
"უდინეზესა" და "ნაპოლის" მატჩის 21-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია მასპინძელი გუნდის მცველმა საჯარიმოში წააქცია, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა კი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.
ცნობილმა იტალიელმა მსაჯმა ლუკა მარელიმ განაცხადა, რომ პენალტი უნდა დანიშნულიყო.
!["მსაჯი შეცდა, ხვიჩას წაქცევისთვის პენალტი უნდა დაენიშნა" - DAZN-ს კომენტატორი საკამათო ეპიზოდს აფასებს [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/10e6dea3518b537311a7878668e36e59.jpg)
"ვერ დავეთანხმები მსაჯს, ფეხბურთელებს შორის აშკარად იყო კონტაქტი. თანაც დააკვირდით, ხვიჩას მცველი მას შემდეგ შეეხო, რაც ბურთი მეკარის საჯარიმოს მიმართულებით წაიღო", - განაცხადა მარელიმ.
შეგახსენებთ, პირველი ტაიმის შემდეგ "უდინეზე" "ნაპოლის" 1:0 ამარცხებს, "პარტენოპეის" კი საკუთარი არსებობის ისტორიაში ჩემპიონობის მოსაპოვებლად 1 ქულა აკლია.
მომზადებულია Areanapoli-ს მიხედვით