კვარაცხელია გენიალური ფეხბურთელების გვერდით - საქართველომ გეოგრაფია გაზარდა - ყველასათვის ამაღელვებელი ამბავი!..

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია! ჩვენი ქვეყნისთვის ამ ისტორიულ აღიარებას ველოდით, თუმცა ისეთივე ემოციებით შევხვდით, როგორც მოულოდნელ ინფორმაციას. ეს ყველასათვის ამაღელვებელია ამბავია. ტოპლიგაში პირველივე სეზონში "კვარამ" ყველაფერი შეძლო და ევროპა აალაპარაკა - თვალისმომჭრელი დრიბლინგები, არაორდინალური გადაწყვეტილებები, გენიალური საგოლე პასები და ისეთი გოლები, როგორებიც "სასუოლოსთან" თუ "ატალანტასთან" ვნახეთ...

Sportall.Ge

რის გამოც ქართველი გულშემატკივრები ნერვიულობენ, ეს "მშრალი" სერიაა, რომელიც ბოლო დროს ქართველ გარემარბს აქვს, თუმცა იმ სატურნირო უპირატესობაში, რაც ლუჩანო სპალეტის გუნდმა მოიპოვა და ჩემპიონობა ადრევე გაინაღდა, "კვარადონას" დიდი
წვლილი აქვს შეტანილი - 33-წლიანი ლოდინის შემდეგ ნეაპოლში სკუდეტო დაბრუნებულია!

სერია "ა"-ს საუკეთესო ფეხბურთელს 1997 წლიდან ასახელებენ. გეოგრაფია ახლა საქართველომ გაზარდა, ხვიჩა კვარაცხელია კი გენიალური ფეხბურთელების გვერდით აღმოჩნდა.

Sportall.Ge

გამარჯვებულთა სია ქვეყნების მიხედვით:

იტალია (8): მანჩინი, ვიერი, ტოტი, ბუფონი, კანავარო, პირლო, ჯილარდინო, ბონუჩი;

არგენტინა (3): ტევესი, მილიტო, იკარდი;

პორტუგალია (2): რონალდო, ლეაო.

Sportall.Ge

საფრანგეთი (2): ზიდანი, ტრეზეგე;

ბრაზილია (2): რონალდო, კაკა;

ჩეხეთი: ნედვედი;

შვედეთი: იბრაჰიმოვიჩი;

ბელგია: ლუკაკუ;

საქართველო: კვარაცხელია.

altხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია!!!

altბოლო ტური იტალიაში - "შემოჭრილი" კვარაცხელია, მიმზიდველი ფეხბურთი და მონატრებული ტიტული...

მკითხველის კომენტარები / 32 /
თავის დროზე მარადონა ვერ გახდა? გაიხარე ხვიჩა!
გიორგი
03 ივნისი 2023 13:08
3
რა შუაშია ამ სიაში ოსიმენი, აქ მხოლოდ იტალიის წლის საუკეთესოდ დასახელებულები არიან.
ბესო
03 ივნისი 2023 19:42
1
ეს წაიკითხეთ
https://www.tuttonapoli.net/le-interviste/carnevale-pazzo-di-kvara-un-fuoriclasse-paragone-presto-li-faranno-usando-il-suo-nome-542374
ქ. გ.
03 ივნისი 2023 13:15
3
ხვიჩა ქუგგალე გურს
ბაჯო
04 ივნისი 2023 08:37
7
ხვიჩა მეგრელების არ არის, საქართველოსია, ბაჯღო.
ბაჯღოს!
15 ივნისი 2023 01:49
0
კი მაგრამ მარადონა არ არის ამ სიაში? საოცარია იტალიელების მხრიდან
***
03 ივნისი 2023 19:25
7
1997 წლიდან ასახელებენ საუკეთესო ფეხბურთელს და მარადონა აღარ თამაშობდა მაგ დროს იქ
.....
03 ივნისი 2023 20:33
0
იტალიის სერია ა-ს MVP დაჯილდოიბა 1997 წლიდან არის შემორებული
giorgi 3
03 ივნისი 2023 21:23
0
ყველა გამოხმაურება
კი მაგრამ,ოსიმენი არ არის საუკეთესო ფეხბურთელების სიაში? ეს ხომ აბსურდია?
დევდარიანი
03 ივნისი 2023 19:10
24
სტატიის შინაარსიდან აზრის გამოტანა არ შეიგიძლია?
toti
13 ივნისი 2023 15:55
0
დაბოლილია და ვერ ხვდება რა წერია.
.
15 ივნისი 2023 01:59
0
ყველა გამოხმაურება
ისტორიას დარჩება... მართლაც საამაყო ამბავია
papai
13 ივნისი 2023 15:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული