ხოჭოლავამ ოპერაცია ახლა მარჯვენა ფეხზე გაიკეთა

AutoSharing Option
"კოპენჰაგენის" საიტი იტყობინება, რომ მათი გუნდის 30 წლის ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ მარცხენა ფეხის შემდეგ, ოთხშაბათს ოპერაცია მარჯვენა ფეხზე გაიკეთა და 8-12 კვირა მოუწევს უქმობა.

"დავითმა ზაფხულში ერთ ფეხზე გაკეთებული ოპერაციის მერე კარგად მოახერხა აღდგენა, მაგრამ ანალოგიური პრობლემები მეორე მუხლზე ჰქონდა. ამიტომ იმისათვის, რათა მომავალში სერიოზული ტრავმის რისკისათვის თავი აგვერიდებინა, ოპერაციის ახლა გაკეთება გადავწყვიტეთ, რომელიც გეგმის მიხედვით ჩატარდა და გამოჯანმრთელება და ფორმაში ჩადგომა დასჭირდება", - განაცხადა "კოპენჰაგენის" მთავარმა ექიმმა მორტენ ბოესენმა.

"რა თქმა უნდა, დავითისთვის და ჩვენთვის სამწუხაროა, რომ მას შემდეგ,
რაც გამოჯანმრთელდა და ძლიერი დაბრუნდა, ახალი კურსის გავლა მოუწევს. ვიცით, მას ძლიერი ხასიათი აქვს, ისევ დაგვიბრუნდება, თუმცა ამჟამად მისთვის რთული პერიოდია", - აღნიშნა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იაკობ ნეესტრუპმა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეგაა ქართული ფეხბურთი, ბავშვების ფეხის სახსრების მკვლელები, გაოცებული არიან ევროპაში სად ზრდით და რას ავარჯიშებთ პატარებსო, ასეთი განადგურებულ-დასახიჩრებული მყეს-კუნთებით დიდ შედეგს ელიან ქარფეეეხბურთისბოსსსსსზზები
suxumchanin
07 ივლისი 2023 03:10
3
დათას მართლა რომ არ სტკიებოდა,ორივე მუხლზე ოპერაციას არ გაიკეთებდა!აი მაინც რომ ჯერ ითამაშა და მერეღა გაიკეთა,ეს უკვე მის კლუბს უნდა მოვკითხოთ.მათი ზეწოლის გარეშე,ორივე მუხლმტკივანი და ნაკრებში არ წამოსული კაცი,საკუთარი სურვილით,არც გუნდში ითამაშებდა.თანაც არ დაივიწყოთ,რომ,მაშინ,დაცვის წამყვანი ფიგურა იყო,კაშიასთან ერთად.
ჩემი აზრით,ადამიანებში მხოლოდ ცუდის დანახვაც არ არის,მთლად კარგი საქციელი.
სოსო
06 ივლისი 2023 13:29
3
ქართველმა კაცმა როგორც გაბრაზება იცის , ასევე იცის პქტიება, თუმც პატიება იცის მონანიების შემდეგ!
ფაქტი ერთია:
ვერ დაგვაჯერეთ ქართველი ხალხი, რომ ნაკრებში არ თამაში მართლაც ტრავმით იყო გამოწვეული, არც შეცდომის აღიარება მოგვისმენია და შესაბამისად არც სინანული!
უშეცდომო არავინაა, თუმც ამ შეცდომის აღიარება რომ უდრო მეტი ვაჟკაცობაა ეგ ვერ გაგიგია!
სამწუხაროა, მაგრამ მხოლოდ სიჯიუტეში გამოვლინდა შენი ქართველობა!
მიუხედავად ყველქფრისა მადლობა ნაკრებში ჩატარებული გულიანი თამაშებისთვის, წარმატებები
ირაკლი
06 ივლისი 2023 11:44
12
ეეჰ დათა,დათა...აგიყვა ცუდი ამბები,ასე ხდება როცა საკუთარი ქვეყნის გრცხვენია,უკრაინა განიცდის შენს ტრამვას...მაინც ჯანმრთელობას გისურვებ და ცოლის ჭკვაზე სიარულს თავი გაანებე...საქართველოა შენი სამშობლო და არა უკრაინა და ზელიონკა...აბა ჰე წარმატებები პირად კარიერაში...ნაკრებში აღარ ჩამოხვიდე...
ნიკო
06 ივლისი 2023 09:53
18
აწი რაღას მოიმიზეზებს ნეტა
ტოტტი
06 ივლისი 2023 07:39
13
შუა ფეხზე დარჩა გასაკეთებელი...
!
06 ივლისი 2023 07:13
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული