"შახტარი უკვე ბარსელონაშია - ათამაშებენ აზაროვს და გოჩოლეიშვილს?

AutoSharing Option
25 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, "შახტარი" სტუმრად "ბარსელონას" დაუპირისპირდება. დონეცკური გუნდი და მისი ქართველი ლეგიონერები ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი დღეს ჩავიდნენ დანიშნულების ადგილზე.

21 ოქტომბერს "შახტარმა" უკრაინის პრემიერლიგის მეთერთმეტე ტურში ლვოვში 3:0 სძლია "ჩერკასის", საიდანაც პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში ავტობუსით გაემგზავრა, იქიდან კი კატალონიაში გადაფრინდა. "მეშახტეებმა" ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Hotel SOFIA Barcelona-ში დაიდო ბინა, რომელიც "კამპ ნოუსთან" ახლოს მდებარეობს, თუმცა, როგორც იცით, ეს არენა რეკონსტრუქციის პროცესშია და "ბარსა" საშინაო მატჩებს 55 926-იან "ოლიმპიკ ლიუის კომპანისზე" ატარებს.

H ჯგუფში
6 ქულით ლიდერი "ბარსელონაა", "შახტარი" კი 3 ქულით მესამე ადგილზეა.

შეხვედრა თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება და საინტერესოა, მიეცემათ თუ არა თავის გამოჩენის საშუალება აზაროვსა და გოჩოლეიშვილს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
დღევანდელ შახტიორს,მეეჭვება რომ ბარსელონას შეჩერება შეეძლოს.ეს უკვე ის,ბრაზილიელების სავსე გუნდი აღარაა.გუნდის შანსი,სწორად თამაშში,ფიზიკასა და თავგანწირვაში იქნება.ესპანეთის წინააღმდეგ,ჩვენს ბიჭებს ძალიან გაუჭირდათ,მით უფრო გოჩოლეიშვილს,მაგრამ მეორე მხრივ,მათ აქვთ ცოცხალი ხსოვნა,ესპანელების წინააღმდეგ ბრძოლის და შესაძლოა, მათი დაყენება უფრო შედეგიანი აღმოჩნდეს,გუნდისათვის.თუ მწვრთნელი სწორად გამოიყენებს,მათ თუნდაც უარყოფით,მაგრამ მაინც გამოცდილებას,შესაძლოა წინა თამაშში დაშვებული შეცდომების არ გამეორებით,ფლანგები კარგად დაკეტონ კიდეც.სწორედ ამას ვუსურვებ გიორგის და ირაკლის.
სოსო
10:50 24-10-2023
0
წარმატება შახტარს, აზაროვს, გოჩოლეიშვილს! მიდით ბიჭებო აბა თქვენ იცით!!!!!!!!!!!
გია
23:32 23-10-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული