მამარდაშვილის სავარაუდო ტრანსფერი - "მესტალიადან" "სტემფორდ ბრიჯზე"?

AutoSharing Option
4 ივნისს, ლა ლიგის ბოლო ტურში "ვალენსია" სევილიაში "ბეტისს" დაუპირისპირდება და ამ მატჩში გადაწყდება, დარჩება თუ არა ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში.

მეკარე გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავ სეზონს ატარებს და "ვალენსია" ფინანსური ვითარებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, გაასხვისებს. ასე რომ, არაა გამორიცხული, ხვალ ქართველმა "ღამურების" რიგებში ბოლო შეხვედრა ჩაატაროს.

მამარდაშვილის სამსახურით არაერთი კლუბია დაინტერესებული, ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო კი იტყობინება, რომ "ჩელსიმ" გიორგის თამაშის სანახავად ანდალუსიაში დამკვირვებლები გაუშვა. როგორც ირკვევა, მასთან ტრანსფერის გაჩარხვას ყველაზე მეტად სწორედ ლონდონური კლუბი ცდილობს.

მამარდაშვილი ამ სეზონში პრიმერაზე შეუცვლელი იყო, 37 მატჩში
44 გოლი გაუშვა და 7-ჯერ შეინახა კარი მშრალად.

მკითხველის კომენტარები / 18 /
მე უფრო ვფიქრობ რომ ტოტენჰემი წაიყვანს. თუ პოჩეტინოს მოთხოვნა არაა ახალი მეკარე ჩელსის იქ 2 ყავს ნორმალური
არა რუსეთს
03 ივნისი 2023 19:52
3
ვაკენსიასაც ყავდა სილესენი
MARGALONA
03 ივნისი 2023 22:55
4
თუკი ვალენსია დარჩება ლა ლიგაში არსადაც არ უნდა წავიდეს და კიდევ ერთი სეზონი უნდა დარჩეს.
შემდეგ კი უკვე შეიძლება ტოპ კლუბში გადასვლა.
ბათუმელი ექსპერტი
03 ივნისი 2023 19:43
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული