავად ფეხბურთელს უნდა ვკითხოთ. "რუბინში" ჩემი მისვლის მომენტში ის სასტარტოს ფეხბურთელი არ იყო, სათამაშოდ რაღაც მცირე დროს იღებდა და არასოდეს არ იყო გამოძახებული საქართველოს ნაკრებში. "რუბინიდან" პირდაპირ "ნაპოლიში" წავიდა. სწორედ "ნაპოლიდან" და არა ბათუმის "დინამოდან". "ნაპოლისთან" კონტრაქტს ხელი მაშინ მოაწერა,
როდესაც ყაზანიდან წავიდა და საქართველოს ნაკრებში იმყოფებოდა.
იმ მომენტისთვის ნაკრებისთვის უკვე ყველაზე საკვანძო ფეხბურთელი გახდა. ეს ყველაფერი ასე უბრალოდ არ მოხდა - ჩვენ მასთან ვმუშაობდით, ვეხმარებოდით. თავისი კომპლექსური ზრდის გამო ის ჩემი მადლობელია - არა მარტო სპორტული, არამედ საერთო, ადამიანური.

ახლა ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ეს ობიექტური რეალობაა. ადამიანს აქვს ასეთი სტატისტიკა. მას იტალიის ჩემპიონობამდე სულ ცოტა უკლია, რისთვისაც "ნაპოლის" 1989/90-ის სეზონის შემდეგ არ მიუღწევია. ის მილიონთა კერპია. კარგია, რომ ყველაფერი თავიდანვე წაუვიდა. მის გამო განვიცდიდი. ის ემოციური ფიგურაა. თუ თამაში წაუვიდოდა - ფრთებს გაშლიდა, თუ არ წაუვიდოდა - მაშინვე შეეძლო საკუთარ თავში ჩაკეტილიყო. კარგია, რომ სტატისტიკის მხრივ თავიდანვე გამოუვიდა და კაშკაშა ინდივიდუალური მომენტებითაც".

მკითხველის კომენტარები / 65 /
ვეთანხმები სლუცკის. სწორედაც რუბინში გამოვლინდა მისი ნიჭი.რუბინი როდესაც ლიგა ევროპაზე გამოდიოდა პოლონეთის რაკუვთან 27 დრიბლინგი ჰქონდა ხვიჩას, რაც არ მომხდარა საერთოდ ფეხბურთის ისტორიაში. ( შეგიძლიათ ნახოთ იუთუბზე) . ასეთი უმადური რატომ უნდა იყოს ქართველი რომ ეს ვერ დაინახო თუ რამხელა შრომა გასწიეს სლუცკიმაც და სიომინმაც. ჩემი თუ არ გჯერათ თვითონ ხვიჩას ჰკითხეთ. საბედნიეროდ აქ ზოგიერთივით უმადური არ არის ხვიჩა. უამრავჯერ აღნიშნა ეს ფაქტი ინტერვიუებში და თქვენ რას იგლეჯთ ერთ ადგილს. ბათუმში ის უკვე ტალანტი იყო. რა ასე არ არის? ვისაც აინტერესებს სიზუსტით თუ საიდან წავიდა ხვიჩა ნეაპოლში გეტყვით რომ ის ქუთაისიდან წავიდა. ბილეთი ჰქონდა ქუთაისი რომის.
დავით 67
04:39 02-03-2023
23
მართალია ეს კაცი. ხვიჩას ნიჭს კი გასაქანი სლუცკიმ მისცა. ზოგადად კაი კაცია, თათარსტანშიც პატივს სცემენ ორივეს»..........
kaxa
00:16 02-03-2023
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული