"ნაპოლიმ" "ბრაგას" სძლია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ბრაგა“ 2:0 დაამარცხა.

ნეაპოლურმა გუნდმა 10 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გავიდა.

თავიდანვე გახსნილი თამაში წავიდა, ორმხრივი შეტევებით და მასპინძლები საატჩის ავტოგოლით დაწინაურდნენ, რომელმაც პოლიტანოს ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. პირველი რეალური მომენტი სტუმრებმა 25-ე წუთზე შექმნეს, როდესაც შორიდან ორტას ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია. შანსი „ნაპოლისაც“ მიეცა, მაგრამ პირისპირ გასულ ზელინსკის გატანა მეკარე მატეუსმა არ
დაანება. შემდეგ კვარაცხელიამ პასი ნატანს გაუკეთა, ის საჯარიმოში შეიჭრა, ბურთი ოსიმენს გადააწოდა და მან მეორე გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმი „ნაპოლიმ“ აქტიურად დაიწყო. პოლიტანოს და ანგისას მატეუსმა არ გაატანინა. შემდეგ რასპადორიმ ხვიჩა მეკარესთან ერთი-ერთზე გაიყვანა და ქართველის დარტყმული ბურთი მატეუსმა ფეხით მოიგერია. პორტუგლიელებმა იერიშებით უპასუხეს და გომესმა ბურთი ძელს გაარტყა. ცოტა ხანში „კვარას“ გარღვევა მენდეშმა უხეში ვარდნით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო, მატჩი კი 2:0 დასრულდა და "ნაპოლი" მერვედფინალში იასპარეზებს.

შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 16 დეკემბერს, იტალიის პირველობაზე, სახლში „კალიარისთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ბრაგა 2:0
გოლები: 1:0 საატჩი (9, საკ. კარში), 2:0 ოსიმენი (33)

მკითხველის კომენტარები / 34 /
ყველაზე მეტად არ მინდა ერთ საშუალო დონის ბეხბურთელად დარჩეს.
აშკარად ძალიან ნიჭიერია.
იმედია არანორმალურად იშრომებს და შარშანდელი თვალებ ანთებული და არანორმალურად მოტივირებული დაბრუნდება....
Ps. ყველაფერთან ერთად უკვე სახეზე ეტყობა უხასიათობა...
Lobotka
13 დეკემბერი 2023 10:43
4
დაცვას ვერ ეხმარება რადგან ვისც არ ეზარება ყველა ატყუებს და მარტო ქაოსი შეაქვს, სირბილია და ვეღარ დარბის თითქოს გირები აქვს გამობმული, დრიბლინგი კი დარჩა ტკბილ მოგონებად,რაც ხვიჩას ევალება მასზე ბევრად უკეთესად ნათანმა შეასრულა, ბოლო შანსი მერეტის ადგილას მოსინჯონ და თუ მანდაც ვერ ივარგა სათადარიგო სკამი იმ სიგრძე კია ქვს ნაპოლის თავისუფლად შეუძლია დაჯდომის მაგივრად წამოწვეს ორი-სამი სეზონის განმავლობაში და მერე ჰაიდა ყაზახეთისკენ
გია
13 დეკემბერი 2023 09:34
6
დი ლორენცოს შეფასება არის ნამდვილი პროფესიონალი ფეხბურთელის შეფასება (რაც რეალურად არის ის)!

თემური
13 დეკემბერი 2023 10:33
3
ნებისმიერ თანხას ჩამოვდივარ რომ პირველი რამდენიმე კომენტარი ერთი და იგივე ადამიანის დაწერილია, ან ადამიანთა ჯგუფის, რომელსაც "კონკრეტული" მიზნები ამოძრავებს :)
Superman
13 დეკემბერი 2023 09:41
8
გია ვახო ზურა ?? და სხვა ???, შეიძლება საერთოდ ერთი ხარ და აწკაპუნებ კლავიატურაზე, ეს ე რამ დაგბოღმათ, ბოლო ბოლო არ უყუროთ, თუ ეს ე ვერ იტანთ, ცოდოები ხართ, კვარა გვახარებს, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს და არ გასკდეთ…
ვასო67
13 დეკემბერი 2023 07:04
6
:D
vava
13 დეკემბერი 2023 02:31
3
კიდევ ერთი მოთამაშე შეემატება ნაკრებს გაზაფხულისთვის რომელსაც სათამაშო პრაქტიკა არ ექნება
ნოე
13 დეკემბერი 2023 09:18
4
დღესაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო
ვასო 67
13 დეკემბერი 2023 07:07
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული