იქნება ხვიჩა ნომინანტებში? - ცნობილია, როდის გაიმართება წლევანდელი "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონია და როდის გვეცოდინება კანდიდატთა სია

AutoSharing Option
2023 წლის "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონია 30 ოქტომბერს პარიზში, შატელეტის თეატრში გაიმართება, ნომინანტთა სია კი 6 სექტემბერს გვეცოდინება.

პოპულარული სააგენტო Goal-ის ბოლო მონაცემებით, ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ათეულშია და მე-8 პოზიციას იკავებს, ლიდერი კი ლიონელ მესია.

გათვალისწინებით იმისა, რომ კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ქართველი France Football-ის ტოპ 10-ში, დიდი ალბათობით, მოხვდება.

altBallon d'Or 2023 Power Rankings. კვარაცხელია კვლავ მერვე პოზიციაზეა

მკითხველის კომენტარები / 23 /
რა მესი?! ჰოლანდმა გადაჯერგა მოწინააღმდეგები-მთელი სეზონი. საოცარი შედეგები დადო. გოლების და პასების სტატისტიკით რომ ვერ აჯობა ჰოლანდს, რაღაც მეასეხარისხოვანი სტატისტიკები გამოაგორეს :) დრიბლინგები, გადამწყვეტი პასები, აჩქარებები და ა.შ იმ არგენტინის ნაკრებშიც, დი მარიამ, მაკალისტერმა ან დე პაულიმ არანაკლები თამაში დადეს. ისე არ იყო, მესიმ პერსონალურად მოიგო მუნდიალიო. მოკლედ ბოლო 15 წლის განმავლობაში, ორკაცა დაპირისპირების თარგში გვაყურებინეს ფეხბურთს. ის რომ მესი და რონალდუ საუკეთესოები იყვნენ, ეჭვგარეშეა, მაგრამ ინიესტას, სნეიდერის, რიბერის, რობენის, სუარესის ან იბრას არ შემჩნევა, ნამეტანი იყო. ისე, როგორც ლევანდოვსკის იგნორი. ახლა ჰალანდის არშეფასება. მსოფლიო ჩემპიონატი, 19 წლის მბაპემაც მოიგო, მაგრამ არც მას მისცეს ოქროს ბურთი. რაც არ უნდა დიადი იყო, დროზე წასვლა უნდა ისწავლო.
ციციკორე
11:09 10-06-2023
12
კიდე კარგი კვარა ლიდსში არ გადავიდა შარშან როგორც წერდნენ, ტორე ეხლა მე-2 ლიგაში იქნებოდა..
აქაური
10:54 10-06-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული