"კვარამ" ჩემ მსგავსად გაიტანა? ვინც ამას ამბობს, მეზიზღება" - დი კანიო

AutoSharing Option
სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლიმ" "ატალანტა" 2:0 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. "კვარამ" ულამაზესი გოლი გაიტანა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები აღაფრთოვანა.

"ლაციოს" ყოფილ მეკარეს, ლუკა მარკეჯანის, ხვიჩას "შედევრმა" 1994 წელს "მილანის" კარში პაოლო დი კანიოს მიერ გატანილი გოლი გაახსენა, აღნიშნულ საკითხზე კი თავად ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმაც ისაუბრა.

"ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. ვინც ამას ამბობს, ყველა მეზიზღება. იმ პერიოდში უკვე საკმაოდ ხნიერი ვიყავი.

ხვიჩამ ამ სიტუაციაში ბრწყინვალედ იმოქმედა, მცველები თავისკენ მიიზიდა, დრო თითქმის არ ჰქონდა, ტოლოი ჩამოიშორა. ეს ყველაფერი ძალიან
რბილად გააკეთა. ის გენიოსია და ჩემთან შედარება სამარცხვინოა.

ბურთს არც კი უყურებდა და ყველაფერი წარმოუდგენელი სისწრაფით გააკეთა. მიუხედავად მისი სიმაღლისა, გასაოცარი დრიბლინგი აქვს", - განაცხადა დი კანიომ.

შეგახსენებთ, იტალიელი სხვადასხვა დროს "ლაციოს", "იუვენტუსის", "ნაპოლის", "მილანის", "სელტიკის", "შეფილდისა" და "ვესტ ჰემის" ღირსებას იცავდა.

altპაოლო დი კანიო: იკარდის მხოლოდ ჩაკიდებული ბურთების გატანა შეუძლია

altპაოლო დი კანიო: გეტყობათ, ძალიან გაგიკვირდათ!..

altპაოლო დი კანიოს საგანგებო წერილი საზოგადოებას

altპაოლო დი კანიო - ფეხბურთის ფაშისტი რაინდი

მკითხველის კომენტარები / 23 /
დი კაინიოს გოლი მილანის კარში 1994 წელი
https://www.youtube.com/watch?v=zRBxV505i3A
დათო
13 მარტი 2023 16:44
0
მადლობა ძმა ლინკისთვის.ისე ამაზე მეტად ოქრის გოლი უფრო ჰგავდა ბელორუსთნ. ეჰ, ზარმაცი ოქრი, გული მწყდება
ვანჩოპე
13 მარტი 2023 20:35
0
იშვიათი პასუხი. ყოჩაღ!!!
ჟორა გაბრიჭიძე
13 მარტი 2023 21:25
0
თავმდაბალი და ვაჟკაცი! არადა,მაშინდელი მილანი ჩემპიონი გახდა და დაცვაში ტოლოი და "ვიღაცეები" კი არ იყვნენ... მალდინი, ბარეზი, კოსტაკურტა, დესაი და მთელი ამბები იყო.
555555
13 მარტი 2023 20:22
2
არადა დი კანისო გოლიც უმაგრესი იყო !!! კაცი იყო კაცად დარჩა !
კახაბერი
14 მარტი 2023 08:28
0
ა კაცი!
ირაკლი
13 მარტი 2023 20:08
0
შენ ყოფილხარ კაცი ! ))))
ხვიჩა
13 მარტი 2023 20:05
0
არადა დი კანისო გოლიც უმაგრესი იყო !!! კაცი იყო კაცად დარჩა !
კახაბერი
14 მარტი 2023 08:24
0
მილანის წინააღმდეგ დი კანიოს 2 მცველი ედგა წინ, კვარას კი 7
giorgi 3
13 მარტი 2023 19:55
0
ფაშისტია, მარა ჯიგარია.დ
გფფ
14 მარტი 2023 10:18
3
გენაცვალე ძმაო თავმდაბლობაში
ვახო.ხო
15 მარტი 2023 17:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული