დომენეკს სამი გაუტანეს - "ვალენსია" თასიდან გამოვარდა

AutoSharing Option
ესპანეთის თასის მერვედფინალში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე ლა ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ „სელტასთან“ 1:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

ამით შეწყდა ყველა ტურნირზე „ვალენსიას“ ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია.

„ღამურების“ მწვრთნელმა რუბენ ბარახამ მეკარე გიორგი მამარდაშვილი თასზე, ტრადიციულად, დაასვენა და ხაუმე დომენეკი ათამაშა.

„ვალენსია“ შემდეგ შეხვედრას 20 იანვარს ჩემპიონატზე სახლში „ბილბაოსთან“ ჩაატარებს.

ვალენსია. „მესტალია“

ვალენსია - სელტა 1:3
გოლები: 0:1 დე ლა ტორე (13), 0:2 დუვიკასი (18, პენ), 1:2 პეპელუ (29, პენ),1:3 დუვიკასი (80)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული