გაბრიელ სიგუა, რომელმაც შვეიცარიის სუპერლიგის მე-13 ტურში "ბაზელს" "ივერდონთან" გამარჯვება მოუპოვა, დღეს "სერვეტთან" გასვლით მატჩში გააძევეს.
მწვრთნელმა ფაბიო ჩელესტინიმ სიგუა ძირითად შემადგენლობაში დააყენა, ქართველი დებიუტში გოლის გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ ბურთი კარს ოდნავ ააცილა, მე-18 წუთზე კი მეტოქის მცველს ბრედლი მაზიკუს ეუხეშა და მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა.
კაცნაკლულმა "ბაზელმა" დაწინაურება მოახერხა, თუმცა შემდეგ ოთხი გოლი გაუშვა 1:4 და დამარცხდა.
"ბაზელი" 8 ქულით აუტსაიდერია და 26 ნოემბერს "სენტ გალენს" უმასპინძლებს. გაბრიელს დისკვალიფიკაციის გამო ამ შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.
სიგუა საქართველოს ნაკრების
მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნოემბერში ჩასატარებელი თამაშებისთვის გამოიძახა.
ვიდეო
https://youtu.be/u6moIXIWoBw?si=FxJkdVvB4jvgX3TP