ტაბიძე ბერძნულ კლუბში შენგელიას თანაგუნდელი გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 27 წლის მცველი ჯიმი ტაბიძე "პანეტოლიკოსში" გადავიდა, - ამის თაობაზე ბერძნული კლუბი თავისი საიტით იტყობინება.

"პანეტოლიკოსმა" ტაბიძეს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაგრძელების პერსპექტივით გაუფორმა. ის ახალ გუნდში 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

"პანეტოლიკოსის" ღირსებას "ჯვაროსნების" ნახევარმცველი ლევან შენგელია იცავს. ეს გუნდი საბერძნეთის სუპერლიგაში 18 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-11 ადგილზეა და 20 იანვარს სტუმრად "ოფის" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები! მოკლეთ, იგივე ტენდენციაა რა აი ვაფშე ყველა გაქცევაზეა ესეგი ისეთი დონეა ჩვენთან რო ლიჟბი აქედან გაიქცნენ ოღონდ აქ არ Gაცერდნენ ...
იკა
21:03 18-01-2024
1
ტიპი დინამოდან წავიდა.ექვსი თვე უგუნდოდ იყო და საბერძნეთის ჩემპიონატის აუტსაიდერ გუნდში გადავიდა!არადა ნაკრების ფეხბურთელად ითვლება!საქართველოს ჩემპიონატი სულ ესეთი ფსკერი იქნება სანამ ფიფიასნაირი ხალხია გუნდების მფლობელები!
გიორგი IV
10:22 19-01-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული