"ასე იყო, არის და იქნება მანამ, სანამ დავით ხოჭოლავას ფეხბურთელი ერქმევა" - დათას განცხადება

AutoSharing Option
Geo Team-ის ცნობით, დათა ხოჭოლავას მენისკის ოპერაცია არ გაუკეთებია, არადა, საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ ამ მიზეზით ვერ დაეხმარა. აღნიშნულ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაზედაც პასუხი ფეხბურთელმა გასცა:

"მესმის გულშემატკივრების გამოხმაურების. სიტუაცია, რომელიც ჩემ გარშემოა, ძალიან უცნაურად ჩანს და მეც, როგორც ქომაგი, თქვენნაირად ვიფიქრებდი.

არის მომენტები, რომლებიც ხანდახან რთული დასაჯერებელია. "ვიბორგთან" მატჩის მეორე დღეს კორონავირუსი მესამედ დამიდასტურდა, 5 დღე ვიწექი და ამ პერიოდში მუხლი ჩაწყნარდა. "კოპენჰაგენმა" გადაწყვიტა, გამეკეთებინა სტეროიდის კურსი სახსარში და სანამდეც გავქაჩავდი და არ დავეცემოდი,
გამაყუჩებლით მეთამაშა.

აქამდეც ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვამბობ, რომ საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ყოფნისას თავს ყველაზე ბედნიერ ფეხბურთელად ვგრძნობ. ეს ასე იყო წარსულში, ასეა ახლა და ასე იქნება სამუდამოდ, სანამ დავით ხოჭოლავას ფეხბურთელი ერქმევა".

წყარო: Geo Team

მკითხველის კომენტარები / 36 /
ხოჭოლავასთან მიმართებით მომავალი წინაა... მაგრამ აზაროვი როგორაა ნეტა, რატომ არ იწერება არაფერი მისი ჯანმრთელობის შესახე?
ლაშა
31 მარტი 2023 18:09
2
აბა ოპერაციო?! დარქმევით კიდევ, რაც გინდა ის დაირქვი.
გიო
31 მარტი 2023 17:41
9
და იმ ვიბორგში კლავენ თუ რა ხდება?
ვვვ
31 მარტი 2023 17:41
2
ვინც არა, ცინცარა.
სხვა შენ არ გეხება.
ბ. დილანიშვილი
31 მარტი 2023 17:31
3
ნუ ავალდებულებთ ნურავის თავი მოიკლას ამ ქვეყნისთვის. თუ გინდათ ეგ თქვენ გააკეთეთ. სწორად გამიგეთ: თავის დროზე ჩვენებს რომ თავი არ გაეწირათ ალბათ ახლა ჩვენ აქ არ ვიქნებოდით, მაგრამ ვიღაცა დაადანაშაულო იმაში რომ გმირი არ არის, არასწორია. შენ იყავი ის გმირი და მაგალითი მიეცი სხვებს თუ გინდა.
odala
31 მარტი 2023 17:17
17
Avoie odala ras rastan edareb,chvenma winaprebma mogviyvana aqamde da exla dataam tu rame moimizeza da kopenhagenshi iyamasha xalxma pretenzia ar unda gamoyqvas???midi da iome shen mahtam vistan gadawyvite tavad
L.J .
31 მარტი 2023 19:56
5
აფერისტიიიი @@@@
zura222
31 მარტი 2023 17:12
13
დათა კაი ფეხბურთელთან ერთად კარგი ბიჭიც ყოფილხარ!
ზაზა
31 მარტი 2023 16:58
21
ვაა უყურე შენ არ გაუკეთებია ოპერაცია!!ნახეთ მალე მაგარ ფორმაში იხტუნავებს კლუბში!!!
ბექა
31 მარტი 2023 16:54
2
ვისაც გჯერათ დაიჯერეთ მე არ მჯერა ამ ბიჭის!!ბევრჯერ დაამტკიცა!
!!!
31 მარტი 2023 16:51
7
გველესიანი და ლოჩიშვილი სასწრაფოდ ნაკრებში!
ლადო
31 მარტი 2023 16:45
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული