"მარადიშვილი რუსეთის ნაკრებს არ სჭირდება" - "ზენიტის" ყოფილი ფეხბურთელი

AutoSharing Option
"ზენიტის" რიგებში რუსეთის ორგზის ჩემპიონმა და ქვეყნის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ვლადიმირ ბისტროვმა Матч ТВ-ზე პროგრამა Есть тема-ში განაცხადა, რომ მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელმა კონსტანტინე მარადიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა იმიტომ მიიღო, რომ რუსეთის ეროვნულ გუნდში მოხვედრის პერსპექტივა არ ჰქონდა.

"ფეხბურთში გაცილებით რთულია ერთი ნაკრებიდან მეორეში გადასვლა. მარადიშვილი ჩვენს ნაკრებს არ სჭირდება. არ აპირებდნენ, რომ ეთამაშებინათ. მას რა, ეყურებინა და ნაკრების გარეშე ყოფილიყო? საჭირო რომ ყოფილიყო, რუსეთის ეროვნულ გუნდში უხმობდნენ".

მარადიშვილს რუსეთის ასაკობრივ ნაკრებებში 11 მატჩი აქვს ჩატარებული, ეროვნულ გუნდში არ უთამაშია, გავრცელებული ინფორმაცის
თანახმად კი, საქართველოს საფეხბურთო მოქალაქეობა მიიღო, რაც ჯერ არ დადასტურებულა.

მკითხველის კომენტარები / 48 /
საქართველოში ვის ჭირდება?? მხოლოდ რუსეთუმეებს!!!!
სანდრო
00:15 19-08-2023
3
ქოჩორაშვილი და ალთუნაშვილი ამ მარადიშვილზე უკეთესები არიან,ასევე კრემონეზეში თამაშობს დაჩი ლორთქიფანიძე, თვრამეტი წლისაა და მომავალში ყველა მის კონკურენტს აჯობებს!!!!
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული