"მალე კლოპი პირადად დაუკავშირდება, ხვიჩას გადაწყვეტილება მიღებული აქვს" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
გუშინ ინგლისურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლივერპული" მზადაა, "ნაპოლის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ "პარტენოპეის" 130 მილიონი ევრო შესთავაზოს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ანტონიო გალომ გააკეთა. მისი თქმით, ქართველს მალე პირადად იურგენ კლოპი დაუკავშირდება, თუმცა "კვარას' გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ჯერჯერობით გუნდის შეცვლას არ გეგმავს.

"ეს ინფორმაცია ბრიტანელმა კოლეგებმა გაავრცელეს. სავარაუდოდ, ტრანსფერის ინიციატორი პირადად "სქაუზერთა" თავკაცი იურგენ კლოპია. ქართველის სურვილია "ნაპოლიში" დარჩეს, თუმცა მალე პირადად გერმანელი სპეციალისტი დაუკავშირდება და მის დაყოლიებას ეცდება. მოსალოდნელია, რომ "ლივერპული" ზაფხულში სატრანსფერო ფანჯარაზე იაქტიურებს.
ისინი შემადგენლობის რესტრუქტურიზაციას გეგმავენ" - განაცხადა გალომ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით 32 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

altfichajes: "ლივერპული" მზადაა გუნდის გადასაწყობად კვარაცხელია 130 მილიონად შეიძინოს

alt"შეეგებეთ კვარაცხელიას" - ჩემპიონთა ლიგის გვერდი ხვიჩას ვიდეოს აქვეყნებს [VIDEO]

alt"ხვიჩას წინააღმდეგ თამაში სტიმულს მაძლევს" - კალაბრიამ "კვარაზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 27 /
რავიცი შეიძლება ვცდები მე მაგრამ ამდენი ხალხი ერთად როგორ ვცდებით? აშკარად აიგმორებენ ამ ბიჭს და თუ ასე გაგრძელდა უნდა წავიდეს, აბა კლოპის ლივერპულში ვინმემ გაბედოს და პასი არ მიცეს, თან კლოპის დონის მწვრთნელთან ხვიჩა სულ სხვა იქნება, სპალეტის კი გაუმართლა, რო ოსი და ხვიჩამ მოაგებინეს სერია ა
გოგა
15 აპრილი 2023 09:29
1
სპალეტიმ რუი და კომპანია თუ არ გააჩერა, აუცილებლად უნდა წავიდეს.
გიორგი
15 აპრილი 2023 02:32
0
ყველა ვარიანტში უნდა წავიდეს..რადგან ნაპოლი რასაც აკეთებს წელს..ეგ შეიძლება კარგა ხანს აღარ განმეორდეს..დაამთავრა მანდ ზრდა და გუნდიც გადაიწვა..ლივერპული კარგია..მაგრამ ფიზიკურად რავი..მენტალურად ყველა გრანდში ითამაშებს უკვე კვარა
კიეზა
14 აპრილი 2023 18:25
5
ფიზიკურად რა,სუსტია?ტრავმიანობა აწუხებს თუ რა?
MARGALONA
15 აპრილი 2023 00:10
0
ნაპოლის კარგი რაც აქვს ესაა გულშემატკივრები და ისტორია.
მწვრთნელი - ხვიჩას სტილის ფეხბურთელისთვის არაა შესაფერისი და ვხედავთ როგორ შეუცვალა სათამაშო სტილი ფეთქებადი, არაპროგნოზირებადი, შოუს დამდგმელი ფეხბურთელისგან თითქმის ლოზანო/პოლიტანოდ აქცია (უბრალოდ ხვიჩას კლასი მაინც თავისას შვება).
ფეხბურთელები - ოსიმენი და დი ლორენცოს გარდა ყველა საშუალო ევროპული დონის ფეხბურთელია და ამ გუნდში სტაბილურ დიდ წარმატებებზე ფიქრი ზედმეტია. არაფერს ვამბობ რამდენიმე ფეხბურთელის (მარიო რუი, ზელინსკი, პოლიტანო . . .) ეგოისტურ დამოკიდებულებაზე ხვიჩას მიმართ, რასაც ჩვენი პროფესიონალი სპალეტი არც იმჩნევს და გუნდს აზარალებს.
ასე რომ ჩემი აზრით ლივერპულში, კლოპთან ხვიჩა უნდა წავიდეს.
ნიკა
14 აპრილი 2023 16:01
6
ხვიჩას არ უვარგა აგენტი, გაზიკას შოფერია ჯუღელი, ან პრესა რა შუაშია სულ დაწერენ ყოველთვის თუმცა ზედმეტად ითხოვენ უკვე ხვიჩასგან ყველა თამაშში გოლს, ბიჭი გადავიდა და რასაც არ ელოდენ იმაზე მეტს აკეტებს გუნდურადაც და ინდივიდუალურადაც, ხელფასსაც შუა სეზონში ვერ გაუორმაგებდენ, ძაან ცოტა კი აქვს ისე, ასე რომ ნაპოლი ვერ ითამაშებს მომავალში ასე და ხვიჩა ლივერპულში გადავიდეს უნდა,
აჩი
14 აპრილი 2023 15:57
3
ორონდ უმადურ იტალიელებს მოცილდეს და წავიდეს ტუნდ ლივერპულსი ტუნდ რეალში..არცერთი ევროპული გრანდი არ იქნება უარზე ხვიჩა მიიღოს..
მე ქართველი ვარ
14 აპრილი 2023 15:18
6
იტალიელების უმადურობა რაში გამოიხატება?
ვერგავიგე
14 აპრილი 2023 16:14
3
რა შუაშია ჟურნალისტები რას წერენ და რას არა, ეგ თუ ხვიჩაზე მოქმედებს დაღუპულა და ეგაა ან ჟურნალისტებს, მითუმეტეს უცხოელებს, როგორ უნა აუგრძალო წერა?
აბდულაის
14 აპრილი 2023 15:05
4
აზრზე არ ხარ ამ ცხოვრების
Gia
14 აპრილი 2023 15:16
5
აღდგომა და ხვალეო ნათქვამია.დაანებეთ ხვიჩას თავი.რატო იცით ხვიჩაც კითხულობს ამ სტატიებს და ისიც ადამიანია ასეთი სტატიების გავრცელებით დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდება.
აბდულაი
14 აპრილი 2023 14:56
7
კვარამ უკეთ იცის სად ჯობია მისთვის! ღმერთმა ხელი მოუმართოს! წარმატებები ჩვენს საამაყო ქართველ კაცს! უფალი ფარავდეს!
ირაკლი
14 აპრილი 2023 14:17
3
დიდი ხნის ლივერპულის გულშემატკივარი ვარ და ძალიანაც გამიხარდება თუმცა ჩვენ ბიჭს რეალი უნდა ოღონდ თავშეკავება არ დაიწყო ერთგული ვარ და ესეთები დიდ კლუბში უფრო მოუმატებ
კახა
14 აპრილი 2023 14:12
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული