ბრწყინვალე მამარდაშვილმა იფრინა, იჩხუბა და "ვალენსიას" "რეალთან" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 35-ე ტურში "ვალენსიამ" "რეალს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ "ღამურებმა" "ბლანკოსი" 3 წლის შემდეგ პირველად დაამარცხეს. 

გიორგი მამარდაშვილმა მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ქართველმა მეკარემ 5 მოგერიება განახორციელა.

შეხვედრის პირველი ნახევარი "ვალენსიას" უპირატესობით წარიმართა. "ღამურების" დაცვის ხაზი საიმედოდ გამოიყურებოდა, ამიტომ გიორგი მამარდაშვილს ბევრი საქმე არ ჰქონია.

33-ე წუთზე ჯასტინ კლუივერტმა მეტოქის საჯარიმოში ბრწყინვალედ იმოქმედა და დიეგო ლოპესი ტიბო კურტუასთან პირისპირ დატოვა, 21 წლის შემტევმა კი ლა ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის ბოლოს, ბარახას გუნდს მეტოქესთან სხვაობის გაზრდა
კიდევ შეეძლო, თუმცა ხავი გერას დარტყმული ბურთი კურტუამ მოიგერია.

მეორე ტაიმში "რეალი" გააქტიურდა, 91-ე წუთზე ფედერიკო ვალვერდემ ახლო დისტანციიდან ძლიერად დაარტყა, თუმცა "მამარდამ" ურთულესი ბურთი მოიგერია და "ვალენსია" გაშვებული გოლისგან გადაარჩინა. ამ მომენტიდან 3 წუთში კი ქართველმა მეკარემ ტონი კროოსის საჯარიმოდან დარტყმული მოიგერია. "მამარდამ" დამატებულ დროში ერთი-ერთზე კარიმ ბენზემასაც აჯობა და ამჯერად ფრანგ ფორვარდს არ გაატანინა. ამის შემდეგ მოედანზე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, მსაჯმა მამარდაშვილს ყვითელი ბარათი უჩვენა, ვინისიუსი გააძევა და 90+18-ე წუთზე (!) დაძაბული მატჩი დასრულდა.

ამრიგად, რუბენ ბარახას გუნდი 40 ქულით მე-13 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 5 ქულა აშორებს და მომდევნო ტურში გასვლაზე "მალიორკას" დაუპირისპირდება - შეხვედრა 25 მაისს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

"რეალი" 71 ქულით მე-3 ადგილზეა. "ბლანკოსი" 24 მაისს, "რაიო ვალეკანოს" შეხვდება.

ვალენსია. "მესტალია". 46 002 მაყურებელი
ვალენსია - რეალი 1:0
გოლი: ლოპესი (33)
გაძევება: ვინისიუსი (90+8)

altმამარდაშვილი სეზონში მეორედ დაასახელეს ლა ლიგის ტურის საუკეთესო მეკარედ [VIDEO]

altმამარდაშვილის შეძენის სურვილი "პორტუმ" გამოთქვა

მკითხველის კომენტარები / 33 /
ხეტაფეს ვგულშემატკივრობ რომ არ გავარდნენ. ბორდალასი ამას შეძლებს დარწმუნელბული ვარ. მინდა ბევრად უფრო წარმატებული კარიერა ჰქონდეს ვიდრე ახლა აქვს. პირველი ის ენდო გიორგის და დიდი კარიერისკენ გზა გაუკვალა. როცა დაბნეულობისგან გადაიწვა, დროულად დასვა სკამზე და დროულად ათამაშა 3 თვის მერე. მოკლედ ძალიან დიდი ამაგი აქვს მაგ კაცს მამარდაზე. უსამართლოდ მოექცნენ ბოლოს. მკვდარი გუნდი ათეულში შეიყვანა და თასის ფინალში გაიყვანა+ ნამდვილი მხსნელი მოუყვანა ვალენსიას. ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლო და თუ ვალენსია დღეს ლა ლიგაშია და შემდეგ სეზონშიც იქნება, ამ ორი ადამიანის უდიდესი წვლილის დამსახურებით. მინდა წარმატებული ხეტაფე ვნახო შემდეგ სეზონში ბორდალასის ხელში!
Haaland
22 მაისი 2023 14:53
0
რა ინტრიგანიც ხარ ვინი პუხ ყველამ იცის და შესაბამისად რეაგირებენ სტატიონებზე მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრები
ვინი პუხ
22 მაისი 2023 12:03
4
VAMOS!
საშინლად მეამაყება!
ლაშა
22 მაისი 2023 11:25
0
მამარდაშვილი - კაცი რომელიც დუბლებში სათამაშოდ და მე-5-ე მეკარედ ჩაიყვანეს. ბორდალასს უმადლოდენ რომ დააწინაურა და ათამაშა მთავარ გუნდში გადმოიყვანა
ქართველი
22 მაისი 2023 09:10
2
ჯიგარია მამარდა მიუჩინა მაგ ბანანიჭამია ბრაზილიელს თავის ადგილი..თუ ვინმე გიორგის არ ამართლებთ ანძიდან გირჩევთ…
Gio
22 მაისი 2023 08:19
16
მოდით მოკლედ აგიხსნით ლიბერალიზმზე.
რაც ჩვენ მოგვწონს დასავლეთისგან, ეს ლიბერალიზმია - თავისუფლება, სხვისი აზრის პარივისცემა, ადმიანის განვითარების შესაძლებლობა, ოჯახის ღირსების დაცვა. ბოლო-ბოლო, ილია ჭავჭავაძე ლიბერალი იყო.
ეხლანდელი დადავლეთი კი ლიბერალური კი არა, ნეოლიბერალური, ანუ ლიბერასტულია. როცა ძალით მატენი იმას, რაც ჩემს ღირსებას, ეროვნულ, ტრადიციულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
რუსეთი ყოველთვის იყო და დარჩება პაპუასების ქვეყნად, ქვის ხანაში.
აი ეხლანდელი დასავლეთი კი, თვითონ არაა ლიბერალური, ნეოლიბერალურია.
მოკლედ, დასავლეთი, ამ ეტაპზე, არაა იმ ღირებულებების მატარებელი, რისთვისაც მას პატივს ვცემდით.
მაგალითად, ტრამპი უფრო ლიბერალური ღირებულებებისკენ იხრებოდა (კიდეც მოინელეს). ბაიდენი კი, ტიპიური ნეოლიბერალია.
მიშა
22 მაისი 2023 07:48
5
რამდენიმე დღის წინ,რომელიღაც არხზე აჩვენეს,პოლიციამ როგორ დააპატიმრა ნეოლიბერალიზმის ბურჯ,კანადაში ,ახალგაზრდა,რომელიც გამვლელებს,ბიბლიის ასლებს,უფასოდ ურიგებდა.ეს ისე,ინფორმაციისათვის,ნეოლიბერალების ლიბერალიზმის შესაფასებლად.
სოსო
22 მაისი 2023 15:52
1
გადახედე(თ) კომენტარებს და მიხვდებით, სჭირდებათ თუ არა ახსნა.
ძალიან ხშირად ახსენებენ ამ საიტზე ,,ლიბერალს", ისეთი ხალხი, ვინც მართლა ,,გარტყმაში" არაა მის ნამდვილ შინაარსს.
თორემ, სპორტული შინაარსის ფორუმს არ შევარჩევდი ამის ასახსნელად.
მიხარია, რომ თქვენ არ გჭირდებათ ლიბერალის განმარტება. :))
მიშა, ხვიჩა-ს
22 მაისი 2023 15:03
2
ყველა გამოხმაურება
ჰაჰა რეები უქნია :)) საგიჟეტი ყოფილა მართლა!!! გილოცავთ
კაპიტან გარდენბურგი
22 მაისი 2023 03:07
1

თავად თუ იცი რას ნიშნავს "ლიბერალი" და საიდან მოდის ეს სახელი?
როგორც ჩანს არა, იმიტომ რომ კარგი და მოსაწონი გგონია. ჩაგგუგლე მაინც ან ვინმეს ჰკითხე, ვიდრე საჯაროდ მოიწოდებ ამ სახელს


irakli81-ს
22 მაისი 2023 00:57
41
გინდა ჩაგუგლე და გინდა ჩააანალიზე დაჩაეკითხე, შენ მაინც ვერაფერს გაიგებ. ტერმინების წარმომავლობაზე დავობ და თეთრი და შავი ვერ გაგირჩევია, რუსული ბოროტება და ჭაობი გირჩევნია ევროპულ განვითარებას. საქართველო ისტორიულლად ყოველთვის ევროპისკენ მიილტვოდა, იმიტომ, რომ ევროპულ ცივილიზაციას ეკუთვნის და არა რუსულ ჭაობს.
irakli81
22 მაისი 2023 01:56
9
გიოს თამაში და საქციელი იყო ნაღდი ქართველის (არა ლიბერალის). დაგლიჯა თამაშით, მგონი მისი საუკეთესო მატჩია ჯერჯერობით მის კარიერაში, ხოლო საქციელმა ხომ დაჟე თამაშსაც აჯობა. მოკლედ გადაგლიჯა დღეს ბოლომდე..........
სიმართლე
22 მაისი 2023 00:15
22
ჯერ ერთი სახელი მომპარე, მერე კიდევ გაუმარჯოდ გიორგის, მაგრამ ლიბერალი რა შუაშია ან ნაღდი ქართველი. რასიზმი უნდა აღმოიფხვრას სამუდამოდ და ლიბერალი სიტყვის ბრახუნი არ სჭირდება ამას. და ქართველიც არ უნდა იყოს რასისტი. რაც ვინისიუსს გაუკეთეს ამისათვის სტადიონი უნდა დაისაჯოს. წითელ ბარათს ალბათ გადახედავენ და გააუქმებენ. მაგრამ წითელ ბარათს ვინ ჩივის. გაიხსენე რუსები ჩერნო ჟო პებს გვეძახდნენ და კვლავ გვიძახიან. გამოფხიზლდი და სხვისი სახელით წერაობას შეეშვი
simartle
22 მაისი 2023 01:52
18
ვაი შენს პატრონს , რუსეთში წარმატებულს რას ეძახი, მაფიოზობას თუ ფეესბეშნიკობას? მტერი და მოყვარე ვერ გაგირჩევია, ალბათ შენი ჭკუით ევროპას აქვს ოკუპირებული საქართველო ან ევროპელები იტაცებენ გორის სოფლებიდან ქრთველებს ან ევროპელებმა მოკლეს ოთხოზორია და ქარ|თული ეკლესიები გადაღებეს აფხაზეთში? თუ რამე წარმატებას მიაღწია საქართველომ, ეს ევროპული და ამერიკული დახმარებით მოხდა, ხოლო რუსული ფული შენნაირ პროპაგანდისტებს ხმარდება.
irakli81
22 მაისი 2023 01:48
14
ყველა გამოხმაურება
ეს ვინისიუსი ამ ბოლო ხანებში ძალიან გათავხედდა. სულ ვიღაცას ეკამათება, ხან მსაჯს, ხან ფეხბურთელებს. ძალიან აუვარდა თავში. მამარდას საუკეთესო მატჩი იყო დღეს. ყოჩაღ!
დავით 67
22 მაისი 2023 00:04
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული