4 იანვრის დაპირისპირებაში სერია "ა"-ს ახლანდელი ჩემპიონები უსუსურად გამოიყურებოდნენ და მილანურმა კლუბმა (1:0) გამარჯვება მოახერხა. ამაში თავისი წვლილი შეხვედრის მთავარმა მსაჯმა სოზამაც დაიდო, რომელის"ინტერის" ფეხბურთელების საკმაოდ ბინძურ ქმედებებს გაფრთხილებით არ სჯიდა,
შკრინიარი (ახლა ტრავმირებულია) უხეშობით "გამოირჩეოდა." სიმონე ინძაგიმ მაშინ დუმფრისი სათადარიგოთა სკამზე დასვა, სასტარტოში კი დარმიანი დააყენა, რომელიც "კვარას" პერსონალურად მეურვეობდა. იმ შეხვედრის შემდეგ სატურნირო სიტუაცია დაიძაბა, ლუჩანო სპალეტის გუნდს "ინტერი" 4 ქულამდე მიუახლოვდა, საბოლოოდ კი ეს ინტრიგა არ შედგა, მილანელები უფრო სათასო სპეციფიკის გამოდგნენ. საინტერესოა, რომ ამ გუნდების ბოლო სამი ნეაპოლური მატჩი ერთნაირი ანგარიშით (1:1) დასრულდა.
ახლა ინძაგის ფიქრები ჩემპიონთა ლიგის ფინალისა და "მანჩესტერ სიტისკენაა", მაგრამ მის გუნდს ოთხეულში ადგილი ჯერ გარანტირებული არ აქვს, რამაც უეფას ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მომავალ წელსაც უნდა დაუბევოს. "მილანის" გამარჯვებამ ("სამპდორიასთან" 5:1) ყველაფერი უფრო დაძაბა.
თუკი ბოლო მატჩებში როტაცია ვნახეთ, ახლა საქმე გაცილებით პრინციპულ დაპირისპირებასთან გვაქვს და "ნაპოლი" მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობით უნდა ვნახოთ. აპრილიდან მოყოლებული, ისინი ძალიან ცუდად გამოიყურებიან. ვიქტორ ოსიმენის თამაში (გაციების გამო) საეჭვო იყო, მაგრამ მან მომჯობინება დროზე ადრე მოახერხა. ვიქტორი ლაუტაროს ბომბარდირთა დავაში 3 გოლით უსწრებს (23 აქვს) და ამ მხვრივ უშუალო კონკურენტების დაპირისპირებაა. ნიგერიელს "ინტერის" კარი არასდროს დაულაშქრავს. შესაძლოა, ინძაგის მხრიდან როტაცია ვნახოთ, წინა ხაზზე მას დიდი არჩევანი აქვს - ლუკაკუ, ძეკო, კორეა...
ხვიჩა კვარაცხელია "ასისტებში" (10) ლიდერობს და მისი ამ მაჩვენებელში საუკეთესოდ დასახელება ძალიან სასიამოვნო იქნება - პირველივე სეზონში, ამ ეტაპზე 12 გოლთან, უამრავ ლამაზ ეპიდოდთან და საგოლე ოპერაციებში მონაწილეობასთან ერთად!.. ქართველმა გარემარბმა ვარჯიშზე მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა მომჯობინდა და სრული დატვირთვით ემზადება. მას პირველივე წუთებიდან ველით. ბრუნდება მარიო რუიც, რომელსაც საკმაოდ ბევრი გაუცდა და მარცხნივ ქართულ-პორტუგალიურ დუეტს ვნახავთ. აღსანიშანავია, რომ "ნილანელმა" რაფაელ ლეაომ მე-8 შედეგიანი პასი შეასრულა და ამ მაჩვენებლით ქართველ გარემარბს, სხვების მსგავსად, ისიც 2-ით ჩამორჩება (14 გოლი აქვს გატანილი).
ლოსანო - მხითარიანი - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც მატჩს დააკლდებიან. შეხვედრას ლივიო მარინელი განსჯის. ბოლოს ის ნეაპოლელებს "ფიორენტინასთან" (0:0) აგვისტოში მოემსახურა, სადაც სპალეტიც გააფრთხილა. ამ დიდებულმა სეზონმა მართლაც სწრაფად გაირბინა, "ინტერის" შემდეგ "ნაპოლი" "ბოლონიასა" (სტუმრად) და "სამპდორიას" (შინ) შეხვდება.
France Football-მა დაანონსა: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტებს შორის იქნება
უარი ახალ კონტრაქტებზე - "ნაპოლის" სეზონის ბოლოს 3 ფეხბურთელი დატოვებს
რაც შეეხება სიმეონეს, ხვიჩა ჩვენზე მეტად ვერ ხვდება, პასს ვინ აძლევს და ვინ არა? ხელეგაწეული რომ ითხოვდა ბურთს მთელი თამაში