"ფიორენტინასთან" ყველამ დაინახა, რას წარმოადგენს "ნაპოლი" კვარაცხელიას გარეშე და მასთან ერთად, რომელსაც იტალიელმა ჟურნალისტმა მხატვარი უწოდა

AutoSharing Option
"ფიორენტინასთან" მოგებულ საშინაო მატჩს (1:0) "ნაპოლისთვის" არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ნეაპოლურმა გუნდმა გასულ ტურში მოიპოვა სკუდეტო და მაინც - მოხდა ძალიან საინტერესო და ჩვენთვის სასიამოვნო ფაქტი. ვისაც ფეხბურთი ესმის, თვალნათლივ დაინახა, რას წარმოადგენს გუნდისთვის ხვიჩა კვარაცხელია და რაა მის გარეშე.

პირველ ტაიმში ძნელი გასარჩევი იყო, ვინ იყო ჩემპიონი და ვინ მერვეადგილოსანი, ვინ მასპინძელი და ვინ სტუმარი. ამას მოტივაციის ნაკლებობას და ეიფორიას ნუ დავაბრალებთ. სპალეტის კრებული უნიათოდ ირჯებოდა და მხოლოდ მოედანზე კვარაცხელიას შესვლის შემდეგ შეიცვალა ყველაფერი. როგორც იტყვიან, ქართველმა
"თამაში გააკეთა". მისმა დრიბლინგებმა, მახვილგონივრულმა პასებმა და მეტოქეების დაზაფრვამ გამარჯვების მოპოვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. როგორც ყოველთვის, მოწინააღმდეგის რამდენიმე ფეხბურთელი მისი მეურვეობით გახლდათ დაკავებული და შეტევებისთვის სადღა ეცალათ.

ხვიჩა მუდამ გარდატეხის შემტანია და ყველაფერს სულ რომ თავი დავანებოთ, მისი ბურთაობა საამოდ საცქერია ერთობ, შოუა, სპექტაკლია და ისმის მართებული კითხვა: როგორ შეიძლება ასეთი შემოქმედის ზედმეტად დაცვითი ფუნქციებით დატვირთვა? უკანასკნელ ხანს "კვარას" ხშირად განაპირა მცველის პოზიციაზე ვხედავთ, რითაც სწრაფი კონტრიერიშისას მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კლებულობს. რაც იზამ, ასეთია იტალიური ფეხბურთი, ასეთია კატენაჩიო, სადაც რობერტო ბაჯოსაც არ სწყალობდნენ.

Sportall.Ge

ნამატჩევს იტალიურ მედიაში ყველას აქებენ, ყველას ინტერვიუს ართმევენ, ყველას კომენტარის გაკეთებას სთხოვენ, ქართველი კი თითქოს ჩრდილია, ჩრდილშია "ნაპოლის" წარმატების მთავარი შემოქმედი, რომლის გარეშე 33 წლის მოლოდინის შემდეგ ოქროს მედლებს ვერ მოიპოვებდნენ. ეს გადაჭარბებულად ნათქვამი არაა - ეს ობიექტურობაა.

ერთადერთი ვინც დღეს ხვიჩას ღვაწლი აღნიშნა, areanapoli-ს ჟურნალისტი ფრანჩესკო მანო იყო.

ხვიჩა ხატავს და სკეპტიკოსებს აიძულებს დადუმდნენ

"შეცვლაზე შესულმა ხვიჩა კვარაცხელიამ ყველაფერი შეცვალა. ყველა, ვინც ლაპარაკობს "კვარას" გადაღლილობასა და ფორმიდან ამოვარდნაზე, "ფიორენტინასთან" თამაშიდან გამომდინარე, აზრი უნდა შეიცვალოს. ქართველმა მოედანზე შესვლისთანავე "ვიოლას" დაცვა ჭკუიდან გადაიყვანა და წარუმატებელი გახადა. ვიქტორ ოსიმენმა მის მიერ მოპოვებული პენალტი გაიტანა. ამას გარდა, ხვიჩა ხშირად ქმნიდა შეტევისას რიცხობრივ უპირატესობას. მეტი რაღა უნდა მოსთხოვოთ? მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მაღალი უნარები".

მკითხველის კომენტარები / 12 /
არც ფიორენტინას ემუქრება პოზიციების დაკარგვა და ამიტომ,ავტობუსის ჩადგმას,ფეხბურთის თამაში ამჯობინეს.გუნდი წინ მიდიოდა და დაცვაში ზონები რჩებოდა,თითქმის არ ყოფილა შემთხვევა,როცა ხვიჩას წინააღმდეგ,სხვა გუნდებივით,3-4 კაცი თამაშობდა და ფეხზე ეჯდა.ერთ და ორ მცველს კი,ხვიჩა,ადრეც მზესუმზირასავით აკნატუნებდა და არც ახლა გასჭირვებია,ამისი გაკეთება.
სოსო
08 მაისი 2023 14:55
4
კვლავ მინდა გავიმეორო ადრე გამოთქმული მოსაზრება, რომ ხვიჩას გვერდით ხაზთან განწესება (ე.წ. "ევრუჟიხინობა") მის შესაძლებლობებს ანახევრებს. გაიხსენეთ, რამდენად მეტ თავსატეხს იგი უჩენს მოწინააღმდეგეს, როცა ცენტრიდან უტევს. გამომდინარე იქიდან, რომ გუნდში იგი მოედანს ყველაზე უკეთ ხედავს და თანაც პასის მაღალი კულტურა გააჩნია, მისთვის იდეალურ ამპლუად ნაპოლიშიც და ნაკრებშიც მარცხენა ინსაიდის (ეს ტერმინი ჩემს ახალგაზრდობაში იხმარებოდა) პოზიცია მიმაჩნია. ამასთანავე იგი უპირობოდ თავისუფალი უნდა იყოს დაცვითი ფუნქციების შესრულებისაგან - ჯერ ერთი, ეს უკან დაწევა მას ენერგიას აცლის, და მეორე - ეს მას ნაკლებად ეხერხება (მიშა მესხი ჯიუტად არ ემორჩილებოდა ბესკოვის მოთხოვნას დაცვაში ჩასვლის თაობაზე და ცამდე მართალი იყო!). მისი მინდვრის შუაგულში მანევრირება მოწინააღმდეგე გუნდის შეტევისას ყოველთვის შეიცავს სახიფათო კონტშეტევის შესაძლებლობას, ეს იარაღი კი სპალეტის სათამაშო სქემაში ფაქტიურად არ არსებობს.
თემური
08 მაისი 2023 12:02
3
ხვიჩა 23 წლის არის, აწი იწყებს ყველაფერს. იტალიამდე მხოლოდ შეტევა იცოდა, ახლა კიდევ ართმევებზეც მაგარია და დაცვაშიც. ჯერჯერობით სწავლობს და თავად და სპალეტიმ უკეთ იცის რა არის მისთვის კარგი, თავად თქვა ტაქტიკურად ძალიან გავიზარდეო. ყველა კომპონენტში რომ გაძლიერდება ამაში ცუდი რა არის??? გგონია შეტევა დაავიწყდება? 2 წელიწადში მივიღებთ მონსტრს რომელსაც არანაირი მიუსი არ გააჩნია.
გიორგი
08 მაისი 2023 17:58
1
კვარა იმიტომ არ ჩანდა რომ თამაში რომ დამთავრდა მაგან და ოსიმენმა გაქცევით უშველეს თავს DD
zura222
08 მაისი 2023 11:26
2
ქართველებო!!ხედავთ იტალიელებს როგორ უყვართ საკუთარი ქვეყანა,ქალაქი და საკუთარი კლუბი?! როგორი ამაყები არიან, აი ეს არის პატრიოტიზმი!!!!!!
საქართველო უპირველესად
08 მაისი 2023 02:42
5
ჩვენც გვიყვარს, ნაკრები არ ვარგოდა და თითქმის სულ ვავსებდით სტადიონს. კლუბებიდან კიდევ თუ ვინმე ოდნავ რამეს იზამს ეგრევე სტადიონს ვავსებთ. როცა ნაპოლი არ ვარგოდა იქაც არ ივსებოდა სტადიონი, თან იმ პირობებში რომ იტალიაში ხალხი ცხოვრობს და ჩვენთან უბრალოდ არსებობს.
გიორგი
08 მაისი 2023 18:00
2
როგორ მინდა ჩემ ქვეყანაშიც მოვესწრო ასეთ საფეხბურთო ზეიმს,სასწაული იყო დღეს ნეაპოლში!!
მარი
08 მაისი 2023 02:25
2
რომელ ქართულ გუნდს უნდა უგულშემატკივრო?ფარერების გუნდთან რომ მარცხდებიან?ჩადონ ფული ჩვენმა მდიდრებმა ამა ქვეყნისამ კლუბებში და გააკეთონ ერთი ნორმალური კლუბი, რომელიც ევროტურნირებზე ითამაშებს,ჩვენი რეგიონის ყველა ქვეყანამ შეძლო ეგ!აზერბაიჯანი,სომხეთი,მოლდოვა,ბულგარეთი,ბელორუსია,ყაზახეთი, ნუ უკრაინაზე და რუსეთზე აღარაფერს ვამბოფ,ქეცბაიასი არ იყოს,"რა გაუჭირდა საქართველოს ისეთი რომ ერთი ნორმალური კლუბი ვერ შექმნაო"ამდენი წელია დამოუკიდებლები ვართ და მუდმივათ ერთ წრეზე ვტრიალებთ,დროა უკვე რაღაცას მივახწიოთ ჩვენც!!!!!!!!!!
დათა თუთაშხია-ს
08 მაისი 2023 15:03
1
მერე ვის ელოდებით? სხვამ შეუქმნა ამ ხალხს ეს ზეიმი? თვითონ ქმნიან, თვითონვე ზეიმობენ და თვითონვე ღებულობენ სიამოვნებას. ჩვენთან უმრავლესობა საკუთარი ქალაქის კლუბის თამაშზე ნამყოფიც არაა და მხოლოდ ნაკრების "სადღაც გასვლა" და ევროთასები გონია ზეიმის მიზეზად. არა და, მთელს მსოფლიოში საკლუბო ფეხბურთია თავი და თავი.
დათა თუთაშხია
08 მაისი 2023 11:14
2
ხვიჩას ენის ბარიერი აქვს და ამიტომ არ ართმევენ ინტერვიუს
!!!
08 მაისი 2023 02:23
2
ნაპოლი ხვიჩას გარეშე იგივეა რაც ორკერსტრი დირიჟორის გარეშე.
ხოლო ოსიმენი კვარას გარეშე ზარბაზანი ჭურვების გარეშე, დღესაც სანამ ხვიჩა არ შემოვიდოდა ოსიმენი "სტოლბასავით" იდგა მთელ გუნდთან ერთად უსუსურად, უფანტაზიოდ, შემოვიდა გუნდის ლიდერი და მეტოქე მცველები უმალ მარწუხებში მოაქცია, პენალტი გამოინუშავა, და ამით მატჩის ბედიც გადაწყდა. ამას ტუგადუმი ნიგერიელები ან ჩასაფრებული ჰეითერები ვერ ხედავენ, მრავლისმნახველ ფეხბურთის გულშემატკივარს თუ ექსპერტს ეს არ გამოეპარება. ხვიჩას და ოსიმენის შედარებაზე და სეზონის MVP-ზე როცაა საუბარი:
რამდენ მატჩშიც ნაპოლის სივრცეები გაეხსნა, ყველგან გაათახსირა ხვიჩამ მეტოქეები.
მთელი თამაში 2-3 და მეტი კაცი სადაც ჰყავდა აწებებული, იმ მატჩებშიც კი ახერხებდა მინიმუმ, ერთი საგოლე ან პოტენციური საგოლე მოქმედების დადებას.
ხვიჩას გარეშე ნაპოლი იქნებოდა ის უსახური გუნდი, რომელიც კრემონეზემ გამოაგდო თასიდან და დღეს რომ იყო პირველ ტაიმში.
ოსიმენი არის ჩვეულებრივი კარგი მეგოლე, ოღონდ თანაგუნდელებმაც უნდა შეუწყონ ხელი. ოსიმენის განეიტრალება გაცილებით მარტივია, ვიდრე კვარასი. ოსიმენს კვარასთან ერთადერთი საერთო რაც აქვს, ორივეს შეუძლია არაფრისგან გოლის ან საგოლე პასის გამოდნობა. ოღონდ ვიქტორა ამას უფრო ჭიდაობით ან თანაგუნდელების დახმარებით ახერხებს, კვარა გაცილებით ლამაზად და უფრო ინდივიდუალურად.
გადავა ოსიმენი სადმე ტოტენჰემში ან ჩელსიში და დარწმუნებული ვარ, ირბენს მუდრიკივით გაფლოპებული. პრინციპში, მასე დარბოდა ნაპოლიშიც, სანამ კვარა გადმოვიდოდა.
მთლიანობაში, კვარა და ოსიმენი შესანიშნავად ავსებენ ერთმანეთს და ძალიან მინდა, მომავალ სეზონშიც თანაგუნდელები იყვნენ უფრო გაძლიერებულ ნაპოლიში.
Charley
08 მაისი 2023 02:09
3
გაიხარე Charley. 100%-ით გეთანხმებით ყველაფერში. იდეალური შეფასებაა!
შოთა
08 მაისი 2023 10:18
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული