როგორ ავხსნათ ის, რაც ხვიჩას თავს ხდება - "რატომ მაინცდამაინც მე?!"

AutoSharing Option
"უნარები და ჩვევები, რამაც ჩვენი წარმატება და სტატუსი განაპირობა, შესაძლოა, შემდგომი წინსვლისთვის აღარ იყოს საკმარისი" - ეს მარშალ გოლდსმითის სიტყვებია. თანამედროვე ფეხბურთში ვარსკვლავების ხვედრი რთულია, მოწინააღმდეგე ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი გზით გაიძულებს, მუდმივად სიახლეზე იფიქრო, საკუთარ შესაძლებლობებს რაღაც განსხვავებული შესძინო.

ხვიჩა კვარაცხელია ის კაცია, რომელიც ერთ ადგილას არასდროს ჩერდება და ზუსტად იცის, თავისი მიზნების განმსაზღვრელი ხაზი მაქსიმალურად შორს უნდა გაავლოს; ძალისხმევისა და რესურსების შეთავსებაც კარგად შეუძლია... პირველი შთამბეჭდავი წლის შემდეგ ბევრი წინაღობაა. როცა რაღაც ახალზე ვსაუბრობთ, აქ მხოლოდ ცალკეული ფეხბურთელი
არ უნდა ვიგულისხმოთ, მწვრთნელსა და თანაგუნდელებზეც ითქმის, ეს ამბავი კი ბოლო დროს პრობლემურია...

რა შეგვიძლია დავასახელოთ ახლა ხვიჩა კვარაცხელიას წმინდა საფეხბურთო სირთულედ? - პასუხი იქნებ მარტივიცაა და რთულიც. "კვარა" ძველებურად შემართული არაა? - გამორიცხულია, ის ისევ ბევრს მოძრაობს, ეხმარება დაცვას, იგებს ორთაბრძოლებს. დრიბლინგი? - ვხედავთ, რომ მის წინააღმდეგ განსაკუთრებული მეურვეობაა, ამ დროს რთულია, ექსტრაორდინარული იყო, მუდამ გამწვავებაზე წახვიდე, ბურთის დაკარგვის და საპასუხო იერიშის განხორციელების საფრთხეც დიდია.

ხვიჩა ყველას გულებში, პირველ რიგში, მაინც იმის გამო შეიჭრა, ლამის მძლეოსნობად ქცეული დღევანდელი ფეხბურთი სიხალისითა და ფინტებით გაამრავალფეროვნა. იქნებ ეს ძველებურად რომ არ გამოსდის, ქართველ გარემარბზე წნეხს ზრდის. რა თქმა უნდა, რაღაც ისე თუ აღარაა, როგორც ადრე, ეს ფრუსტრაცია არაფრითაა, მსგავსი ფიქრები ჩვენებურს არ უნდა ჰქონდეს, ამას ზედმეტი საზრისი არ უნდა მიანიჭოს!..

Sportall.Ge

კვარაცხელია საკუთარ თავზე მუშაობს და ზუსტად იცის, პრობლემის გადაჭრაზე მიმართული აქტივობები როგორ დაგეგმოს. ამისთვის იქნებ სხვების დახმარებაც საჭიროა, შესაბამისი ადამიანების ზუსტი და ეფექტური მუშაობა. მწვრთნელისგან მხოლოდ "ჩახუტებაც" პანაცეა ვერ იქნება.

არ გვინდა, ვინმემ იფიქროს, რომ გარკვეულ საკითხებში ორაზროვნება გვახასიათებს. მაგალითად, ვწერთ, რომ ნეაპოლელთა 77-ე ნომერს ფორვარდის თვისებები აქვს, ამავდროულად კი, ვნახეთ, მან ძალიან რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. შოტლანდიისა და ესპანეთის ნაკრებებთან რაც იყო, დასკვნისთვის საკმარისია. უბრალოდ, მაინც უნდა განვასხვავოთ მუდმივად გარკვეულ პოზიციაზე თამაში და ეპიზოდურად იმ როლში აღმოჩენა. ისე კი, ხელსაყრელი მომენტი არაერთ დიდ ფორვარდს ვერ გამოუყენებია. ჩვენებურმა თავი იმის ფიქრით არ უნდა დაისტრესოს - "რატომ მაინცდამაინც მე?!"...

მაინც როგორ შეიძლება ავხსნათ ის, რაც "იუვენტუსთან" მოხდა? - "კვარა" ბოლო დროს შეეჩვია, რომ მას გადაწყვეტილების მისაღებად ცოტა დრო აქვს, ხშირად უბლოკავენ დარტყმებს და მეკარეებიც თავგამოდებულები არიან. ხვიჩამ ახლა ბურთი ისეთ სიტუაციაში მიიღო, სხვადასხვა ვარიანტი გაიაზრა, როგორც დარტყმის, ასევე ბურთთან ერთად მოძრაობის გაგრძელების. კვარაცხელიამ გონებაში ყველაფრის გაელვება მოასწრო, მწარე გამოცდილებისა თუ თავისი შესაძლებლობების და გადაწყვიტა, მაღალ კუთხეში დაერტყა...

Sportall.Ge

უფრო დამაფიქრებელი კი მაინც ის იყო, ჩვენებურს ამის შემდეგ ემოციების კონტროლი რომ გაუჭირდა, პროვოკაციასაც აჰყვა და გაფრთხილება სეზონში უკვე მესამედ მიიღო. არადა, გასულ გათამაშებაში მას მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი ჰქონდა. ყველაფერს დისციპლინურ საკითხთან რომ არ მივყავდეთ, ამას განსაკუთრებულად არ ჩავთვლიდით. ამაზე საგანგაშო კი ის იქნება, ქართველი ფეხბურთელი ჩვეულ ხასიათს, სიხალისეს და პროცესით სიამოვნების სრულფასოვნად მიღებას მაქსიმალურად სწრაფად თუ არ დაიბრუნებს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ ვხედავთ, თუმცა ხვიჩას ცხოვრებაში ბოლო ერთ წელიწადში ყველაფერი პოზიტიური მოხდა. სირთულეებისა და პასუხისმგებლობის ზრდაც გვესმის, მაგრამ ვარსკვლავობის გზაზე ეს მნიშვნელოვანი ამბავია. მის გვერდით უმარავი ადამიანია, რომლებთანაც ემოციების გაზიარება შეუძლია, რაც სრულყოფილს გახდის!..

altხვიჩას ხელიდან გაშვებული შანსი და გაფრთხილება - "ნაპოლი" "იუვენტუსთან" დამარცხდა [VIDEO]

alt"ნაპოლის" კრიზისის სიმბოლო" - იტალიურმა პრესამ კვარა კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია

მკითხველის კომენტარები / 70 /
Bevrinfilosofia arunda varjishi da disciplina naklebad dzviriani manqanebi da fufuneba
Lasha
10 დეკემბერი 2023 13:31
4
დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ 30 წლის მანძილზე ჩვენი ფეხბურთი ვერ განვითარდა ისე, როგორც წარმოგვედგინა. ყველაზე მეტად რისი იმედიც გვქონდა, შეტევის ხაზში ყველაზე მეტად გაგვიჭირდა. ამ მონაკვეთზე ერთადერთი სრულად შემდგარი ფეხბურთელი არველაძე გვახსენდება. ტალანტები მეტ-ნაკლები წარმატებით გვყავდა, ქინქლაძით დაწყებული... ჯაკობია, ალექსიძე, ჭანტურია, ოქრიაშვილი. მათზე დიდ იმედებს ვამყარებდით, მაგრამ ვერ შეძლეს სრულად პოტენციალის რეალიზება. ჯერ კიდევ გვეიმედება ჭაკვესა და არაბიძის. ხვიჩა განსაკუთრებული შემთხვევაა. მისნაირი წარმატებისთვის არავის მიუღწევია. მაგრამ მის კარიერაში სწორედ ეხლა დგას განსაკუთრებული მომენტი: დაკმაყოფილდება მიღწეულით, თუ ისტორიაში შევა დიდი ფეხბურთელების გვერდით. ეს ურთულესი ამბავია და ბიჭები იმიტომ ვახსენე, რომ მხოლოდ ნიჭი და ტალანტი ამისათვის არაა საკმარისი. ყოველი წარმატება მეტ ბარიერს ქმნის. გარემოებები მუდმივად იცვლება და გონებას ბინდავს, დრო კი შეზღუდულია. თუ შეხედავ, როგორც ჩვეულებრივ სამუშაოს, მზად უნდა იყო ჩვეულებრივი სტატუსისთვის. დიდი ფეხბურთი გონებას და სხეულს სრულად მოითხოვს. რასაც ვამბობ, იმის ნათელი დემონსტრირებისათვის შეხედეთ ერთი წლის წინანდელ იუვესთან ხვიჩას და გასულ პარასკევს. შარშან დამშეული თვალები უელავდა, ნაპერწკლები სცვიოდა, მოხდენილად მოძრაობდა და უეცარ გადაწყვეტილებებს იღებდა. ნაპოლის კრიზისი გასაგებია, მაგრამ ბოლო თამაშებმა აჩვენა რომ ის არაა ხვიჩას მეტამორფოზას მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის ლოკოდან დაწყებული მის თამაშებს მოუთმენლად ველი, ეხლა მგონია რომ უკეთესი იქნება თუ მაძარი დროდადრო სკამზე დასვამს. იქნება ამან მეტად დააფიქროს, დაასვენოს და დაულაგოს გონება.
ამატაკი
10 დეკემბერი 2023 13:09
5
ერთი წლის წინ ხვიჩას კვარადონას ეძახდა თითქმის ყველა იმიტომ რომ მასში მარადონას ტალანტის მომენტებს ხედავდნენ.ახლა ასე არავინ ეძახის.მიზეზი, ფეხბურთზე წინ პირადი ცხოვრება დააყენა.ეს აშკარად გამოჩნდა როდესაც გატანილი გოლის შემდეგ/ რომელიც ნახევარი წელიწადი გატანილი არ ქონდა/ ბეჭედს აკოცა.ერთადერთი საშუალება რომ ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო საჭიროა თავდაუზოგავი ვარჯიში.ამის თვალსაჩინო მაგალითია კრიშტიანო რომელსაც მარტო თავით 160 ბურთი აქვს გატანილი.
ამაშია საქმე
10 დეკემბერი 2023 13:07
14
"სხვა სხვის ომში ბრძენიაო" ამბობენ, მაგრამ ამ სიბრძნეებიდან რაღაცის გამოყენება შეიძლება. ბევრჯერ დამიწერია და ახლაც ვწერ, რომ ხვიჩამ უნდა შეცვალოს თამაში ახალი მოთხოვნილების გათვალსწინებით. ახალი კი ისაა, რომ ხვიჩამ ბურთს გვერდით ხაზთან არ უნდა დაელოდოს, რადგან მყისიერად ჩნდება მის წინ ორი მცველი და ისიც იძულებულია ბურთი უკან დააბრუნოს. ამის ნაცვლად მან უნდა იმოძრაოს თავისუფალი ზონებისკენ და ბურთი მოძრაობაში მიიღოს.
ჟორა გაბრიჭიძე
10 დეკემბერი 2023 13:04
5
ამ თამაშში,რამდენჯერაც წინ გაქცევა და ბურთის იქ მიღება სცადა,იმდენჯერ პასი არ მიაწოდეს და უკვე უკან მობრუნებულს და კარიდან ზურგით მდგარს,უკან ორი მცველი რომ ედგა,მაშინღა გაუგორეს ბურთი.რა თქმა უნდა,მანაც,ისევ უკან დააბრუნა პასი.ეგეც არ იყოს,იძულებული იყო,დაცვაშიც ჩამოჰყოლოდა მეტოქეებს და იქაც ემუშავა,პასებს კი,ვერც იქ იღებდა,თავისუფალ სივრცეში.შარშან,ხვიჩა იმიტომაც იყო,ასე ეფექტური,რომ მეტ წილად,მარიო რუი თამაშობდა მის ფლანგზე,რომელსაც თვითონაც შეუძლია გამწვავებაზე წასვლა,ან მეორე ფლანგზე პასის გაკეთება.ამის გამო იყო,რომ მას მცველებიც მიჰყვებოდნენ და ხვიჩას,მეტი სივრცე რჩებოდა.ზუსტად ასევე,რუბინში თამაშისას,ხვიჩა მაშინ გახდა,ძალიან ეფექტური,როცა მის ფლანგზე,მცველი სამოშნიკოვი გაიხსნა და შეტევის ცენტრში,საკმაოდ ხარისხიანი თავდამსხმელი,დესპოტოვიჩი აიყვანეს.ხვიჩას უკვე ჰყავდა,სივრცის გამათავისუფლებელი სამოშნიკოვი და კარის წინ პასის მომლოდინე,დესპოტოვიჩი.სწორედ ამიტომ ხვიჩას თამაში,უკვე შედეგების მომტანი და ლამაზი გახდა,რუბინმა კი,სტადიონის გავსება დაიწყო და ევროტურნირზეც გააღწია.როგორც კი,ეს ორი კაცი დაიმტვრა,ხვიჩას თამაშიც გაფერმკრთალდა,მის წინააღმდეგ ხომ,უკვე სულ ცოტა სამი კაცი თამაშობდა და თანაც,ძალიან უხეშად.მაშინაც ხვიჩაზე გადაამტვრია ბევრმა ჯოხი და ახლაც იგივე ხდება.კიდევ ერთ რამეს აღვნიშნავ:რუბინში თამაშის დროს,მწვრთნელი სლუცკი,ყოველი ორი-სამი თამაშის შემდეგ,რაღაცა ახალს აკეთებინებდა ხვიჩას და ისიც,სულ უფრო მრავალმხრივი ხდებოდა.სპალეტისთან,ხვიჩა უკვე გაბრწყინდა,მაგრამ მასაც შეჰქონდა,რაღაცა სიახლეები,ხვიჩას თამაშში და ამავე დროს,გადაფარებული იყო,მასზე.დღეს რა ხდება?დღეს მისგან,მხოლოდ მოითხოვენ,მაგრამ არაფერს ასწავლიან,ეგ კი არა,მისკენ უშვებენ,დაუმსახურებელ კრიტიკას.ხვიჩასაც უნდა,ძველებურად ბრწყინავდეს,მაგრამ არ გამოდის,ცდილობს და როცა არ გამოსდის,ამაზეც ნერვიულობს.ხვიჩა,მხოლოდ ფეხბურთის თამაშით იღებს სიამოვნებას და ფულზე არ ფიქრობსო,მაგრამ ეს შარშან იყო,როცა თავისი შესაძლებლობების დამტკიცებას ცდილობდა.დღეს,ის უკვე ოჯახის პატრონია და აღიარებული ფეხბურთელი(მსოფლიოში,თორემ,საქართველოში,კი ხედავთ,რამდენს, მისი მოედანზე დანახვაც კი არ უნდა).მას სრული უფლება ჰქონდა,კონტრაქტის გადახედვაზე ეფიქრა,თუმცა ცრუ დაპირების მეტი,ვერაფერი მიიღო,არც ახალმა მწვრთნელებმა გააგრძელეს,მასთან ინდივიდუალური მუშაობა.აღარ აქვს,ძველებური მოტივაცია,არც მას,არც ოსიმენს და არც ზელინსკის.ყველანი მოტყუებულები არიან და იმიტომ.გარსია რა იყო,კი ვნახეთ და მაცარი რას იზავს,ვნახავთ,მაგრამ დრო გადის და დე ლავრენტისი,რომელიც წესით მთავარი მოტივატორი უნდა ყოფილიყო,ყურსაც არ იბერტყავს.ამიტომ ვფიქრობ,ვერც მაცარი შეცვლის დიდად რაიმეს.სპალეტის,რუსეთში ჰქონდა ნამუშევარი და იცოდა,იქ ჩამოყალიბებულ ფეხბურთელებს,როგორ უნდა მოქცეოდა და როგორ ესწავლებინა.მაცარის,ეს ცოდნა არა აქვს,ხვიჩას კი,კიდევ ბევრის სწავლება სჭირდება,ტაქტიკურად და რაღაცების,ტექნიკურადაც.ხვიჩამ,ამ ზაფხულს,კუნთური მასა საგრძნობლად გაიზარდა,რამაც მის მოძრაობაზე,სიმკვირცხლეზე და სხეულის კოორდინაციაზეც მოახდინა გავლენა.ამას,თითქმის არავინ აღნიშნავს,არადა დრიბლინგში,სწორედ ეს კოორდინაცია და სიმკვირცხლეა,მნიშვნელოვანი.დროა საჭირო,შესაჩვევად და ვარჯიში,ახალ სხეულთან შესაგუებლად.ამაზე,მწვრთნელები უნდა დაეხმარონ და არა,აკრიტიკონ.და ბოლოს,ხვიჩა გიჟურ ფორმაშიც რომ ჩადგეს,თუ გუნდიც არ მიჰყვა,მარტო ბევრს ვერაფერს მიაღწევს.შარშანდელი და დღევანდელი ნაპოლის სათამაშო განწყობა,ცა და დედამიწას ჰგავს.იუვესთანაც ძალიან ცდილობდნენ,მაგრამ ის ხალისი და განწყობა აღარ არის გუნდში.ფეხბურთი-თამაშია!ნაპოლი კი,კი არ თამაშობს, მუშაობს და ესაა მთავარი.
სოსო
10 დეკემბერი 2023 15:56
4
ანალიტიკოსობა ასწორებს
gogi
10 დეკემბერი 2023 12:16
11
რას პროფესორობთ ვერ გაუძლო ნაპოლიმ ტიტულს მოექცა წნეხში პლუს ახალი მწვრთნელი დაცვა ნოლი რათქმაუნდა ხალხი ითხოვს ლიდერებისგან მეტს ამ მდგომარეობაში ამ წნეხში მატულობს დაძაბულობაც რაც იწვევს შეცდომებს ესაა და ეს.
beqa
10 დეკემბერი 2023 11:51
6
ერთადერთი, რაც ამ სიტუაციაში გადაარჩენს ხვიჩას კარიერას, ეს შეიძლება იყოს ძლიერი მწვრთნელი, რომელიც გაანეიტრალებს ცუდი ხალხის ნეგატიურ გავლენას და ისევ დააბრუნებს ხვიჩას ინტენსიური ვარჯიშების რეჟიმში.
ქ. გ.
10 დეკემბერი 2023 11:32
2
ვისაც ფეხბურთი და რაც მთავარია ხვიჩა უყვარს,დიდი ხანია წერს კომენტარებში,რომ ხვიჩას კვალიფიციური ფსიქოლოგი ჭირდება ,,ვაი"-მედიის და ,,ვაი"-ქომაგების ხელში,ან მისი მოძღვარი. როდესაც ხვიჩა ,,თამაშობს",შედევრებს გქმნის,როდესაც ,,მუშაობს",გამოდის რაც გამოსდის. სოცქსელებში და მედიაში ამ ნიაღვრების ფონზე,კიდევ კარგად არის.დაეტყო კიდეც,მუდამ გაღიზიანებულია,ღიმილი წაუშალეს სახეზე
ადამიანი
10 დეკემბერი 2023 11:13
7
არიან ისეთი ქალები, ვინც მამაკაცის ცხოვრებაში მფარველი ანგელოზის როლს თამაშობენ. მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის.
ნინუცამ ფსიქოლოგიურად გატეხა ხვიჩა.
ქ. გ.
10 დეკემბერი 2023 11:03
22
რა გინდა რას გადაეკიდე მის ცოლს???მთელი დღეა ააყროლე საიტი!!ყველგან შენი ბოღმიანი კომენტარებია!!ხვიჩას ყოფილი ხარ???
ქ.გ.-ს
11 დეკემბერი 2023 09:36
2
რაში გვაინტერესებს იტალიელების აზრი, როცა ასე მსჯელობა შეგვიძლია!
ზვიადი
10 დეკემბერი 2023 10:47
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული