"ნაპოლის" სპორტულ დირექტორს შევხვდი და ასეთი რაღაც მთხოვა..." - მამუკა ჯუღელის ინტერვიუ

AutoSharing Option
Geo Team-მა საფეხბურთო აგენტ მამუკა ჟუღელთან ინტერვიუ ჩაწერა. ჯუღელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე, ზურიკო დავითაშვილზე, გიორგი კვერნაძესა და ირაკლი აზაროვზე ისაუბრა.

"ნაპოლის" სპორტულ დირექტორ კრისტიან ჯუნტოლის შევხვდი. მან მთხოვა, რომ ჯერ არ გვეჩქარა და გუნდის გამოცვლაზე არ გვეფიქრა. ვუთხარი, რომ ჯერჯერობით არაფერს ვაპირებთ, რადგან ხვიჩას ნეაპოლში ყველაფერი მოსწონს. "პარტენოპეი" სხვა ქართველი ფეხბურთელებითაც ინტერესდება და მათ ამბებს კითხულობენ.

ხვიჩა ისეთი დონის ფეხბურთელია, მას თამაში მადრიდის "რეალშიც", "მანჩესტერ იუნაიტედშიც" და "ლიდსშიც" შეუძლია, მაგრამ ჩემი სურვილია კარიერა "ბარსელონაში" გააგრძელოს. თუმცა თავად "რეალის" გულშემატკივარია და ამის
წინააღმდეგია (იცინის), მე და ბადრი კვარაცხელია (ხვიჩას მამა) კი "ბარსას" ვქომაგობთ.

გიორგი კვერნაძეს ბათუმის "დინამოში" ჯერ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი, შემდეგ თავი საქართველოს ნაკრებში უნდა გამოიჩინოს და "ნაპოლის" დონის გუნდში ითამაშებს. "პარტენოპეის" ვარიანტი ჯერჯერობით არარეალურია.

რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, ყველაფერი მის ხელშია. თუ კარგად ითამაშებს, "ბორდოში" დარჩება, გუნდის სქემას იდეალურად მოერგო და ფრანგებიც კმაყოფილი არიან. დარწმუნებული ვარ, ზურიკო დაამტკიცებს, თუ რა დონის ფეხბურთელია.

ირაკლი აზაროვი ჩემი საყვარელი ფეხბურთელია, უნიჭიერესი მოთამაშეა. შესაძლოა, მისი "ცრვენა ზვეზდაში" თამაში ჩემი შეცდომაა, ვხედავ, რომ საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლევა და იჩაგრება. უფრო ყურადღებით უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემს შეცდომას გამოვასწორებ და ირაკლი მოედანზე მეტ დროს გაატარებს. სიმართლე გითხრათ, სწორედ აზაროვს მოვიაზრებდი "ნაპოლიში" მარცხენა მცველის პოზიციაზე. მის შესახებ დონეცკის "შახტარი" დაგვიკავშირდა, თუმცა უარი ვუთხარით".

altმამუკა ჯუღელი: ხვიჩა ნეაპოლში თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში

alt"აპირებს თუ არა ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებას?" - მამუკა ჯუღელის კომენტარი Calcionapoli-სთან

altმამუკა ჯუღელი ხვიჩა კვარაცხელიაზე გავრცელებულ ჭორს ეხმაურება

მკითხველის კომენტარები / 45 /
კარგი რაა ლიდსი არ შეფილდი არ გინდა?
G.LA
02 მარტი 2023 12:04
4
არც მარქსი იყო რუსი არც ენგელსი კომუნიზმი დასავლური ელემენტებითაა გაჯერებული იდეებით .ადამიანობამ ეროვნება არ იცის . მაგრამ თავის დროზე ჯანაშიას ლაციოს ინტერესი დაუმალეს როგორც თავად ამბობს .მის დროს ორჯერ გავიდა ლოკომოტივი მოსკოვის თასების თასის ნახევარფინალში . ასათიანში პრემიერლიგის გუნდს 15 წლის უკან 10 მილიონამდე მოთხოვეს სკაუტებიც ყოფილან როგორც გაიხსენეს . ანანიძის მიმართ არსენალის ინტერესი იყო . კვერკველია მიმართ ლესტერი .ასე რომ სიომინს რომელიც ამბობს რომ როგორ არ გაუშვებდნენ .... ომის ფაქტორმა ბევრი რამ განაპირობა . როგორც წმიდანი ხვდება განგების ნევით ცხოვრების გზაზე დიდ მამებს რომლებიც აკვალიანებენ ასევეა დიდი სპორცმენებსაც ცხოვრების გზაზე ხვდევიან დიდი ყოფილი სპორცმენები პიროვნებები რომლებიც აკვალიანებენ.
რეალი
02 მარტი 2023 14:20
3
მართალი ხარ ყველაფერში, მაგრამ ერთია, ეტყობა რეალის ფანი ხარ, რომლის ფანი მეც ვიყავი, მაგრამ რაც ნაპოლიში ხვიჩა გადავიდა გავაცნობიერე, რომ ყველაფერი ფულით არ იზომება. გულშემატკივრობა გულშემატკივრობად დარჩეს და, სხვა მხრივ წარმოიდგინე, ყველაზე უმდიდრესი კლუბია და ახლო წარსულში იმას ყიდულობდა, ვისაც მოისურვებდა და რა გამოდის? ფაქტიურად ტიტულებს ყიდულობს... ანუ იმდენ ფულს ხარჯავს ფეხბურთელებში, რომ ისევ მოიგოს და თანხის სახით ტიტულები დაისაკუთროს და განა ლამაზია ამჟამინდელი ფეხბურთი, რომელიც სუ უფროდაუფრო გლადიატორების ორთაბრძოლას მოგვაგონებს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამ უკანასკნელთ ძველ გლადიატორებზე მეტი უფლებები აქვთ. ფეხბურთი აღარაა ისეთი საინტერესო, როგორც წარსულში, მიუხედავად სისწრაფეებისა. ბოლოს, რომელი მსოფლიო ჩემპიონატიც საინტერესოდ ჩატარდა იყო იტალია 90!
ლაშა
02 მარტი 2023 16:09
3
ბიჭო რო დგახარ და ყველა სიტყვაში და წინადადებაში შეცდომას ეძებ რო მერე გააკრიტიკო და უვიცად გამოიყვანო კარგად წაიკითხე მაინც ვინ რას წერს,,კაცმა დაწერა ერთ ერთი უმდიდრესი გუნდია რეალიო და შენ კიდე უწერ ((და დაჟე შეურაწყოფას აყენებ ფინანსებში გიჭირსო))ყველაზე მდიდარი როგორ არი აბა სიტი პსჟ ჩელსი და ნიუკასლი ვინღა არიანო,,შე ბანძო ადამიანო ((კაცი რო დამეწერა შენნაით მზეზე გამიტყდებოდა და ადამიანი უეჩველი ხარ)) ვინ მოგცა იმის უფლება ერთი სიტყვის გამო ვინმეზე ესეთი ტონით ისაუბრო??მოკეტე და ეგ ენა ჩაიგდე სანამ ერთ ადგილზე დაგადებინე,,არ დაბლოკოთ ეს კომენტარი და თუ დაბლოკავთ იგივენაირი ფარჩაკები გამოხვალთ
ლაშას კომენტარს რო დაუკომენტარა იმ ფარჩაკის გასაგონად
02 მარტი 2023 22:14
6
ყველა გამოხმაურება
არც მე მჯეროდა ჯუღელის, რატომღაც მგონია ხვიჩას რომ რუსებზე ცუდი არ დასცდა, მისი დამსახურებაა, მაგრამ ფაქტია, ნაპოლიში გადასვლა მისი დამსახურებაა მე მგონი, მერე როგორ გაამართლა ამ ამბავმა, ვნახოთ რა იქნება მომვალში, იმედია, ხვიჩას ყველაფერზე საკუთარი აზრი ექნება, რომელიც არ დაემთხვევა რუსეთუმეების აზრს, ის ხომ წალენჯიხიდან არის,სადაც ხალხის უმრავლესობა საღად აზროვნებს, ჯერ კიდევ ზვიადის პერიოდიდან
პატრიოტი
02 მარტი 2023 13:39
7
მოდი სიმართლე ითქვას უკრაინაში ომი რო არა ეს ჯუღელია თუ ვიღაცა ხვიჩას კარგად ჩაალპობდა რუსეთის ჩემპიონტში. თვითონ ნაპოლი იყო დაიბტერესებული ხვიჩათი ჯუღელმა რა ქნა ერთი.
ვანო
03 მარტი 2023 09:31
6
ბატონო ვანო, ძალიან ცდები! ჯუღელი და საერთოდ ყველა მენეჯერი ცდილობს ფეხბურთელი რაც შეიძლება ძვირად გაყიდოს იმიტომ, რომ იმ თანხიდან მას ერგება წილი - პროცენტი. რაც უფრო ხშირად და სარფიანად გაიყიდებ ფეხბურთელი მით მეტია აგენტის შემოსავალი!
aburjga
03 მარტი 2023 12:53
4
Მოგესალმებით, კვარაცხელიას ნიჭმა და საქმემ იმდენი ქნა რომ მსოფლიო Საფეხბურთო რუკაზე დაგვაბრუნა... Ეს რატო პროფესორობს? Ვითომ აგენტს, Ერთხელ უკვე გაუმართლა... Ერთხელ Აყვავდა უკვე... Დაელოდოს რუსეთის ჩემპიონატს...
Მახვში
02 მარტი 2023 21:18
12
Sxvatashoris ori dgis win ertma mitxra azarovi da napoli sheidzleba gamosuliko sharshano da ar davijere vutxari wori iqnebodatqo,axla jugelma ascena igive...kvernadzes batumshi ar atamasheben da ra napoli...arada nichi aqvs da unda moindomos.
Givi
02 მარტი 2023 12:36
0
ხვიჩამ შექმნა მამუკა და არა პირიქით. მანამდე ამისი ევროპაში გაშვებული იცით ვინმე? რუსეთი რომ არ დაესანქცირებინათ ეგეც საეჭვოა ვინ სად იქნებოდა. ეხლა რომ მოაქვს თავი გრანდიოზულ აგენტად. ლამის დაღუპა ხვიჩა
T.b
03 მარტი 2023 13:38
2
რაო რაო? რეალში, მანჩესტერში და....... ლიდსშიცო? ვაიმე დედა გავიგუდე
მეგრელი
02 მარტი 2023 12:04
8
ვიღაც გუნდის დირექტორმა კი არ უნდა წამოგიყენოთ თხოვნა ,არამედ თქვენ საქონლის გამყიდველმა უნდა წაუყენოთ პირობები,გარკვეული პაუზის შემდგომ,პროფესიონალო?
ზ.მ
03 მარტი 2023 15:14
1
ხვიჩას ოჯახთან , ეს აფერისტი , არანაირად არ ასოცირდება. გამკვირვებია მამამისის მასთან მეგობრობა......
gori
03 მარტი 2023 15:03
1
ჩემ საახლობლოში არიან ადამიანები ვინც მას იცნობენ და საქმიანი შეხება ქონიათ. დადო პირობები და არ შეასრულა არ აწყობდა და იმიტომ არავინ არახასიათებს მას როგორც ღირსეულ პიროვნებას!
T.q
03 მარტი 2023 19:10
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული