სერია A-ს 35-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ფიორენტინას“ 1:0 სძლია.
ვინიდან ნეაპოლურმა გუნდმა სკუდეტო 4 მაისს მოიპოვა და დღევანდელ მატჩს არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, მწვრთნელმა სპალეტიმ გადახალისებული სასტარტო შემადგენლობა დააყენა, კვარაცხელია კი ტრავმირებული ლოსანოს ნაცვლად 45-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე. "კვარამ" თამაში გაამწვავა, გაახალისა და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა.
სტუმრები პირველ ტაიმში უკეთ გამოიყურებოდნენ, ორი მომენტი შექმნეს და ორივეჯერ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე გოლინი. მოზეიმე არენაზე მასპინძლებს თითქოს მოტივაცია აკლდათ, უნიათოდ უტევდნენ და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
შეცვლაზე კვარცხელიასა და ზილენსკის შესვლის შემდეგ თამაშის სურათი შეიცვალა, ტემპმა მოიმატა, ლობოტკას მოპოვებული პენალტი ოსიმენმა ვერ გამოიყენა, შემდეგ ხვიჩა საჯარიმოში გონსალესმა წააქცია, ნიგერიელმა თერთმეტმეტრიანიდან გამარჯვების გოლი გაიტანა და სიმეონემ შეცვალა.
შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 14 მაისს გასვლაზე „მონცასთან“ ჩაატარებს.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ფიორენტინა 1:0
გოლი: ოსიმენი (74, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: ოსიმენი (48)
წარმატებები ხვიჩა, შენ მაგარო ქართველო! ეს ხომ ჯერ დასაწყისია.
დიდება საქართველოს!!!