გიორგი ბერიძე "კოჯაელისპორში" გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 26 წლის თავდამსხმელმა გიორგი ბერიძემ თურქეთში გუნდი გამოიცვალა.

ბერიძემ სუპერლიგის "ანკარაგიუჯიუსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და პირველი ლიგის "კოჯაელისპორში" გადავიდა.

ბერიძე ადრე "დილაში", "ზესტაფონში", "გენტში", "ტრენჩინში", "უიპეშტში", "ლოკერენსა" და "ანკარაგიუჯიუში" თამაშობდა. მან ეროვნულ გუნდში 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

"კოჯაელისპორი" 4 ტურის შემდეგ 6 ქულით ჩემპიონატში მერვე ადგილზეა და 16 სექტემბერს "ბოლუსპორს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ტრანსფერმარკეტზე ნახეთ და მიხვდებით თუ რატო გადავიდა თურქეთის 2 ლიგაში
gigi
12 სექტემბერი 2023 17:04
0
ვნახე მაგრამ ვერ მივხვდი. იქნებ შენ გვითხრა?
fani
13 სექტემბერი 2023 12:26
0
კომენტარებში წერენ რომ სირცხვილია თურქეთის 1 ლიგაში გადასვლა. სირცხვილი რატომ არის?? აბა ჩადით და ნახეთ როგორი პირობებია, როგორი გაშუქებაა და როგორ უყვართ ფეხბურთელები ქოჯაელში. აქ მგონი კომენტარებს ისეთი ხალხი წერს, ფეხბურთთან შეხება მხოლოდ ტოტალიზატორიდან რომ აქვს. მე ვიცი რაც ხდება ქოჯაელში და ამას იმიტომ ვწერ, თან ასეთი კომენტარებით ხომ გულს ტკენთ ფეხბურთელებს და ამ შემთხვევაში გიორგი ბერიძეს. მიდი გიო, მიაწექი ბოლომდე, მთელი გულით გგულშემატკივარობ!!!
იღბლიანი
12 სექტემბერი 2023 16:35
2
რას უნდა მიაწვეს? მორჩა მაგის ფეხბურთი, ყოველ შემთხვევაში ნაკრები დაიხურა. არა და მომწონდა ეგ ბიჭი. აგენტი საერთოდ არ ყავს ეტყობა და არც ჭკუის დამრიგებელი. განა რა ფული უნდა იშოვოს თურქეთის რანგით მეორე ლიგაში?
Olee
12 სექტემბერი 2023 19:32
0
სამწუხაროა, რომ ასეთი პერსპექტიული ფეხბურთელი თურქეთი მეორე ლიგაში გადავა...
ლაშა
12 სექტემბერი 2023 15:19
0
და რატომ? კონტრაქტი გაწყვიტაო ისე წერთ თითქოს თავისი სურვილი იყო და ბავშვობიდან ოცნებობდა თურქეთის I ლიგიდან II ლიგაში გადასვლაზე...
როდის უნდა ისწავლოთ რომ ინფორმაციას როდესაც გვაწვდით მიზეზიც უნდა დაწეროთ და თუ არ იცით მიდგეთ მოდგეთ და გაარკვიოთ...
ვენეციის კომისია
12 სექტემბერი 2023 11:33
0
ნუ რაც არ უნდა იყოს ფაქტი ისაა რო ქართველი ფეხბურთელი არავის არ ჭირდებ არაფერში :D
იკა
12 სექტემბერი 2023 11:00
3
მოკლედ ჩვენები იპყრობენ მეორე ლიგებს, იმედია ზოგიერთი დაწინაურდება მთავარ ლიგაში.
Givi
12 სექტემბერი 2023 10:16
0
ვინ ყავს აგენტი და თურქეთის 1 ლიგის გუნდის გარდა როგორ ვერ უნახეს ადგილი? რა უნდა ამას იქ? სირცხვილია
სხვა
12 სექტემბერი 2023 10:00
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული