მოგეხსენებათ, ჩვენებურს გასული წლის მიწურულს "ულსან ჰიუნდაისთან" კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახლდათ.
ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ვაკო უკვე ჩინეთში იმყოფება და 2-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა.
ინფორმაციისათვის, "შანდონგ ტაიშანი" ჩინეთის მოქმედი ვიცე-ჩემპიონია. ამ კლუბში "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი მარუან ფელაინი ირიცხება.