როგორ ავხსნათ ის, რაც ხვიჩას თავს ხდება - "რატომ მაინცდამაინც მე?!"

AutoSharing Option
"უნარები და ჩვევები, რამაც ჩვენი წარმატება და სტატუსი განაპირობა, შესაძლოა, შემდგომი წინსვლისთვის აღარ იყოს საკმარისი" - ეს მარშალ გოლდსმითის სიტყვებია. თანამედროვე ფეხბურთში ვარსკვლავების ხვედრი რთულია, მოწინააღმდეგე ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი გზით გაიძულებს, მუდმივად სიახლეზე იფიქრო, საკუთარ შესაძლებლობებს რაღაც განსხვავებული შესძინო.

ხვიჩა კვარაცხელია ის კაცია, რომელიც ერთ ადგილას არასდროს ჩერდება და ზუსტად იცის, თავისი მიზნების განმსაზღვრელი ხაზი მაქსიმალურად შორს უნდა გაავლოს; ძალისხმევისა და რესურსების შეთავსებაც კარგად შეუძლია... პირველი შთამბეჭდავი წლის შემდეგ ბევრი წინაღობაა. როცა რაღაც ახალზე ვსაუბრობთ, აქ მხოლოდ ცალკეული ფეხბურთელი
არ უნდა ვიგულისხმოთ, მწვრთნელსა და თანაგუნდელებზეც ითქმის, ეს ამბავი კი ბოლო დროს პრობლემურია...

რა შეგვიძლია დავასახელოთ ახლა ხვიჩა კვარაცხელიას წმინდა საფეხბურთო სირთულედ? - პასუხი იქნებ მარტივიცაა და რთულიც. "კვარა" ძველებურად შემართული არაა? - გამორიცხულია, ის ისევ ბევრს მოძრაობს, ეხმარება დაცვას, იგებს ორთაბრძოლებს. დრიბლინგი? - ვხედავთ, რომ მის წინააღმდეგ განსაკუთრებული მეურვეობაა, ამ დროს რთულია, ექსტრაორდინარული იყო, მუდამ გამწვავებაზე წახვიდე, ბურთის დაკარგვის და საპასუხო იერიშის განხორციელების საფრთხეც დიდია.

ხვიჩა ყველას გულებში, პირველ რიგში, მაინც იმის გამო შეიჭრა, ლამის მძლეოსნობად ქცეული დღევანდელი ფეხბურთი სიხალისითა და ფინტებით გაამრავალფეროვნა. იქნებ ეს ძველებურად რომ არ გამოსდის, ქართველ გარემარბზე წნეხს ზრდის. რა თქმა უნდა, რაღაც ისე თუ აღარაა, როგორც ადრე, ეს ფრუსტრაცია არაფრითაა, მსგავსი ფიქრები ჩვენებურს არ უნდა ჰქონდეს, ამას ზედმეტი საზრისი არ უნდა მიანიჭოს!..

Sportall.Ge

კვარაცხელია საკუთარ თავზე მუშაობს და ზუსტად იცის, პრობლემის გადაჭრაზე მიმართული აქტივობები როგორ დაგეგმოს. ამისთვის იქნებ სხვების დახმარებაც საჭიროა, შესაბამისი ადამიანების ზუსტი და ეფექტური მუშაობა. მწვრთნელისგან მხოლოდ "ჩახუტებაც" პანაცეა ვერ იქნება.

არ გვინდა, ვინმემ იფიქროს, რომ გარკვეულ საკითხებში ორაზროვნება გვახასიათებს. მაგალითად, ვწერთ, რომ ნეაპოლელთა 77-ე ნომერს ფორვარდის თვისებები აქვს, ამავდროულად კი, ვნახეთ, მან ძალიან რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. შოტლანდიისა და ესპანეთის ნაკრებებთან რაც იყო, დასკვნისთვის საკმარისია. უბრალოდ, მაინც უნდა განვასხვავოთ მუდმივად გარკვეულ პოზიციაზე თამაში და ეპიზოდურად იმ როლში აღმოჩენა. ისე კი, ხელსაყრელი მომენტი არაერთ დიდ ფორვარდს ვერ გამოუყენებია. ჩვენებურმა თავი იმის ფიქრით არ უნდა დაისტრესოს - "რატომ მაინცდამაინც მე?!"...

მაინც როგორ შეიძლება ავხსნათ ის, რაც "იუვენტუსთან" მოხდა? - "კვარა" ბოლო დროს შეეჩვია, რომ მას გადაწყვეტილების მისაღებად ცოტა დრო აქვს, ხშირად უბლოკავენ დარტყმებს და მეკარეებიც თავგამოდებულები არიან. ხვიჩამ ახლა ბურთი ისეთ სიტუაციაში მიიღო, სხვადასხვა ვარიანტი გაიაზრა, როგორც დარტყმის, ასევე ბურთთან ერთად მოძრაობის გაგრძელების. კვარაცხელიამ გონებაში ყველაფრის გაელვება მოასწრო, მწარე გამოცდილებისა თუ თავისი შესაძლებლობების და გადაწყვიტა, მაღალ კუთხეში დაერტყა...

Sportall.Ge

უფრო დამაფიქრებელი კი მაინც ის იყო, ჩვენებურს ამის შემდეგ ემოციების კონტროლი რომ გაუჭირდა, პროვოკაციასაც აჰყვა და გაფრთხილება სეზონში უკვე მესამედ მიიღო. არადა, გასულ გათამაშებაში მას მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი ჰქონდა. ყველაფერს დისციპლინურ საკითხთან რომ არ მივყავდეთ, ამას განსაკუთრებულად არ ჩავთვლიდით. ამაზე საგანგაშო კი ის იქნება, ქართველი ფეხბურთელი ჩვეულ ხასიათს, სიხალისეს და პროცესით სიამოვნების სრულფასოვნად მიღებას მაქსიმალურად სწრაფად თუ არ დაიბრუნებს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ ვხედავთ, თუმცა ხვიჩას ცხოვრებაში ბოლო ერთ წელიწადში ყველაფერი პოზიტიური მოხდა. სირთულეებისა და პასუხისმგებლობის ზრდაც გვესმის, მაგრამ ვარსკვლავობის გზაზე ეს მნიშვნელოვანი ამბავია. მის გვერდით უმარავი ადამიანია, რომლებთანაც ემოციების გაზიარება შეუძლია, რაც სრულყოფილს გახდის!..

altხვიჩას ხელიდან გაშვებული შანსი და გაფრთხილება - "ნაპოლი" "იუვენტუსთან" დამარცხდა [VIDEO]

alt"ნაპოლის" კრიზისის სიმბოლო" - იტალიურმა პრესამ კვარა კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია

მკითხველის კომენტარები / 70 /
მე მაინც ქართული ხასიათის ბრალი მგონია და არა ადრეულ ასაკში მეუღლის მოყვანის. ეგრე ბექჰემმა ადრე მოიყვანა ვიქტორია და მშვენიერი ფეხბურთი ითამაშა. ძალიან არ მინდა რომ იგივე დაემართოს ხვიჩას რაც ადრე ბევრ მაგარ ქართველ ფეხბურთელს.
Mirza
10 დეკემბერი 2023 23:54
9
რატომ ესროლა ბურთი გატის, რატომ ჩხუბობს მსაჯთან ყოველთვის, ნერვები აქ არაფერ შუაშია, რაღაც პროვინციალიზმის მაგვარი ჭარბობს ამას სხვას ვერაფერს ვერ დაარქმევ... არ ყავს წესიერი დამრიგებელი... ასეთი საქციელით ვერც კლუბში მოიპოვებს ნდობას ვერც ნაკრებში და საერთოდ დაიკარგება მისდამი დიდი კლუბების ინტერესი.. არ ვიცი რაღაც რომ ხდება ამ ბიჭის თავს ფაქტია, თვითონვე უნდა მოეგოს გონს...
დათო
10 დეკემბერი 2023 21:28
13
გატუზოს შესახებ თუ გსმენია? ან მასზე ნაკლებ აგრესიული პეპე გაიხსენე, თუნდაც ზიდანი თავისი საფირმო "თავურით"! თუ ასაკით პატარა ხარ დაგუგლე და ნახე მათი საქციელები და რომელი სად თამაშობდა მაგასაც ადვილად იპოვნი ინტერნეტში.
ბათუმელა
11 დეკემბერი 2023 09:35
2
იმ მომენტს თუ კარგად გავაანალიზებთ, ძალიან ადვილი გასაგებია, რატომაც ესროლა. გატის არასპორტული ქცევა მსაჯს რატომღაც "შეუმჩნეველი" დარჩა.
კირკიტა
10 დეკემბერი 2023 23:23
3
ყველა გამოხმაურება
კარიერა უკვე ჩააბარა შეყვარებული თუ ვინც არის..გახდა ერთი უბრალო რიგითი ფეხბურთელი
Asea
10 დეკემბერი 2023 21:07
27
ძნელია ორ ფრონტზე ბრძოლა და ენერგიის ხარჯვა , იჩქარა ერთი -ორი წელი კიდე ოჯახი არ უნდა შეექმნა, სიმართლე ეგაა ტყვილა ველოდებით ძველებურად ათამაშებულ კვარას , ერთი ორი თამაში შეიძლება გაიბრწყინოს აი მთელი სეზონი გამორიცხულია...
დავითი
10 დეკემბერი 2023 20:55
20
კარგი სტატიაა. კვარამ ფეხბურთს დაუბრუნა საქართველო.
რაც შეეხება კვარას, მას ფიზიკურ მომზადებაზე სჭირდება მეტი დროის დათმობა. ბურთის მიღებაზე პერსონალური ვარჯიშია საჭირო. მისკენ გაგზავნილი ბურთი ხშირად იკარგება. არ მიყვარს შედარება, მაგრამ ოსიმჰენი მისკენ წამოსულ ბურთს არავის უთმობს, არც ზემოთ და არც ქვემოთ. კიდევ, ვისურვებდი რომ თვითონაც ებრძოლა ბურთის მოსაპოვებლად. გაქცეულ ბურთსაც ბოლომდე უნდა სდიოს. მოკლედ ინდივიდუალური მწვრთნელი სჭირდება, ერთი წლით მაინც. რაც შეეხება დრიბლინგს და პასს, მას ამაში ბადალი არა ჰყავს. მაგრამ როგორც ვხედავთ, ეს საკმარისი არაა.
რაც შეეხება ნაპოლის, გამთამაშებლები არა ჰყავთ, რომლებიც მეტოქის პრესსინგს გაუძლებენ. მეკარეც სუსტი ჰყავთ.
ლევანი
10 დეკემბერი 2023 20:13
7
ბრაგასტან არ იქნება დაიწერა უკვე აქ გრიპის მიზეზი არ უნდა იყოს...ისე შეიძლება წაადგეს ერტი ან ორი ტამაშის გამოტოვება
აკა
10 დეკემბერი 2023 20:06
2
ხვიჩა, დაემორჩილე ხალხის ნებას, იღე ყურად ხალხის ძახილი და გაშორდი ცოლს. კარიერას რომ დაამთავრებ მერე თავიდან დაქორწინდი, სად გეჩქარება!
რა დროს ცოლია, როცა წინ ფეხბურთია
10 დეკემბერი 2023 19:36
28
ექიმს გაესინჯე, შე საწყალო.
გიორგი
11 დეკემბერი 2023 15:09
1
ჩამო კვარა ფოთის კოლხეთში თორე ცოტა ხანში ფოთის კოლხეთიც სანატრელი გაგიხდება...
skeleton
10 დეკემბერი 2023 18:56
29
საკუთარი სახელი არ აქვს და სხვისი სახელით დაიწყო წერა ამ უბადრუკმა
Skeleton
11 დეკემბერი 2023 17:04
1
Ისე კაი მეზღაპრე იქნები შენ...
Თუ სიზმარი მოგვიყევი?
waltet white-ს
10 დეკემბერი 2023 18:54
2
მე არ ვიცი ეს ფეხბურთში, როგორ ხდება, მე ჭიდაობას ვავარჯიშებდი და ყველა შეჯიბრზე საღამოს ვარჩევდით ვინ რა დროს რა შეცდომა დაუშვა და როგორ უნდა ემოქმედა იმ სიტუაციაში. თუ ამას ნაპოლი აკათებეს და განვლილ თამაშს არჩევენ, მაშინ რატომ არ მიუთითებენ ფეხბურთელებს იმას, რომ ხვიჩა თავისუფალი ზონისკენ გარბის და მცველი იმის ნაცვლად, რომ ბურთი იქ გაუგოროს ან უკან აბრუნებს, ან მარჯვენა ფრთაზე გადააქვს. სხვათაშორის ეს მარტო ხვიჩას მისამართით არ ხდება. ამაში ყველაზე მეტად ზელინსკი მყავს შემჩნეული.
ჟორა
10 დეკემბერი 2023 18:47
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული