"ნაპოლის" ჩემპიონობის ამბავი საკმაოდ დიდი ხანია, რაც გადაწყვეტილი იყო, "იუვენტუსთან" (1:0) გამარჯვებამ კი ყველაფერ ამას საბოლოო და უფრო სოლიდური სახე მისცა.
ნეაპოლური კლუბი ბოლო დროს საკუთარ თავს არ ჰგავდა, "მილანთან" მარცხისა და
სპალეტის სირთულე
დარჩენილი 7 ტური განსხვავებული იქნება. სპალეტის უკვე ძალიან გაუჭირდება, საკუთარი შეგირდების გამარჯვებულის ემოციები მართოს. დიდი რბოლის შემდეგ, ახლა შედეგებით ტკბობის დროა. ეგოისტურ ქმედებებს რომ აღვნიშნავთ ხოლმე, ახლა ის მოიმატებს. მთავარი მწვრთნელი შანსს სათადარიგო მოთამაშეებსაც მისცემს.
"იუვენტუსის" არჩათვლილი გოლისას ნეაპოლელთა კართან ისეთი რამ მოხდა, რაც "მილანთან" არაერთხელ ვნახეთ - მასიური იერიშების შემდეგ მოწინააღმდეგის სახიფათო კონტრშეტევა. რა კრიტიკულებიც უნდა ვიყოთ, ლუჩანომ საჩემპიონო გუნდი მაშინ შექმნა, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდნენ. გამოცდილმა სპეციალისტმა საკუთარ შეცდომებზე იმით ისწავლა, კონკურენტებთან მაქსიმალურად დიდი დისტანცია ჰქონდა და ამან ტრადიციული სენის, მეორე ნაწილის სუსტად ჩატარების დაბალანსება მოახერხა. ამის გამო დასკვნით ფაზაში გუნდი ცოტათი გადაღლილი ჩანს, მაგრამ მთავარი მიზანი მიღწეულია.
ხვიჩა თუ ვიქტორი?
ყველაფერი, რაც ზემოთ ვახსენეთ, ბოლო დროს არ გვხვდება. "ნაპოლის" ლიდერებიც ცოტათი ფორმიდან ამოვარდნილი და გადაღლილები ჩანან. მათ დიდი უპირატესობა შექმნეს და ყველაფერი ადრევე გადაწყვიტეს. 33-წლიანი ლოდინის შემდეგ სკუდეტო დიდი ბედნიერებაა, თუმცა ჩემპიონების შედარება ხდება და ნეაპოლელები უნდა ეცადონ, დარჩენილი დრო აღმაფრენით ჩაატარონ. "იუვენტუსის" ორივე შეხვედრაში (საერთო ანგარიშით 6:1) დამარცხება, მათი ახლა 19 ქულით ჩამოტოვება ამისკენ გადადგმული ერთი დიდი ნაბიჯია, ტურინული კლუბი ხომ განსაკუთრებული მეტოქეა, რომელმაც სკუდეტოსკენ გზა მათ ბევრჯერ გადაუკეტა. "მილანთან" უშუალო დაპირისპირებები ჩავარდა, მაგრამ პირველ წრეში მათ "სან სიროზე" (2:1) გაიმარჯვეს. სხვა კი "ინტერის" მასპინძლობა რჩება, რომელთანაც თითქოს უშანსოდ წააგეს.
კვარაცხელიას თამაში
"ლეაო" - ასე ყვიროდნენ "იუვენტუსის" საშინაო არენაზე, როცა კვარაცხელია მათ ტრიბუნასთან ახლოს იყო. ეს შედარებაა იმასთან, ვინც ამ ტურნირზე გასულ წელს საუკეთესო იყო; იმასთან, ვისთანაც ცოტა ხნის წინ დამარცხდი და გულშემატკივრების მხრიდან ეს ჯანსაღად უნდა აღვიქვათ. ჩვენებურის თამაშმა თავად უზრუნველყო, რომ მის მიმართ ასეთი შედარებები არსებობდეს. ეს ხვიჩას არჩევანია. გვინახავს, როცა მესის სათანადო შეხვედრა არ გამოუვიდა, მის გასაღიზიანებლად მოწინააღმდგე გულშემატკივრები რონალდოს გვარს სკანდირებდნენ.
კვარაცხელიამ პირველივე სეზონში საოცრება შეძლო, თუმცა მისი მილიონობით გულშემატკივარი ელის, მისგან კიდევ უფრო მეტი ნახონ; ამდენი ფეხბურთელის მეურვეობის მიუხედავად, შთამბეჭდავი დრიბლინგები გოლით დაასრულოს. ეს ტექნიკური მაჩვენებლები იშვიათია. ხვიჩას უკვე ამ კატეგორიით აფასებენ და განიხილავენ. რთულია, "კვარადონობა", ძალიან რთული!..
აგვისტოდან მოყოლებული, ბევრ ასპექტში უკეთეს 77-ე ნომერს ვნახულობთ, თუმცა მან ეს პროგრესი არ უნდა შეწყვიტოს. კვარაცხელია ლიდერის თვისებებითაცაა დაჯილდოებული. დავუშვათ მოცემულობა, რომ ის მომავალ წელსაც ნეაპოლში ითამაშებს, ვიქტორ ოსიმენის წასვლაზე კი ძალიან ბევრს წერენ. ამ რეალობაში მას კიდევ უფრო მეტი დასჭირდება და მომავალში მასზე კიდევ უფრო მეტი იქნება დამოკიდებული!..
"ნაპოლიმ" დრამატულ მატჩში "იუვენტუსს" სძლია და სკუდეტოს კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]
ბრწყინავს და კაშკაშებს ქართული გენი და ნიჭი, და ეს ჯერ დასაწყისია.
დიდება საქართველოს!
რაც შეეხება ამ სტატიას,ავტორს მსაჯის კეთილგანწყობაში ვერ დავეთანხმები.ხვიჩას თავში რომ შემოჰკრა გატიმ,თამაშის გაჩერების შემდეგ მაინც არ უნდა შეემოწმებინათ,წითელ ბარათზე?ყვითელი მაინც ხომ ულაპარაკო იყო.არ ჩათვლილი გოლის ეპიზოდშიც,ჯერ ერთი ნეაპოლელი წააქციეს,მერე მეორე,უფრო აშკარად მოცელეს და მსაჯმა მაინც არ შეაჩერა თამაში.იქ,ერთმა ყოფილმა იუვენტუსის ფეხბურთელმა კი თქვა,უკანიდან ჯერ ფეხს რომ ეხები და მერე ბურთს,ამ დროს ჯარიმა არ ინიშნებაო,მაგრამ მანდ ხომ უბრალოდ შეხება კი არა,სწორედაც დარტყმა იყო.ბურთი,ნეაპოლელის ფეხიდან,სულ ცოტა 20 სანტიმეტრით წინ იყო და იუვეს მცველის ფეხმა,მთელი ეს მანძილი,ნეაპოლელის ფეხთან ერთად გააქნია.ჯარიმა სხვა რაღაა?მსაჯმა კი,აქაც,ისევე როგორც ხვიჩას ეპიზოდში,მომენტი გაატარა და თამაში არც კი შეაჩერა.კეთილგანწყობილი მსაჯი,არარსებულს გაძლევს,ეს მსაჯი კი,არსებულს გართმევს.