"კვარა" თუ ოსიმენი? მე სხვას ვირჩევ" - კასანომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. "რომას"ყოფილი ფორვარდის თქმით, "პარტენოპეის" შეუცვლელი ფეხბურთელი სტანისლავ ლობოტკაა.

"კვარა" თუ ოსიმენი? მე ლობოტკას ვირჩევ. სლოვაკი "ნაპოლის"შეუცვლელი ფეხბურთელია. ამას უკვე დიდი ხანია ვამბობ. გუნდს წინ სწორედ ლობოტკა მიუძღვება და "პარტენოპეის" შეტევებს მისი ეფექტური თამაში განაპირობებს", - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 68 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 18 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 16 მარტს, ჩემპიონთა ლიგაზე "აინტრახტის" წინააღმდეგ გამართავს.

altკასანო: "ნაპოლის"

მხოლოდ ერთი შეუცვლელი ფეხბურთელი ჰყავს

alt"პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ..." - კასანომ ხვიჩასა და "ნაპოლიზე" ისაუბრა

alt"ოსიმენი "ნაპოლის" დატოვებს, მაგრამ კვარა..." - კასანომ "პარტენოპეიზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 18 /
ფეხბურთი გუნდური სპორტის სახეობაა, რომელშიც 11 ადამიანი მონაწილეობს ერთი მხრიდან. ვიცით მაგდენი, ბატონო ანტონიო. ვიცით,რომ ხვიჩას ჭირდება მსგავსი ეფექტური და მობილური ნახევარმცველი როგორიც ლობოტკაა და ისეთი ცივსისხლიანი დამაგვირგვინებელი როგორიც ოსიმენია. ლობოტკა ძალიან ღირებული ფეხბურთელია, უდაოდ, მაგრამ მის შემცვლელსაც იპოვიდა სპალეტი. ხვიჩას და ოსიმენის გარეშე კი დღეს ნაპოლი სადღაც მაქსიმუმ რომას დონეზე ან იქნებოდა ან არა.
ალექს
14 მარტი 2023 13:23
1
არ მესმის რა ასეთი კითხვის და მომკალით.როგორ შეიძლება ამათი ერთმანეთთან შედარება,ვინც ასეთ კითხვას სვამს,ფეხბურთის აზზე არაა.სამივე სხვადასხვა ადგილას თამაშობს და როგორ? 11-ვე უნდა იყოს თავის ადგილზე მოწოდებით სიმაღლეზე.
კახა ქ.
15 მარტი 2023 09:59
0
ლობოტკა ძალიან მაგარია, მაგრამ ფაქი სახეზეზეა, ოსიმენის და ხვიჩას გარეშე ნაპოლი 4-თვის იბრძოლებდა.
დათო
14 მარტი 2023 22:50
0
ოსიმენი და ხვიჩა, ერთი გუნდია. ამას, რომ კაცი ვერ დაინახავს.
ar unda bazari.
16 აპრილი 2023 05:11
0
და ლობოტკას და კიმის გარეშე?
ლო
22 მარტი 2023 08:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული