ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ "მარკასთან" ინტერვიუში" განაცხადა, რომ "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეუძლია და აგრეთვე იტალიის ნაკრების წარუმატებლობაზე ისაუბრა:
"ნაპოლის" ფინალში გასვლა შეუძლია, გუნდს გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს, კარგი შემადგენლობა, მათ იპოვნეს ის ფეხბურთელები, რომლებიც გამარჯვებების მისაღწევად არ ჰყავდათ და თავიანთ თამაშს მიაკვლიეს. კვარაცხელია და ოსიმენი საკვანძო ფეხბურთელები არიან, სხვაობას ქმნიან. ერთს მაღალი კლასი აქვს, მეორე კი მოედანზე შესანიშნავად იბრძვის და მაგრად თამაშობს თავით.
სანამ სხვა იტალიური გუნდები - "მილანი", "იუვენტუსი", "რომა", "ინტერი" - კრიზისში არიან, "ნაპოლი" წინ მიიწევს,
არა მარტო იტალიაში, არამედ ჩემპიონთა ლიგაზეც ადვილად ამარცხებენ მეტოქეებს. "ლივერპულს" სძლიეს და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ. "ნაპოლი" - ეს რეალობაა, ძალიან, ძალიან კარგი გუნდია.
ამ დროს კი ინგლისთან წაგების შემდეგ იტალიის ნაკრები დაბრუნდა იქ, საიდანაც დაიწყო. საკლუბო ფეხბურთში იტალიას შეუძლია რაღაცას მიაღწიოს, მაგრამ ნაკრებში უფრო რთული სიტუაციაა. მანჩინის ზედმეტად უყვარს ის ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატი მოიგეს. სხვებს უნდა დაეყრდნოს, ვინაიდან ვინც თამაშობს, განსაკუთრებით ეს ნახევარმცველებს ეხება, ვეღარ ქაჩავენ".