გამოუყენებელი მომენტის გამო, "კვარა" იტალიურმა მედიამ კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია. გთავაზობთ მათ კომენტარებს.
"შჩესნითან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ მოულოდნელად გოლის გატანა ვერ მოახერხა, ამ ეპიზოდის შემდეგ ფსიქოლოგიურად წნეხს ვერ გაუძლო, ამაზე ცუდ მატჩს ფიზიკურად ვერ ჩაატარებდა" - Eurosport-ი.
"ნაპოლის" კრიზისის სიმბოლო, მას თითქმის არაფერი გამოსდის, მისი დრიბლინი გაუჩინარდა, შესანიშნავი
"სენსაციური შეცდომა დაუშვა, არადა, ოსიმენმა შოკოლადი მიართვა. ზედმეტად ბევრი იფიქრა და არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. "კვარას" გაფუჭებული მომენტის გამო, "ნაპოლიმ" მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხა" - Tuttonapoli.
"ხვიჩამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც ოსიმენმა ბრწყინვალე პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა" - Sportmediaset-ი.
"გარდა გამოუყენებელი საგოლე მომენტისა, რომელიც ამ შეხვედრაში საუკეთესო შანსი გახლდათ, იმედგაცრუების გამო, ყვითელი ბარათიც მიიღო, ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა" - Football Italia
„ნაპოლი“ 24 ქულით ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 13 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე „ბრაგასთან“ გამართავს.
"გეტყვით, კვარაცხელიას რატომ უჭირს" - რა თქვა მაცარიმ "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ
"პრობლემა კვარაში უფროა თუ "ნაპოლიში?" - მერაბ მეტრეველი
"მოედანზე ყველაზე ცუდი იყო, საკუთარი თავის აჩრდილია" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე
ხვიჩას ხელიდან გაშვებული შანსი და გაფრთხილება - "ნაპოლი" "იუვენტუსთან" დამარცხდა [VIDEO]
ამიტომაც არ მევასება ეს გადამეტებული კრიტიკა ან ქება-დიდება, ფეხბურთელი რო კითხულობს ეგეთ რამეებს უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს რომ იმედები გაამართლოს და წნეხში ექცევა. აშკარაა რომ მუხლების კანკალით თამაშობს წელს. სანამ არ დაწყნარდება და დაიკიდებს გულშემატკივრის ქება დიდებას და კრიტიკას მანამდე ასე იქნება. შარშან მაგისთვის ფეხბურთი იყო გართობა, წელს არის სამუშაო.
სპალეტის ეტყობოდა რომ კარგი პერსონალური მენეჯერია, ყველანაირ წნეხს არიდებდა. წელს უკვე კუანა მწვრთნელების ხელშია და მარტო თავის თავზეა დამოკიდებული.