ქართველების "სლოვანმა" ლიდერს დაძაბულ მატჩში სძლია

AutoSharing Option
სლოვაკეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში „სლოვანმა“ საკუთარ მოედანზე ლიდერი დაკ-ი 2:1 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ჯაბა კანკავამ, გურამ კაშია 76-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 62-ე წუთზე შეიყვანა მოედანზე.

„სლოვანმა“ დაკ-თან ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა, 12 აპრილს თასზე „სკალიცას“, ხოლო 16 აპრილს ჩემპიონატზე ბანსკა ბისტრიცას „დუკლას“ უმასპინძლებს.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“. 10 590 მაყურებელი
სლოვანი - დაკი 2:1
გოლები: 0:1 კალმარი (64), 1:1 ჩავრიჩი (66), 2:1 აბუბაკარი (70)

მკითხველის კომენტარები / 11 /
ვერაფრით ვხვდები რა რომ იძახიან ჩაკვეტაძე საუკეთესო ფორმაშია საიდან ასკვნიან ამას ტიპს გოლი ვერ გააქ საგოლე პასს ვერ აკეთებს. ვაისი რომ არ იყოს კაი ხანი სკამზე დაამჯავებდნენ.
ეეე
22:08 09-04-2023
21
სლოვაკეთის ჩემპიონატში შესცვლაზე ათამაშებენ, აქ ვკითხულობთ სანიოლმა რატომ არ ათამაშაო, ჩემთვის ახლა გასაგებია რატომაც არ ათამაშა. და ჩაკვეტაძე ფორმაში რომ ვერაფერით შევიდა დამიჯერეთ არავისზე ნაკლებ არ მტკივა გული, და ჩაკვეტაძის ვინმეზე არანაკლები გულშემატკივარი ვარ, უბრალოდ ძალიან ვწუხვარ ამის გამო და რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. წარმატებები ჩაკვეს, ის ფორმაში მყოფი, ნაკრებს ძალიან სჭირდება!
Irakli
10:45 10-04-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული