კვარაცხელიაზე უხეშობასაც არ ერიდებიან - "იუვენტუსისა" და "ნაპოლის" მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

AutoSharing Option
სერია A-ს 31-ე ტურში „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

დებიუტი თანაბარი იყო, კვარაცხელიას შორიდან თავით დარტყმული ბურთი მეკარე შესნიმ მოიგერია, თუმცა მსაჯმა ჯარიმა დააფიქსირა. ორივე გუნდი ფრთხილობდა, მომენტები არ იქმნებოდა, ხვიჩა დაცვასაც აქტიურად ეხმარებოდა, რამდენიმეჯერ მეტოქეს აართვა ბურთი. სახიფათო იყო მასპინძელთა კონტრიერიში, როდესაც რაბიოს გარღვევას შედეგი არ მოჰყვა. „კვარას“ ყურადღებით მეურვეობდა გატი, სახეში შეგნებულად უკნიდან ხელი ჩაარტყა, თუმცა საბედნიეროდ თამაშის გაგრძელება შეძლო. 39-ე წუთზე ხვიჩამ მახვილი კუთხიდან საჯარიმოდან კარში დაარტყა და ბურთი შესნიმ მოიგერია.

ტურინი. „ალიანც სტადიუმი“

იუვენტუსი - ნაპოლი


მკითხველის კომენტარები / 4 /
მარადონაზე ისეთები დამართა კვარამ იუვენტუსს, შიშით აღარ იყვნენ და რამდენი კაცი მიუჩინეს. თან განზრახ როგორ ჩაარტყეს, სამარცხვინო საქციელი იყო.
იუვეს ფანები ჭიჭყინებდნენ, ფეხს არ გავანძრევიებთ კვარასო, სულ რომ არაფერი ექნა დღეს, კარერის მატჩი იუვესთან ჰქონდა და ვერაფერი დააკლო მათმა ნაქებმა დანილომ :დ
თუ განზრახ ურტყამ და ამდენ პერსონალურ დაცვას მიუჩენ შეიძლება გოლი არ გაატანინო კი, თუ ეგაა მხოლოდ მიზანი :დ

კვარა იმედია მალე გაიფორმებს სკუდეტოს. ნეტა როდის დადგება ეგ დღე
2
კვარას შემთხვევაში ვარი უნდა ჩართულიყო კვარა იქნებოდა თუ სხვა არაქვს მნიშვნელობა ვარის ეპოქაში ასეთი განგებ ჩარტყმა და უხეშობა აუცილებლად უნდა საჯილიყო (წითელიც შეიძლებოდა ალბათ - ყვითელი აუცილებლად)
უბრალოდ ამ ვარის არსებობის ვერ გამიგია ზიხარ მაინც იქ და ხედავ და თქვი რა
2

სიახლეები პოპულარული