"სამწუხაროა, რომ შოტლანდიელი ბებია ან ბაბუა არ ჰყავს" - შოტლანდიური გამოცემა კვარაცხელიაზე წერს

AutoSharing Option
შოტლანდიური მედია საქართველოსა და შოტლანდიას შორის ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს (2:2) გამოეხმაურა.

The Scotsman-ი აღნიშნავს, რომ მათ ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელი ძალიან გამოადგებოდა.

"ქართველმა ფეხბურთელმა აჩვენა ის, რაც სტივ კლარკის გუნდს მომავალი ზაფხულისთვის ჰაერივით სჭირდება. სამწუხაროა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ბებია ან ბაბუა დანუნიდან (შოტლანდიური ქალაქი), ან რომელიმე ჩვენი სხვა რეგიონიდან.

რამდენად გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს, კვარაცხელიამ 22 წლის ასაკში საკუთარ ნაკრებში უკვე 27 მატჩი ჩაატარა, "ნაპოლის" გარემარბმა შოტლანდიასთან მატჩში დუბლი შეასრულა და ყველას დაუმტკიცა, რომ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე
თვალსაჩინო ტალანტია.

ალბათ, შოტლანდია არაფერს დაიშურებდა, რომ მომავალ ზაფხულს მისი თვითმფრინავით გერმანიაში წაყვანა შეეძლოს, სწორედ კვარაცხელიაა ის, ვინც სტივ კლარკის გუნდს ასე ძალიან აკლია. სამწუხაროდ, ეს ბოლო თამაშმაც დაადასტურა. ხვიჩა გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელია, ვიდრე ჰარვი ბარნსი, არც ეს უკანასკნელია ცუდი მოთამაშე, თუმცა "ქართველი მაესტროსგან" განსხვავებით, მას ფეთქებადი ძალა აკლია. ზოგადად, ევროპაში კვარაცხელიას მსგავსი მოთამაშეები ძალიან ცოტანი არიან.

შოტლანდიასთან მატჩში კვარაცხელია დაცვითი ფუნქციებისგან გათავისუფლებული იყო, მან ჩვენთვის პრობლემების შექმნა პირველივე წუთებიდან დაიწყო, თუმცა შოტლანდიამ გაძლო. მაკტომინეიმ დიდი მსხვერპლი გაიღო, ლოურენს შენკლენდმა კი შეგვახსენა, რომ მცირე შანსის გოლად გარდაქმნა შეუძლია და ევრო 2024-ზე საკუთარი ქვეყნისთვის ადგილი დაჯავშნა", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში 7 ტურის შემდეგ 8 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

alt"მაცარის მოთხოვნა კვარაცხელიას" - რას წერს იტალიური მედია

alt"ბელინგემს ჩემს ნათქვამზე გაეცინა... ლეაოზე ეს ისტორია ბევრმა არ იცის" - ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან

alt"გვსურს ესპანეთთან დავამტკიცოთ, რომ წინა მატჩში არ გაგვიმართლა" - კვარაცხელიას და ქოჩორაშვილის კომენტარი

მკითხველის კომენტარები / 26 /
ხვიჩას თავი დაანებეთ ჩვენი მარგალიტია!მე მიშოვნეთ დიდი ბრიტანეთიდან ბებია-ბაბუა თუ ასე გულით გინდათ...
გოჩა
19 ნოემბერი 2023 13:47
6
შოტლანდიელებო, წაიკითხეთ ძველი მსოფლიოს ისტორიის ინგლისელი ისტორიკოსების წიგნები და ნახავთ, რომ იბერთა შთამომავლები ხართ, ანუ თუ ხვიჩას არ ყავს შოტლანდიელი ბებია-ბაბუა, სამაგიეროდ თქვენ გყავთ იბერი ბებია-ბაბუა. ასე, რომ ამ კუთხით შეგიძლიათ ჩალიჩი.
ჟორა გაბრიჭიძე
19 ნოემბერი 2023 12:47
11
ჟორიკ, რომელი სოფლის ბირჟაზე მოისმინე ეგ ამბავი? ))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
მანფრედ კალცი
19 ნოემბერი 2023 21:37
2
პატივცემულო ჟორა, ეგებ ერთი ან ორი პირდაპირი წყარო და კონკრეტული ავტორიც დაგვისახელოთ.
გმადლობთ.
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
19 ნოემბერი 2023 18:21
6
ყველა გამოხმაურება
ქართველი ჰყავს სწორედ ბაბუა-ბებია, სამარგალოდან, კერძოდ წალენჯიხიდან…
ლაშა
19 ნოემბერი 2023 12:08
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული