"ხვიჩაზე რომელი დეგენერატი პრეზიდენტი იტყვის უარს? "ბარსელონაც" იქნება და "მანჩესტერიც", გვაცადეთ!" - რას აცხადებს მამუკა ჯუღელი

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "კვარას" მალე ტოპ კლუბში ვიხილავთ.

"ერთი ადამიანი მაინც მანახეთ, ვისაც ხვიჩას ტოპ გუნდში გადასვლა ჩემზე მეტად უნდა. პირადად მე, ასეთ ადამიანს ვერ ვხედავ, ამას ხვიჩას მამაც დაადასტურებს.

"ბარსელონაც" და არის და "მანჩესტერიც", გვაცადეთ. ხვიჩა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ყაზახეთიდან დაწყებული ინგლისის პრემიერლიგამდე დამთავრებული, მას ყველა გუნდი სიამოვნებით აიყვანს. რომელი დეგენერატი პრეზიდენტი იტყვის, კვარაცხელია არ მინდაო?

ქეცბაიამ თქვა და ვეთანხმები, ფეხბურთმა ძველებური ხიბლი დაკარგა, ხვიჩა კი ფეხბურთის სილამაზეში ჯდება. როცა
თამაშობს, ჩემი თავი ახალგაზრდა მგონია", - განაცხადა ჯუღელმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 17 მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა.

altფენომენალური მამარდაშვილი და კვარაცხელია, შური და უკეთესი მომავლის იმედი საახალწლოდ

alt"აი, ასე თამაშობდა ძველი კვარაცხელია" - რას წერს იტალიური პრესა ხვიჩას შესახებ

მკითხველის კომენტარები / 36 /
1 თვის წინ თქვა კონტრაქტი უახლოეს მომავალში შეიცვლებაო. აქვე ეწერა ეგ ინტერვიუ. ახლა ამბობს მალე ტოპ ლუბში გადავაო. გასაგებია რომ მაგრად გინდა ეგ მოხდეს მაგრამ მაგ საქმის გაჩარხვას ცოდნა უნდა. ევროპის ტოპ კლუბებში ისე არ კეთდება საქმე როგორც ურალში და როტორში. იმას თუ ვერ ხვდები რომ შენი ხელმოწერილი კონტრაქტით ლაურენტისის მძევალი ხარ, ან თავს იბოლებ ან კიდევ ცდილობ სხვა დააბოლო. თუ მაგ ბიჭის მომავალი გაღელვებს მაგას ჭირდება ნორმალური ევროპელი აგენტი. მორჩა
გუჯი
31 დეკემბერი 2023 18:24
6
მაგალითად ფიფია
gia
31 დეკემბერი 2023 18:22
2
აი რატო უნდა იყოს ამ გლეხის და არაფრის მცოდნე ტიპის ხელში ეს ოქრო ბიჭი,რაღაცა ისეთი გრძნობა მაქვს რო ბოლოს დაღუპავს ამ ბიჭს ეს ტუპოი ტიპი
ანზორი
31 დეკემბერი 2023 16:45
9
არაა არამგონია “მოასწროს” ჯუღელმა რამე დამანგრეველი გავლენის მოხდენა ხვიჩას მამამაც შიგნიდან იცნობს თან საფეხბურთო სამზარეულოს და პროფესიონალი ფეხბურთელის დღის წესრიგი და მისწრაფებებიც კარგად იცის! ყვრლაფერს კი თავის ყავლი აქვს მათ შორის აგენტებთან ართიერთობასაც ბოლო ბოლო მენდეში და კრიშტიანუ დაშორდნენ ერთმანეთს! )))
1111
31 დეკემბერი 2023 17:36
6
უაზრო ტრაბახს სჯობს იქნებ დაელაპარაკოს ინდივიდუალურ ვარჯიშს მოუმატოს რათა შარშანდელი კვარა დაგვიბრუნდეს.ყველა დაიღალა ამდენი ლოდინით.
ასე მგონია
31 დეკემბერი 2023 16:42
5
ვაი შენს პატრონს უბედურს! ეს გლეხუჭა იმასაც ვერ ხვდება რომ ხვიჩაში კი არაა პრობლემა, თავის თავშია და მისნაირში (ლავრენტაში). ანუ, ხვიჩას აყვანის სურვილი კი ექნებათ ტოპ კლუბებს, მაგრამ ჯუღელის უვარგისობა (არანაირი ავტორიტეტი ევროპაში მას არ აქვს) და დე ლაურენტისის სიხარბე (მაღალი გამოსასყიდი ფასი) არის ის ფაქტორები, რის გამოც ამ ეტაპზე ძნელი იქნება "ნაპოლი"-დან წასვლა
fani
31 დეკემბერი 2023 16:42
4
ამათი იწილო-ბიწილო მანამ გაგრძელდება, სანამ ხვიჩას გამოსასყიდი ფასი იმ თანხას არ გაუთანასწორდება, რა ფასადაც ნაპოლიმ შეიძინა კვარა.
fan - ს
02 იანვარი 2024 09:27
0
ამან რაო კვარა მსოფლიოს ტოპ 3 ში შედისო? ))))))) ენას ძვალი არა აქვს თემაა ხო პატივცემულო? და ვინ შეიძლება ეგ ბავშვური ტყუილი იყიდოს აი ძალიან მაინტერესებს.ტოპ 30 მაინც გეთქვა შე თაყვანო შენა.
გიორგი
31 დეკემბერი 2023 16:12
4
ამას რუბინის მერე არ უსმენ და არც ვკითხულობ, ფაქტიც სახეზეა,
აჩი
31 დეკემბერი 2023 15:31
4
მგონი მამუკას წარმოდგენა არ აქ დღევანდელი მანიუს და ბარსას მდგომარეობაზე თუ თავგადაკლული ფანი არ ხარ ან ერთში რა გინდა ან მეორეში მითუმეტეს მანიუ წელსაც ვეღარ და 99% ვერც მომდევნო სეზონში იქნება ლიგაზე აი ბარსა კი იმიტოა სამეულში ესპანეტში დონე ძალიან დაბალია 12 წელია სამეული არ შეცვლილა
ნოდო
31 დეკემბერი 2023 15:06
4
ზოგიერთი ჭკუისკოლოფი ეტყობა ბუღალტრათ მუშაობს რადგან გონია თუ ხელფასს მოუმატებენ უკეთესად ათამაშდება.გამოდის კარებში რომ ვეღარ ურტყავს მშიერია და ძალას ვერ ატანს.
ვა რა დონეა ტო
31 დეკემბერი 2023 14:53
10
პრემიერლიგის ნებისმიერი გუნდი მოუხდებოდა ხვიჩას, ცოტახნით კი სკამზე მოუწევს დაჯდომა, მაგრამ მალე მიხვდება რომ პირადი ტრენერი სჭირდება. იმ მეურვეობისთვისნროგორც ხვიჩას ,ეურვეობენ, ეს ფიზიკური მონაცემები აღარაა საკმარისი. ამის შემდეგ მოვა ტოპ გუნდიც.
ემიგრანტი
31 დეკემბერი 2023 13:52
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული