მაცარი: კვარაცხელიას რაგბის ეთამაშებიან, ზომებს კი არავინ არ იღებს

AutoSharing Option
"მონცასთან" საკუთარ მოედანზე ფრედ დასრულებული მატჩის (0:0) შემდეგ, DAZN-თან კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ გააკეთა:

"დღეს 6 მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გავიტანეთ. ანგისამ 4 მეტრიდან ვერ გაიტანა. კვარაცხელია ცენტრალურ ზონაში გამოვცადეთ, კარგად ითამაშა, მაგრამ სამწუხაროდ, მომენტი მანაც ვერ გამოიყენა. ვცდილობთ რაღაც ახალი გამოვიგონოთ, რადგან ის მუდმივად წნეხის ქვეშაა. ფეხებში ურტყავენ და კარგი იქნება თუ მის წინააღმდეგ მცველების უხეშობას მსაჯები დაინახავენ. ხანდახან მგონია, რაგბის ეთამაშებიან.

რატომ გამაძევეს? მსაჯთან მივედი და ვუთხარი, კვარაცხელიას უწყვეტად ეუხეშებიან, მისმა ორმა მეურვემ  ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა წითელი
- არავინ. ამიტომ გავბრაზდი და გამაძევეს. შევჩივლე, რომ ამ ბიჭს ყველანაირად ეუხეშებიან, ზომებს კი არავინ არ იღებს. ამით ისიც იღლება. ქულებს ჩვენი ნაკლოვანებების გარდა ამიტომაც ვკარგავთ".

მკითხველის კომენტარები / 12 /
ბევრი ქართველის გულში ერთიორად ამაღლდა მაძარი. ასე მენტორი რომელიმე მის ფეხბურთელს გამოქომაგებოდეს ეს იშვიათი სანახავია. ეს რომასთან მატჩის ექოა მოურინიომ წინა შეხვედრაში კვარას რომ გაეჭიმა ვალტერს ეს დამახსოვრებული ექნებოდა და ემოციურად ისედაც სტრესულ მოზღვავებულ მომენტში ინსტიქტმა ეს გააკეთებინა უკვე მომდევნო შეხვედრაში და აგერ ამ საღამოს კვარას აგრძნობინა ჯერ კაცი ვარ პასუხიმგებლობა მაქ შენდამი და მერე მწვრთნელიო. ამანაც რა ქნას წუწურაქი 3-5-2 სქემაზე გადაწყობაზე არ თანხმდება, მისი მოწოდება კიდე არაა ეს 4-3-3 ეს აშკარაა და თვითონაც "გაიჭედა" ამ დაძალებულ სქემაში. გუნდში 3-4 ფეხბურთელის გარდა ყავს ლუზერთა მთელი არმადა და რა გინდა რო ქნას ამ საცოდავების ხელში.
Charley
02:08 30-12-2023
3
მაძარი ისედაც ჩანდა, რომ კაი ტიპია, მოსვლისთანავე ზრუნვით გამოირჩეოდა ფეხბურთელებისადმი, მაგრამ ის მწვრთნელი არაა, გადატრიალება მოახდინოს, მით უმეტეს, ტაქტიკაშიც როცა ცხვირს უყოფენ. ამ გუნდის პრობლემა მაფიოზაა, სპალეტი ხომ გაექცა და კონტე და ლუის ენრიკეც არ გაეკარნენ, იცოდნენ ვინც იყო. ნაპოლი შარშანაც არ იყო ფავორიტი, მაგრამ კიმმა აიღო მთელი დაცვა სულ შეტევაში იყვნენ, უცნობმა კვარამაც დააბნია ბევრი. ახლა კიმი აღარაა, დაცვა ჩამოიშალა, კვარასაც ხუთ კაცს ახვედრებენ, მარიო რუი/ოლივეირა რიგ-რიგობით ტრამვიანობენ, აქტიური ლოსანო/ელმასი მოიცილეს, ზიელინსკის ხელფასი არ მისცეს, რაღა დარჩა? ოსიმენი ადრეც იყო გუნდში, მაგრამ ბურთი თუ არ მიუვიდა, ვერაფერს იზამს.
nika
04:37 30-12-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული