ხოჭოლავა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"?

AutoSharing Option
"კოპენჰაგენის" ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ, რომელმაც ფეხზე ოპერაცია გაიკეთა, ექვსთვიანი პაუზის შემდეგ პირველად "მიდტიულანდთან" ითამაშა. ამის შესახებ კლუბის საიტი იტყობინება.

ხოჭოლავამ განაცხადა, რომ ჯერ საუკეთესო ფორმაში არაა, მაგრამ დაბრუნებით ბედნიერია და მალე "პარკენის" სტადიონზე თამაშის იმედი აქვს.

"კოპენჰაგენი" 11 ტურის შემდეგ დანიის სუპერლიგაზე 23 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ბრონდბიუს" 1 ქულით ჩამორჩება და 21 ოქტომბერს "ვეილეს" უმასპინძლებს. ამ მატჩისადმი ინტერესი დიდია, 30 ათასი ბილეთი უკვე გაყიდულია და უცნობია, მიიღებს თუ არა ამ შეხვედრაში ხოჭოლავა მონაწილეობას. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ცენტრალური
მცველი ნიკოლაი ბოილესენი დაშავებულია, ქართველის ასპარეზობა გამორიცხული არ არის.

24 ოქტომბერს "კოპენჰაგენი", ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, სტუმრად "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ღმერთმა ხელი მოუმართოს, ხოჭოლავასაც და ყველას, მაგრამ მე, ამ ბიჭის ხილვა ნაკრებში არანაირად არ მინდა. მარტო ბურთი არაა, ცოტა ტვინიც საჭიროა.
დიდება საქართველოს!
ლევანი
17:56 19-10-2023
1
შენც ახლა თავი არ მოიკლა ნაკრებისთვის!!!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული