გიორგი მამარდაშვილმა მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ქართველმა მეკარემ 5 მოგერიება განახორციელა.
შეხვედრის პირველი ნახევარი "ვალენსიას" უპირატესობით წარიმართა. "ღამურების" დაცვის ხაზი საიმედოდ გამოიყურებოდა, ამიტომ გიორგი მამარდაშვილს ბევრი საქმე არ ჰქონია.
33-ე წუთზე ჯასტინ კლუივერტმა მეტოქის საჯარიმოში ბრწყინვალედ იმოქმედა და დიეგო ლოპესი ტიბო კურტუასთან პირისპირ დატოვა, 21 წლის შემტევმა კი ლა ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის ბოლოს, ბარახას გუნდს მეტოქესთან სხვაობის გაზრდა კიდევ შეეძლო, თუმცა ხავი გერას დარტყმული ბურთი კურტუამ მოიგერია.
მეორე ტაიმში "რეალი" გააქტიურდა, 91-ე წუთზე ფედერიკო ვალვერდემ ახლო დისტანციიდან ძლიერად დაარტყა, თუმცა "მამარდამ" ურთულესი ბურთი მოიგერია და "ვალენსია" გაშვებული გოლისგან გადაარჩინა. ამ მომენტიდან 3 წუთში კი ქართველმა მეკარემ ტონი კროოსის საჯარიმოდან დარტყმული მოიგერია. "მამარდამ" დამატებულ დროში ერთი-ერთზე კარიმ ბენზემასაც აჯობა და ამჯერად ფრანგ ფორვარდს არ გაატანინა. ამის შემდეგ მოედანზე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, მსაჯმა მამარდაშვილს ყვითელი ბარათი უჩვენა, ვინისიუსი გააძევა და 90+18-ე წუთზე (!) დაძაბული მატჩი დასრულდა.
ამრიგად, რუბენ ბარახას გუნდი 40 ქულით მე-13 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 5 ქულა აშორებს და მომდევნო ტურში გასვლაზე "მალიორკას" დაუპირისპირდება - შეხვედრა 25 მაისს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.
"რეალი" 71 ქულით მე-3 ადგილზეა. "ბლანკოსი" 24 მაისს, "რაიო ვალეკანოს" შეხვდება.
ვალენსია. "მესტალია". 46 002 მაყურებელი
ვალენსია - რეალი 1:0
გოლი: ლოპესი (33)
გაძევება: ვინისიუსი (90+8)
მამარდაშვილი სეზონში მეორედ დაასახელეს ლა ლიგის ტურის საუკეთესო მეკარედ [VIDEO]
საშინლად მეამაყება!
რაც ჩვენ მოგვწონს დასავლეთისგან, ეს ლიბერალიზმია - თავისუფლება, სხვისი აზრის პარივისცემა, ადმიანის განვითარების შესაძლებლობა, ოჯახის ღირსების დაცვა. ბოლო-ბოლო, ილია ჭავჭავაძე ლიბერალი იყო.
ეხლანდელი დადავლეთი კი ლიბერალური კი არა, ნეოლიბერალური, ანუ ლიბერასტულია. როცა ძალით მატენი იმას, რაც ჩემს ღირსებას, ეროვნულ, ტრადიციულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
რუსეთი ყოველთვის იყო და დარჩება პაპუასების ქვეყნად, ქვის ხანაში.
აი ეხლანდელი დასავლეთი კი, თვითონ არაა ლიბერალური, ნეოლიბერალურია.
მოკლედ, დასავლეთი, ამ ეტაპზე, არაა იმ ღირებულებების მატარებელი, რისთვისაც მას პატივს ვცემდით.
მაგალითად, ტრამპი უფრო ლიბერალური ღირებულებებისკენ იხრებოდა (კიდეც მოინელეს). ბაიდენი კი, ტიპიური ნეოლიბერალია.
ძალიან ხშირად ახსენებენ ამ საიტზე ,,ლიბერალს", ისეთი ხალხი, ვინც მართლა ,,გარტყმაში" არაა მის ნამდვილ შინაარსს.
თორემ, სპორტული შინაარსის ფორუმს არ შევარჩევდი ამის ასახსნელად.
მიხარია, რომ თქვენ არ გჭირდებათ ლიბერალის განმარტება. :))
თავად თუ იცი რას ნიშნავს "ლიბერალი" და საიდან მოდის ეს სახელი?
როგორც ჩანს არა, იმიტომ რომ კარგი და მოსაწონი გგონია. ჩაგგუგლე მაინც ან ვინმეს ჰკითხე, ვიდრე საჯაროდ მოიწოდებ ამ სახელს