როგორ ავხსნათ ის, რაც ხვიჩას თავს ხდება - "რატომ მაინცდამაინც მე?!"

AutoSharing Option
"უნარები და ჩვევები, რამაც ჩვენი წარმატება და სტატუსი განაპირობა, შესაძლოა, შემდგომი წინსვლისთვის აღარ იყოს საკმარისი" - ეს მარშალ გოლდსმითის სიტყვებია. თანამედროვე ფეხბურთში ვარსკვლავების ხვედრი რთულია, მოწინააღმდეგე ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი გზით გაიძულებს, მუდმივად სიახლეზე იფიქრო, საკუთარ შესაძლებლობებს რაღაც განსხვავებული შესძინო.

ხვიჩა კვარაცხელია ის კაცია, რომელიც ერთ ადგილას არასდროს ჩერდება და ზუსტად იცის, თავისი მიზნების განმსაზღვრელი ხაზი მაქსიმალურად შორს უნდა გაავლოს; ძალისხმევისა და რესურსების შეთავსებაც კარგად შეუძლია... პირველი შთამბეჭდავი წლის შემდეგ ბევრი წინაღობაა. როცა რაღაც ახალზე ვსაუბრობთ, აქ მხოლოდ ცალკეული ფეხბურთელი
არ უნდა ვიგულისხმოთ, მწვრთნელსა და თანაგუნდელებზეც ითქმის, ეს ამბავი კი ბოლო დროს პრობლემურია...

რა შეგვიძლია დავასახელოთ ახლა ხვიჩა კვარაცხელიას წმინდა საფეხბურთო სირთულედ? - პასუხი იქნებ მარტივიცაა და რთულიც. "კვარა" ძველებურად შემართული არაა? - გამორიცხულია, ის ისევ ბევრს მოძრაობს, ეხმარება დაცვას, იგებს ორთაბრძოლებს. დრიბლინგი? - ვხედავთ, რომ მის წინააღმდეგ განსაკუთრებული მეურვეობაა, ამ დროს რთულია, ექსტრაორდინარული იყო, მუდამ გამწვავებაზე წახვიდე, ბურთის დაკარგვის და საპასუხო იერიშის განხორციელების საფრთხეც დიდია.

ხვიჩა ყველას გულებში, პირველ რიგში, მაინც იმის გამო შეიჭრა, ლამის მძლეოსნობად ქცეული დღევანდელი ფეხბურთი სიხალისითა და ფინტებით გაამრავალფეროვნა. იქნებ ეს ძველებურად რომ არ გამოსდის, ქართველ გარემარბზე წნეხს ზრდის. რა თქმა უნდა, რაღაც ისე თუ აღარაა, როგორც ადრე, ეს ფრუსტრაცია არაფრითაა, მსგავსი ფიქრები ჩვენებურს არ უნდა ჰქონდეს, ამას ზედმეტი საზრისი არ უნდა მიანიჭოს!..

Sportall.Ge

კვარაცხელია საკუთარ თავზე მუშაობს და ზუსტად იცის, პრობლემის გადაჭრაზე მიმართული აქტივობები როგორ დაგეგმოს. ამისთვის იქნებ სხვების დახმარებაც საჭიროა, შესაბამისი ადამიანების ზუსტი და ეფექტური მუშაობა. მწვრთნელისგან მხოლოდ "ჩახუტებაც" პანაცეა ვერ იქნება.

არ გვინდა, ვინმემ იფიქროს, რომ გარკვეულ საკითხებში ორაზროვნება გვახასიათებს. მაგალითად, ვწერთ, რომ ნეაპოლელთა 77-ე ნომერს ფორვარდის თვისებები აქვს, ამავდროულად კი, ვნახეთ, მან ძალიან რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. შოტლანდიისა და ესპანეთის ნაკრებებთან რაც იყო, დასკვნისთვის საკმარისია. უბრალოდ, მაინც უნდა განვასხვავოთ მუდმივად გარკვეულ პოზიციაზე თამაში და ეპიზოდურად იმ როლში აღმოჩენა. ისე კი, ხელსაყრელი მომენტი არაერთ დიდ ფორვარდს ვერ გამოუყენებია. ჩვენებურმა თავი იმის ფიქრით არ უნდა დაისტრესოს - "რატომ მაინცდამაინც მე?!"...

მაინც როგორ შეიძლება ავხსნათ ის, რაც "იუვენტუსთან" მოხდა? - "კვარა" ბოლო დროს შეეჩვია, რომ მას გადაწყვეტილების მისაღებად ცოტა დრო აქვს, ხშირად უბლოკავენ დარტყმებს და მეკარეებიც თავგამოდებულები არიან. ხვიჩამ ახლა ბურთი ისეთ სიტუაციაში მიიღო, სხვადასხვა ვარიანტი გაიაზრა, როგორც დარტყმის, ასევე ბურთთან ერთად მოძრაობის გაგრძელების. კვარაცხელიამ გონებაში ყველაფრის გაელვება მოასწრო, მწარე გამოცდილებისა თუ თავისი შესაძლებლობების და გადაწყვიტა, მაღალ კუთხეში დაერტყა...

Sportall.Ge

უფრო დამაფიქრებელი კი მაინც ის იყო, ჩვენებურს ამის შემდეგ ემოციების კონტროლი რომ გაუჭირდა, პროვოკაციასაც აჰყვა და გაფრთხილება სეზონში უკვე მესამედ მიიღო. არადა, გასულ გათამაშებაში მას მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი ჰქონდა. ყველაფერს დისციპლინურ საკითხთან რომ არ მივყავდეთ, ამას განსაკუთრებულად არ ჩავთვლიდით. ამაზე საგანგაშო კი ის იქნება, ქართველი ფეხბურთელი ჩვეულ ხასიათს, სიხალისეს და პროცესით სიამოვნების სრულფასოვნად მიღებას მაქსიმალურად სწრაფად თუ არ დაიბრუნებს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ ვხედავთ, თუმცა ხვიჩას ცხოვრებაში ბოლო ერთ წელიწადში ყველაფერი პოზიტიური მოხდა. სირთულეებისა და პასუხისმგებლობის ზრდაც გვესმის, მაგრამ ვარსკვლავობის გზაზე ეს მნიშვნელოვანი ამბავია. მის გვერდით უმარავი ადამიანია, რომლებთანაც ემოციების გაზიარება შეუძლია, რაც სრულყოფილს გახდის!..

altხვიჩას ხელიდან გაშვებული შანსი და გაფრთხილება - "ნაპოლი" "იუვენტუსთან" დამარცხდა [VIDEO]

alt"ნაპოლის" კრიზისის სიმბოლო" - იტალიურმა პრესამ კვარა კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია

მკითხველის კომენტარები / 70 /
შეიძლება სტატიის ავტორს ეწყინოს, მაგრამ.... ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არ დაგისახელებიათ.რაზეა საუბარი? ეხლავე აგიხსნით.მრავალი წელია საზღვარგარეთ მიწევს ცხოვრება და არაერთ ქართველ, უცხოეთში გადასულ,სპირტსმენთან მიწევდა ურთიერთობა. უუმრავლესობის კარიერა იქვე თავდებოდა ( პირველ ან მეორე) კლუბში( არამარტო ფეხბურთი მაქვს მხედველობაში). ყველა მათგანს სულ მოკლე ხანში უერთთდებოდა ათეულობით მეგობარი,"ძმაკაცი", ოჯახის წევრები, რომლებიც მათი სარჩენი და მოსავლელი იყვნენ.მარტო ყენიას ჰყავდა წაყვანილი თან 4 უსაქმური ძმაკაცი,რომ ვკითხე თუ რატომ? მიპასუხა: ჯოკერის სათამაშოდო)))
ერთადერთი კლუბის მენეჯერი მეუბნებოდა ერთი საკმაოდ პერსპექტიული ფეხბურთელის შესახებ - თუ ამას გარემოცვას არ მოაშორებთ,ამ ბიჭისგან, არაფერი გამოვაო. მესმის რომ საქართველოში გაჭირვების ფონზე,ყველას მიაჩნია რომ ხვიჩა აწი უკვე მდიდარია და შეიძლება მის კისერზე ჩამოკიდება, მაგრამ მას არც დრო უნდა ჰქონდეს მათთვის და არც სურვილი, თუ გადაწვეტილი აქვს დიდი ფეხბურთის თამაში. თუ არა და დროზე დაბრუნდეს საქართველოში, კობახიძე გაუჩალიჩებს მომავალ პარლამენტში ადგილს და გვეყოლება შემდეგი ყაველაშვილი.
Walter White
10 დეკემბერი 2023 18:22
12
კვარას პოზიციას არ უცვლიან მეორე ფორვარდათ ან ინსაიდერ ვინგერად მაინც უნდა გადაეწყოთ მწვრთნელებს მაგრამ არცერთმა ეს არ ქნა წინა სეზონიდან გაჰაიპებულ კვარას კი წელს სამმაგი ზღუდეებით იცავენ კატენაჩოს მექაში სერია ა-ს მეტოქე მცველები და ამ ზღუდეებს ვეღარ ლახავს იმ პირობებში როცა ამ სეზონში ხვიჩა დამძიმებული ჩანს და სისწრაფეში დრიბლინგს ფაქტიურად ვეღარ ანხორციელებს. კვარას სამუშაო ბევრი აქვს ისევ იმ საფინიშო დარტყმაზე მაგრამ გუნდი თუ არ გადააწყო მაძარიმ 3-5-2 სქემაზე კვარას ისევ ისე მოუწევს დაცვაში ზედმეტი სირბილი რა დროსაც აქ გამოცლილი ენერგია შეტევაში დააკლდება ეს კი განახევრებულ ხვიჩას ნიშნავს მეტოქე მცველებისთვის ამას ვერ ხვდებიან ეს მწვრთნელები დავიჯერო? ამიტომ ზემოდხსენებული ტაქტიკური ვარიაცია მისწრებაა ხვიჩასთვის რომელიც უკვე ზედ საჯარიმო ხაზთან დაემუქრება მეტოქის კარის ბადეს და არ დასჭირდება 50 მეტრიანი სპრინტების კეთება რაც ბოლო პერიოდში სამწუხაროდ ჩვენებურს ეფექტურად ვეღარ გამოდის. ამ პოზიციებიდან კი კარში დარტყმის რაოდენობას მინიმუმ გააორმაგებს და სტატისტიკას გაცილებით უფრო მეტს დააგროვებს და გუნდიც იხერებს მაგრამეს ბოლო 2 მწვრთნელი ჯიუტად არ აძლევენ ხვიჩას ამოსუნთქვის საშუალებას. ფაქტია ჩაიკარგა ამ 4-3-3 ტაქტიკაში როცა შენი თანაგუნდელი ერთ მეურვესაც ვერ გაცილებს იმ აუტის ხაზიდან, რაც სივრცეს მოგცემს იერიშის წამოსაწყებად მაგრამ ლუზერები რომ გყავს ირგვლივ იმათგან რას უნდა ელოდე. 4-3-3 ტაქტიკა არი ტოპ გუნდების სქემა რომლებსაც 4-5 ვარსკვლავი ყავს გუნდში და იქ ვინმემ მეტოქეს სამი კაცი რომ მიუჩინოს მარჯვენა ფლანგიდან და ცენტრიდან გაარღვევენ მარა ნაპოლიში ვინ არის სივრცის ამთვისებელი და დამსჯელი პოლიტანო ზელენსკი რასპადორი თუ ელმასი რომლებიც ღრმა სათადარიგო იქნებოდენ ნებისმიერ თანამედროვე გრანდში.
Charley
10 დეკემბერი 2023 18:13
2
არაფერი განსაკუთრებული არ ჭირს ხვიჩას! უბრალოდ ნაპოლის მარტო ორი ტოპ მოთამაშე ყავს! ხვიჩა და ოსიმენი! დანარჩენები კი სასულოს დონის ფეხბურთელებია!ასეთი გუნდით კი შედეგს ყოველთვის ვერ დადებ! ძლიერი მოწინააღმდეგე ხვიჩასა ოსიმენის განეიტრალებას ყოველთვის ეცდება! რადგან სხვები იმდენად საშიში არ არიან! გაიხსენეთ რეალი ნაპოლის თამაშის დროს ორივე ბურთი ნაპოლიმ ბელინგემის დაჯაბნის მერე გაიტანა! მაგრამ რეალი მარტო ბელინგემი ხომ არი? ყველაზე სწორი ანალიზი ნაპოლიში არსებულ პრობლემებზე გააკეტა ზილინსკიმ- როდესაც ხვიჩა და ვიკტორ ოსიმენს არ აძლევს მოწინაარმდეგე თამაშის საშუალებას ჩვენ შუახაზმა უნდა ავიღოთ თამაშის სადავეები ხელშიო და ამით მაათაც მოეხსნება წნეხიო
რობი
10 დეკემბერი 2023 18:05
3
თუ გინდა რომ მიაღწიო უმაღლეს დონეს ამისთვის საჭიროა ნებისყოფა, 15 წლის მანძილზე უნდა ცხოვრობდე სპარტანულად, უნდა იძინებდე და იღვიძებდე ერთი და იმავე დროს, უნდა იკვებებოდე დიეტოლოგების მიერ შედგენილი საკვებით, უნდა ვარჯიშობდე დამატებით პირადი მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ და რაც მთავარია ეს ყველაფერი გონებრივად უნდა გქონდეს გააზრებული და ამ ყველაფრისგან უნდა ღებულობდე სიამოვნებას.
მამუკა
10 დეკემბერი 2023 17:48
3
როგორც ყოველთვის კარგად შესრულებული ანალიზია, მოზომილი, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით და საქმის ცოდნით. ვეთანხმები ავტორს რომ კვარაცხელიამ იცის როგორ უმუშაოს ტავის შეცდომების გამოსწორებაზე, მიზანმიმართული და ჭკვიანი ბიჭია, ამიტომ ნამდვილ (არა ცხვრისქურქში გადაცმულ) გულშემატკივრებს სიმშვიდისკენ მოვუწოდებ. ყველაფერი რიგზე იქნება, ამას დრო სჭირდება, მით უმეტესს ფეხბურთი კოლექტიური თამაშია და ხვიჩა მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებული არ არის. ვინც ფიქრობს რომ მარადონამ ან მესიმ მარტომ მოაგებინეს არგენტინას მსოფლიო ნუ გამომეხმაურება, აზრზე არ არის რას ლაპარაკობს, მსოფლიოსაც შეურაცხოფას აყენებს და არგენტინის ნაკრებსაც.)))
გიორგი
10 დეკემბერი 2023 17:40
4
მარტო მოაგებინა შეიძლება არ არის სწორი ნათქვამი, მაგრამ ვარსკვლავები რომ იგებენ გადამწყვეტ თამაშს ეს ფაქტია! მარადონას დროს დამისახელე გუნდში ერთი ფეხბურთელი ვინც ტოპ20 ში შედიოდა. ერთი დამისახელე 2 არ მინდა. თუ კანიჯას მოიაზრებ ძლიერ თავდამსხმელად ის იმ პერიოდში 26 იყო. ამიტომაცაა გამოთქმა მარტომ მოაგებინა. აბა მარტო რომ გამოსულიყო დიეგო 11კაცის წინააღმდეგ, მაშინ კი ვერ მოიგებდა . ეს ისედაც ნათელია
დავით 67
10 დეკემბერი 2023 19:19
0
არ მინდა ვიფიქრო,როგორც ბევრი აღნიშნავს თავის კომენტარში ,რომ ხელფასის ბრალია ,რომ უფრო მეტი ეკუთვნოს და ჩაგრავენ და ა.შ.თუ ასეა აგერ გვყავს ბევრისთვის საყვარელი ფეხბურთელი და მართალი კაცი თემურ ქეცბაია და ის აუხსნის რა უფრო ღირებულია და რის შემდეგ მოდის ნამდვილი წარმატება.კაი ცხოვრება და ოფლის ღვრა ერთდროულად არ არსებობს
გიორგი
10 დეკემბერი 2023 16:44
2
როგორც იქნა საქართვეშლოში გამოჩნდა მსოფლიო დონის ვარსკვლავი როგორებიც ადრე გვყავდა მესხი,მეტრეველი,ხურცილავა,ძოძოაშვილი,ყიფიანი,გუცაევი,ჩივაძე,შენგელია და სხვა.ნუთუ მივცემთ უფლებას რომ თავისი ასეთი დამოკიდებულებით გაფანტოს უდიდესი ნიჭი.მოვუწოდოთ მშობლებს,ახლობლებს და განსაკუთრებით მეუღლეს სანამ დროა ყველაფერი მოიმოქმედონ რათა სვიჩა დაუბრუნდეს ცსოვრების შარშაბდელ რეჟიმს როცა ყველას გვახარებდა.
ასეა ეს
10 დეკემბერი 2023 16:40
6
ოჯახის დატერორებისკენ მოუწოდებ ხალხს, და 'გულშემატკივარი' ხარ?
გიორგი
10 დეკემბერი 2023 17:30
5
კარგი სტატიაა. ხვიჩაზე მეც არაერთი კრიტიკულ კომენტარი დამიწერია, მაგრამ ზუსტად ხვიჩას დამსახურებაა სტადიონზე დაბრუნებული გულშემატკივარი და ახალი თაობის ფეხბურთით მასობრივად დაინტერესება.
არ მახსოვს ერთი ქართველი ფეხბურთელიც კი, რომლის ხელფასიც ასე ზეპირად იცოდა ყველამ - მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ წმინდა პრაგმატული მოსაზრებით, კვარას კარგმა ხელფასმაც თავის ქნა და ახალი თაობა უფრო მეტი მონდომებით ვარჯიშობს, ხვიჩა მათთვის სამაგალითო გახდა. წარმატებები ხვიჩას და სრულიად ვიზიარებ ამ სტატიაში ნათქვამს, რომ საჭიროა მუდმივი განახლება, მუდმივი სიახლე, ვარსკვლავობა ამას ნიშნავს
სად?
10 დეკემბერი 2023 16:26
1
გოლდსმითის კომენტარი ობიექტური და გასათვალისწინებელია.
ბ.მ
10 დეკემბერი 2023 15:39
2
ვიღაც შურიანი და ჩასაფრებული რომ ამინუსებს, ისიც დაწეროს, რატომ?
ვაკო
10 დეკემბერი 2023 13:39
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული